ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდის სოხუმის ქუჩაზე მდებარე „სოფტექნიკ"-ის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ჩასახლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დევნილებმა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ თვიმმართველობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით დევნილების პრობლემების მოგვარების გზებს განიხილავს.
აფხაზეთის აავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში „ხორცკომბინატი"-ს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
აღნიშნულ ობიექტში 42 ოჯახია ჩასახლებული, რომლებიც ბინების გაზიფიცირებასა და ჩასახლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.
ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობაზე ესაუბრა.
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ბაზარზე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიის "World Technic"-ის დამფუძნებელს ზვიადი ბრეგვაძესა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ვალერ გორგოძეს შეხვდა.
შეხვედრაზე კომპანია "World Technic"-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის შესაძლებლობები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შმავალი შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს.
ასევე, ისაუბრეს და განიხილეს ე.წ. „გამყოფ ხაზთან" მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილების საარსებო წყაროს შექმნისა და სხვადასხვა ტიპის პროექტების ინიცირების საკითხი.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.
ამბასადორიალის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეული საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.
ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.
ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც განიხილება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები, ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.
ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტასი მიიღებენ.
„ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა"-ს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილე აღინიშნა. აგრეთვე დაწესა ნორჩ ფეხბურთელთა „გარდამავალი თასი". ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1916 წელს გამართა და მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწია. საფეხბურთო კლუბ „სტრელასა" და მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სხვადასხვა ოჩამჩირულ კლუბში არაერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ვიტალი დარასელია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა"-ს ხელმძღვანელი თენგიზ ნორაკიძე და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. ის მთელი თავისი არსებით ჩაება ჩვენს ქვეყანაში იმ დემოკრატიული საფუძვლებისა და ფასეულობების ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც დღეს აღიარებულია საერთაშორისო არენაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტურია თამაზ ნადარეიშვილის ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ბატონი თამაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სათავეში საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში ჩაუდგა. სხვადასხვა დროს ის იყო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სწორედ ამ კონკრეტულ პერიოდში მიმდინარეობდა გლობალური დემოკრატიული ცვლილებები და აფხაზეთი იყო ამ ისტორიული, ამავდროულად, ტრაგიკული პერიოდის ადგილი და დრო. გამომდინარე ყველა ამ ზემოაღნიშნული მოვლენიდან, ბატონი თამაზი აკეთებდა იმას, რაც კონკრეტულ პერიოდში ჭეშმარიტ მამულიშვილსა და პატრიოტს უნდა ეკეთებინა.
ხაზგასასმელია ბატონ თამაზ ნადარეიშვილის მონაწილეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც შემდგომში ევროპულ დოქტრინად - „ჩართულობა აღიარების გარეშე" - ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ევროპის ხელშეწყობას და აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენას. ნიშანდობლივია, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ თამაზ ნადარეიშვილის აქტიური პოლიტიკური სწრაფვა ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრება, საერთო ენის გამონახვა და იმ ჩატეხილი ხიდების აღდგენა იყო, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა მთლიანობაში.
თამაზ ნადარეიშვილის სანუკვარ მიზანს დევნილი მოსახლეობის აფხაზეთში დაბრუნებისათვის ბრძოლა წარმოადგენდა და მთელი მისი მოღვაწეობაც სიცოცხლის ბოლომდე ამ მიზნის აღსრულებისკენ იყო მიმართული. ამ ჭრილში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ინტერესი ფოკუსირებული იყო ბალკანეთზე. ბატონი თამაზ ნადარეიშვილი გახლდათ ქვეყნის იმ მოღვაწეთა პირველ რიგებში ვისი დამსახურაბაცა საერთაშორისო არენაზე ისე მწვავედ წამოეყენებინა აფხაზეთიდან დევნილების საკითხი, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ის საერთაშორისო რეზოლუციები, რაც საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნების წინაპირობაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვიზიარებთ რა თამაზ ნადარეიშვილის იდეალებს ერთიან საქართველოში აფხაზეთის აღორძინებისა, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის განხორციელებას - აფხაზებთან შერიგებას და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.
მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა არა მარტო საფრანგეთისათვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს აღნიშნულ ფაქტს და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული კაცობრიობის ძალისხმევით აღკვეთილი იქნება მსგავსი სახის არაჰუმანური ქმედებები, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ყველა ერისა და სახელმწიფოსათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე წლებია, რაც იმართება. „არტ-გენის“ მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.
ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები.
ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად აღინიშნება„აფხაზეთის დღე.“ წლეულს ფესტივალზე 15 ივლისს აფხაზეთი წამოადგინეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „მირონმა“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.
სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის - თვეში100 ლარს.
სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
პირველადი შედეგების შეჯამება მოხდება აგვისტოს თვის ბოლოსა და სექტემბრის თვის დასაწყისში.
დამატებითი ინფორმაციისათის ეწვიეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ–გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 34-33-20 (ნინო ლობჟანიძე).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.
სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე,განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
დიმიტრი(არზაყან) ემუხვარისა(პოლიტიკის მეცნიერების დარგში)და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის- თვეში100 ლარს.
სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალი" ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
მიმდინარე წლის 9-10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“. ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმების შესრულების სავალდებულოობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.