აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია და თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრი ვასილ ხორავა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. 

დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

12 აპრილს აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები და დაურიგდათ მედიკამენტები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

ღონისძიება, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ზუგდიდსა და დარჩელში 13 აპრილსაც გაიმართება და პროცესს დაესწრება აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

პროექტი „საქმიანი არდადეგები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა"
პროექტისაქმიანი არდადეგები"

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა ტურისტულ კომპანიაში „ნიუკაზი" გაიარონ სპეციალური ტრენინგ-კურსი, შეისწავლონ კონკრეტული მიმართულების/მარშრუტის გიდის/გიდის თანაშემწისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შედეგად საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩაერთონ სხვადასხვა ტურისტული მიმართულების მუშაობაში შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით და მიიღონ ფინანსური სარგებელი.
 
პროექტში მონაწილეობის წესიდა პირობები:
.  პროექტში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 8-11 კლასის მოსწავლეები;
.  აუცილებელი უნარ-ჩვევები:
·  უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
·  მაღალი აკადემიური მოსწრება;
·  კომუნიკაბელურობა;
·  გუნდური მუშაობის უნარი;
·  მაღალი მოტივაცია;
·  სიახლეებისადმი ადვილად შეგუების უნარი.

იხილეთ სრული ინფორმაცია
იხილეთ ანკეტა

11 აპრილს დანიშნული ონლაინ კონფერენცია გადაიდო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას 11 აპრილს დანიშნული ონლაინ კონფერენცია გადაიდო.

ონლაინ კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება www.abkhazia.gov.ge აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდსა და Government of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა - ფეისბუკ გვერდზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

აფხაზეთის მთავრობასა და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებში.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის დამფუძვნებელი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.

პირველი გასვლითი ღონისძიება ზუგდიდში 11, 12 და 13 აპრილს ჩატარდება. სამი დღის განმავლობაში დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძე ადგილზე შეისწავლის არსებული მდგომარეობას, რათა ხელი შეუწყონ დაგეგმილი აქციის წარმატებით განხორციელებას.

აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კლინიკა „ენმედიცის" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები კლინიკის ვაკის ახალ ფილიალში ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და კლინიკის გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე დაესწრნენ.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძისა და ვაკის ფილიალის მენაჯერის ხათუნა გარდაფხაძის ორგანიზებით მოეწყო.

გამოკვლევებს კლინიკის სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. დევნილთა გამოკვლევები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემომარნდუმის ფარგლებში იმართება.

მემორანდუმის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია მომავალშიც განხორციელდება.

ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობი წევრები აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვა და განათლება - ეს ის თემებია, რაზეც დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ბათუმის ვიცე-მერი დავით ლეკვეიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  ვასილ ხორავა, რეგონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგო კვირტია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისის ზღვაზე ჩასახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

თბილისის ზღვაზე მცხოვრებ 1000-მდე დევნილს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-სპეციალისტების მაღალკვალიფიციური ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია დაესწრნენ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, დევნილებმა უფასოდ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები გაიარეს. თბილისის ზღვის რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში ორი ათასამდე ბენეფიციარი, მათ შორის ოთხასამდე ბავშვია რეგისტრირებული.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.

გამოკველევები იემრეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის მომავალი კვირიდან დაიწყება.

11 აპრილს 16:00 საათზე ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ პრესკონფერენცია ჩატარდება

11 აპრილს 16:00 საათზე ჩატარდება ონლაინ პრესკონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლელთან  ვახტანგ ყოლბაიასთან. აფხაზეთიდან დევნილ და ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია დასვას კითხვები სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მრავალ თემებზე.

გამოგვიგზავნეთ კითხვები მისამართზე info@abkhazia.gov.ge შეკითხვებზე პასუხი გამოქვეყნდება აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზე www.abkhazia.gov.ge და ფეისბუქ-გვერდზე. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ონლაინ-პრესკონფერენციაში. გამოგზავნეთ კითხვები, თქვენ მიიღებთ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში დევნილებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მედიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია, რეგონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგო კვირტია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრე საზოგადოებას ტრადიციულად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27 რაუნდი შედეგები გააცნო და იქ განხილულ ძირეულ საკითხებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხი რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის, ასევე გალის რაიონში ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომელობის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის საკითხი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური მხარის ნებით მიღწეულია შეთანხმება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების განხორციელებასა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების შექმნას ითვალისწინებს.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ და რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრო.

მემორანდუმის თანახმად, კლინიკა პერიოდულად განახორციელებს დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ბენეფიციართა უფასო სამედიცინო მომსახურებას. პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ჩაუტარებს.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველი სამედიცინო აქცია შაბათს, თბილისისი ზღვაზე არსებულ რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ჩატარდება. აქციის ფარგლებში, კლინიკის ექიმები 800-მდე დევნილს უფასო სამედიცინო დიაკნოსტიკურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

დღეს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა

ქვეყნის ისტორიას დიდწილად ქმნიან კონკრეტული პიროვნებები. უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდია, რომელიც იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, წარმოადგენს ასეთ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას.

დღეს მას 75 წელი შეუსრულდებოდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლა ერთიანი და გაბრწყინებული საქართველოსათვის, რასაც მან მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება, ამჟამადაც გრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ზვიად გამსახურდია 75 წლის იუბილარია.

შეუფასებელია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში მის მიერ შეტანილი მასშტაბური წვლილი. სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

საქართველოსადმი პირველი პრეზიდენტის განუსაზღვრელი სიყვარულის დასაფასებლად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქართველებისა და აფხაზების შერიგება, რაც აუცილებელია ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ბათუმში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბათუმში საზეიმო მიტინგი გაიმართა. მიტინგში მონაწილეობდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები და ჟიული შარტავას და ცისანა შარტავა. მიტინგი გახსნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, მან ბრძანა, რომ „ამიერიდან „გმირების ხეივნის" მიმდებარე ულამაზეს ქუჩას ჟიული შარტავას სახელი დაამშვენებს". ბათუმის მერმა კი დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე დაიდგა დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი".

ჟიული შარტავას საიუბილეო ღონისძიებებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის  სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ამ შესანიშნავი ქუჩისთვის ჟიულის სახელის მინიჭებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ბათუმის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობას, საზოგადოებას, ბათუმელებს, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის მათ ძალიან ბევრი შეძლეს და გააკეთეს. აქვე აღიმართება ჟიულის მონუმენტიც, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ამისთვის თქვენ ყველას უდიდესი მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მიტინგის შემდეგ, ღონისძიებებმა აჭარის კულტურის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ბათუმის მერთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მაყვალა ბერიანიძის წიგნის „ორივე მხარეს" პრეზენტაციას დაესწრნენ. წიგნი ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას აჭარელი მეგობრები, რომელთაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირის ღვაწლი სამშობლოს წინაშე.

„ეს წიგნი არის არა მხოლოდ ჟიული შარტავაზე, არამედ ქართველებსა და აფხაზებზე, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დღესაც უყვართ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ამის აღიარების საშუალებას არ  გვაძლევს. ამ წიგნით ჩვენ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ უგუნურებას ბოლო უნდა მოეღოს. მკითხველი ამ ნაწარმოებით შეიგრძნობს იმ განუმეორებელ  სილამაზეს, რასაც აფხაზეთი ასხივებს. ამ წიგნით მკითხელი შეძლებს გარდასული ტრაგიკული დღეების სიმწვავის გაანალიზებას. მკითხველი გაიგებს იმასაც, თუ როგორ აღიქვამს ორივე მხარე, ქართულიც და აფხაზურიც ამ საშინელ, ტრაგიზმით აღსავსე დღეებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, რადგან მისი პირადი მონდომების გარეშე ეს ღონისძიებები ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა, " - განაცხადა წიგნის ავტორმა მაყვალა ბერიანიძემ.

წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ. მან ხაზი გაუსვა ღონისძიებათა მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ მთავრობასა და ბათუმის მერიას თანამშრომლობისა და თანადგომისთვის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი  დიდებული ღონისძიებების გამართვასა და ორგანიზებაში.

„ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი დღით. ისიც მინდა გაგიმხილოთ, ამ თვეების განმავლობაში სხვაგვარად დავინახე ბატონი ჟიულის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც. გრძელდება ეს ესტაფეტა, რომელიც ამჯერად ბათუმმა აიღო და ეს კვლავაც გაგრძელდება, რაც  ძალიან ბუნებრივია. დღეს ქალბატონ ცისანა შარტავას ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჟიულისათვის არ კეთდება. ეს კეთდება იმ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, იმ ყმაწვილებისთვის, რომლებიც დღეს აქ დგანან, ეს კეთდება იმ ბავშვებისათვის, რომლებიც საბავშვო ბაღში მიდიან, ვინც  სკოლაში სწავლობენ. ჩვენს ქვეყანას ბევრი რამ აკლია, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად გავზრდით მათ პატრიოტებად, პატივისმცემლებად იმ თაობისა, რომელმაც მოგვიტანა სიკეთე და ჰუმანიზმი, გმირობა და თავდადება სამშობლოსთვის. ამის გამო  მათ ყველაზე ძვიფასი, სიცოცხლე გასწირეს. ჟიული დაიფერფლა აფხაზთა და ქართველთა სიყვარულისათვის. მან ეს შეგნებულად გააკეთა, შეგნებულად მიიტანა სამსხვერპლოზე თავისი თავი. მან იცოდა რომ იქ, ბარიკადის მეორე მხარეს, მას ხვდებოდნენ მისი გაზრდილები, რომელთა ცხოვრების გზის გაკვალვაში დიდი ამაგი ჰქონდა გაწეული. ჟიული შარტავა იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. მას სურდა ეჩვენებინა თაობებისთვის თუ როგორ შეიძლება თავი გადადო სამშობლოს სიყვარულისთვის. დღეს ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე ივლიან ბიჭები, ახალი თაობის ყმაწვილები. დაე, იარონ, იარონ, იარონ. დიდი მადლობა ბატონებო თქვენ, მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებებში წვლილი შეიტანა, მადლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას. ჩვენ ჯარისკაცები ვართ ჟიულის სახელის ხსოვნის გარშემო შემოკრებილები. ესეც  ჩვენი ბედისწერაა. მე მინდა მომავალმა თაობამ გაითავისოს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს ჩვენ ამ საოცარი პიროვნების წინაშე. მოვდივარ თბილისიდან ბათუმში და აქედან ვესალმები ჟიული შარტავას ქუჩაზე გავლით აფხაზეთს. თანაც მუდამ თავს შემახსენებს ის მოვალეობა, რომლითაც უნდა ვიაროთ და ვიცხოვროთ, რომ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ აფხაზეთში აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის დღეს",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ყოლბაიამ.

საღამო კულტურის სასახლეში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდა.

 

ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, ბათუმში ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა - ყოფილ „გმირების ხეივანს" დღეიდან ჟიული შარტავას ქუჩა დაერქმევა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ბათუმის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები. ბათუმის მერმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე გახსნილია დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი".

ღონისძიებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ეს აისახა ქალაქ ბათუმის მერიის, კომისიის გადაწყვეტილებაშიც, რომელთაც ამ შესანიშნავ, დიდ, ულამაზეს ქუჩას ბათუმში, ჟიულის სახელიუწოდეს. ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელებს, ქალაქის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას, საზოგადოებას, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. აქ აღიმართება ჟიულის ძეგლი, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.