ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 04 05
07 08 09 11 12
17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

 

ახალი ამბები

photo alt text
08 თებერვალი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი №1" და საოპერო სიმღერის სახლმა, პირველად საქართველოს სახელოვნებო სკოლების სივრცეში, გამართა თეატრალიზირებული კონცერტი „მოცარტიანა", რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კამერულმა ორკესტრმა მიიღეს.

photo alt text
04 თებერვალი
2012

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

photo alt text
23 იანვარი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში მისაღები სტაჟიორების კვოტა განსაზღვრულია: ა. მინისტრის აპარატი - 2 (ორი) სტაჟიორი; ბ. იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი; გ. საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი; დ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი; ე. სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი; ვ. შიდა აუდიტის სამსახური - 1 (ერთი) სტაჟიორი.

photo alt text
13 იანვარი
2012

დღეს, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,რუსთაველმა" უმასპინძლა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი ბავშვები ფილმის ,,ანო და ვანოს" კინოჩვენებას დაესწრნენ. 50-მდე სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვი ფილმის ჩვენებაზე კინოთეატრმა ,,რუსთაველმა'' მიიწვია.

photo alt text
11 იანვარი
2012

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კეთილი სამარიელი საქართველოში'' ორგანიზებით, გლდანის №104 ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

photo alt text
30 დეკემბერი
2011

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. მთავრობის ინიციატივით ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ.  

photo alt text
30 დეკემბერი
2011

29, 30 და 31 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი 5 -დან 10 - წლამდე ბავშვებისათვის ზაალ სულაკაურის გასართობ ცენტრში საახალწლო ზეიმს მართავს.ზეიმს უკვე დაესწრო 700 -ზე მეტი ბავშვი.

photo alt text
28 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით თბილისის რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საახალწლო ნობათი მიიღეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ასანიძემ გლდანში, ლიბანის #17-ში მდებარე ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

photo alt text
28 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

photo alt text
21 დეკემბერი
2011

ქ. თბილისში, კალაუბნის #16 - ში განთავსებული აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი  რეაბილიტირებული  სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნული დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  გიორგი ბარამიამ და  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  მასაიოში კამოჰარამ გახსნა.