ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

ახალი ამბები

photo alt text
25 სექტემბერი
2018

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი" ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბერის  უღელტეხილი ურთულეს პირობებში ფეხით გაიარეს.

photo alt text
24 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში „აფხაზთა თემის“ მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" გაიმართა.

photo alt text
21 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი"-ში გაიმართა  ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა", რომელიც სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

photo alt text
21 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

photo alt text
20 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

photo alt text
14 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.

photo alt text
11 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის" პრეზენტაცია.

photo alt text
05 სექტემბერი
2018

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest"-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

photo alt text
05 სექტემბერი
2018

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს ისედაც მძიმე  ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს. ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს...

photo alt text
02 სექტემბერი
2018

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები"-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგა კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები" ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.