სიახლეების გამოწერა:
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის ეკოლოგიური დღე ჩატარდა
2009.07.03 - 15.45.41
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიის სამართველომ, ეკოლოგიუი დღე აფხაზეთიდან დევნილი იმ ბავშვებისათავის ჩაატარა, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ.
დევნილმა მოზარდებმა თბილისის ბოტანიკური ბაღი და იქ არსებული ეკო წერტილები, ასევე ბოდბის მონასტერი და სიღნაღის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს. ბოტანიკური ბაღში, ღია ცის ქვეშ კი მათთვის ეკოგაკვეთილიც ჩატარდა.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიის სამმართველო, დევნილი ბავშვებისათვის მსგავსი სახის აქციების გამართვას შემდეგშიც გეგმავს. ... (სრულად)


აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის ახალ შემადგენლობას განსახილველად უმაღლეს საბჭოს დღის ბოლომდე წარუდგენს
2009.06.29 - 17.07.00

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას განსახილველად უმაღლეს საბჭოს დღის ბოლომდე წარუდგენს. ამის შესახებ მან  ჟურნალისტებს დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე მინისტრი მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, თანამდებობაზე დარჩება. „ვგეგმავთ, ახალგაზრდა და საკმაოდ განათლებული კადრების მოყვანასაც. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის მთავრობა უფრო ქმედითუნარიანი და მოქნილი უნდა გახდეს“, - განაცხადა გიორგი ბარამიამ. აფხაზეთის მთავრობის წევრები მალხაზ აკიშბაიას გადადგომის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლები არიან.  

... (სრულად)


გიორგი ბარამია გალის რაიონში ჯვრების გადათელვას მართმადიდებლური რწმენის გენოციდად აფასებს
2009.06.29 - 16.45.50

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდოამრე გიორგი ბარამია, გალის რაიონში ჯვრების გადათელვის ფაქტს კულტურული და მართმადიდებლური რწმენის გენოციდად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებები უარყოფით ფონს ქმნის ჟენევის მოლაპარაკებების წინ და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვანდალიზმი უწოდა წმინდანების შეხებისა და ჯვრების გადათელვის ფაქტს, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის აღმსარებლობის შეზღუდვისკენაა მიმართული. ”ოკუპანტებისა და სეპარატისტების მხრიდან შექმნილი პროვოკაციული ქმედებები, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში დივერსიული ფაქტების გახშირება, მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოდ ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს”- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი ბარამიამ. გიორგი ბარამიამ ყურადღება ასევე გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების დაშვების მისაღწევად. სავალელო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის დამკვირვებლების შეღწევა და იქ მიმდინარე მოვლენების შესწავლა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში შექმნილ ვითარებას შესაბამის შეფასებას მისცემს, რადგან თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი პროვოკაციები. 

... (სრულად)


პროექტ ,, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი”- ს ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი წიგნი გამოსცა
2009.06.23 - 19.20.30

პროექტ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი” -ს ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი წიგნი გამოსცა. 
პროექტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ავტორი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სალომე კაპანაძეა. წიგნზე მუშაობდნენ პროფესორები მალხაზ ბარამიძე და გურანდა ფხაკაძე. ,,ეს გახლავთ მეორე წიგნი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა, მასში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალებია წარმოდგენილი.  წიგნი განკუთვნილია, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მკითხველისთვის, რადგან  მოძიებული მასალები მკითხველისთვის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა მიწოდებული.”- განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა  მოადგილემ სალომე კაპანაძემ. წიგნის პრეზენტაცია 25 ივნისს 16:00 საათზე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება.

... (სრულად)


აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი დევნილებისთვის ერთობლივ აქციას ჩაატარებენ
2009.06.19 - 20.09.15

21 ივნისს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში წყოუშში, ჭალესა და ფახულანში, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს   ჩაუტარებენ. დევნილებმა წინასწარი რეგისტრაცია, 18 ივნისს, ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკაში უკვე გაიარეს. 
ეს არის პირველი ერთობლივი აქცია რეგიონში, რომელიც კონფლიქტის ზონის სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობის საშუალებას მისცემს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს წამყვანი მედიკოსები, სამეგრელოს სამ სოფელში, დევნილ ავადმყოფებს ძვირადღირებულ სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
პროგრამა, “კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ იგპ-თა მაღალტექნოლოგიური, მაღალკვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო გასინჯვების აქცია” დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიერ იქნა დაფინანსებული. 

სამედიცინო აქცია 21 ივნისს 10:00 საათზე დაიწყება

... (სრულად)


  Copyright © 2009 abkhazia.gov.ge