რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ დევნილ ახალგაზრდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის პროექტი წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ განათლება და უცხოეთსა და საქართველოში ცნობილი ექსპერტების ლექცია-სემინარებს დაესწრონ. ასევე, სკოლის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები და გასვლითი ტურები. ლექცია-სემინარები საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო გამოსვლების, დებატების ხელოვნების, ტურიზმის და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარდება.