აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თბილისში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქალაქ თბილისში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაონებში, ასევე დაბა წყნეთში განხორციელდა, სადაც სპეციალური ხსნარით სულ 187 ობიექტი დამუშავდა.

სამუშაოები სსიპ  „აფხაზეთის   გარემოს, გეოლოგიის  და  მინერალური  რესურსების  სააგენტომ“ განახორციელა.

სასურსათო და სააღდგომო კალათა, მარჩენალდაკარგულ დევნილ ოჯახებს დაურიგდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ  ღონისძიების გატარების მიზნით, დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულეს და მარჩენალდაკარგულ, ომის ვეტერან, უნარშეზღუდულ პირებს  სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და კომპანია "ჰიპიმ" 11 თვის ბავშვს მისთვის საჭირო საკვების გარკვეული რაოდენობა და ჰიგიენური საშუალებები გადასცა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს და "ჰიპის" ერთობლივი აქციის ფარგლებში ჟვანიას კლინიკაში მყოფ სპეციალური საჭიროების ბავშვს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

"ჩვენს სამინისტროს დისტანციურად მომართა დევნილი, დღენაკლული ბავშვის დედამ, ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას, ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის შემდეგ. აქცია ბავშვთა კვების კომპანია "ჰიპის" უაშუალო ჩართულობით წარიმართა, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და დედას საჩუქრად გადასცა ბავშვისთვის საჭირო კვების გარკვეული რაოდენობა", - აცხადებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაკა ონიანი.

აქციის ფარგლებში სპეციალური საჭიროების ჩვილს კომპანია "ჰიპის" წარმომადგენლობა საკვებ პროდუქტებს კიდევ გადასცემს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ხანდაზმულებს სააღდგომო ნობათი გადასცა

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების ფარგლებში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი გელენავამ და ირმა კეკელიძემ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათ სურსათი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ პროგრამის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის შექმნილი სასურსათო პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს, სადაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროც აქტიურად მონაწილეობს

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შექმნილ სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და სხვა თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ. ხსენებული სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

თბილისსა და კახეთში მცხოვრებ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა დახმარების ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

ღონისძებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს წარმომადგენელი დავით ძალამიძე და დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე მონაწილეობდნენ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში (თელავი, გურჯაანი, საგარეჯო) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი დაურიგეს.

თბილისსა და კახეთში მცხოვრებ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა დახმარების ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა. ღონისძებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს წარმომადგენელი დავით ძალამიძე და დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე მონაწილეობდნენ. დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში (თელავი, გურჯაანი, საგარეჯო) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი დაურიგეს

სამეგრელო-ზემო  სვანეთის რეგიონში დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს.

➡️ აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.
➡️ პირველადი სასურსათო პროდუქტი დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გდაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ გადასცეს.

➡️ სააღდგომო ნობათი ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 432 პირს გადაეცა.

აჭარაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ქობულეთისა და ბათუმის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო დახმარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებმა 250 დევნილმა ბენეფიციარმა მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს. სასურსათო დახმარება ფოთში მცხოვრებმა 432 დევნილმა მიიღო.

სასურსათო აქციის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგიონში დახმარებას 3000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

იმერეთის რეგიონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთის რეგიონში დევნილი მოსახლეობისთვის სასურსათო დახმარება გრძელდება. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პირები პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს და სააღდგომო ნობათს მიიღებენ.

დღეს ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები ადგილზე მიუტანეს. დღის განმავლობაში ქუთაისში სასურსათო დახმარება 674 ხანდაზმულს გადაეცა.

დახმარებას იმერეთის რეგიონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული 1500 -მდე ბენეფიციარი მიიღებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც  განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას.

დევნილთა მოწყვლადი ჯგუფის დახმარების პროგრამა გრძელდება

 

განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის შექმნილი სასურსათო პროგრამის განხორციელებაში აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ და სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს; გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს; გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის რაიონებში და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამ დღეებში პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს სხვა რაიონებშიც გადაეცემათ.

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

„იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“

ეს პოეტ გენო კალანდიას საფლავის ეპიტაფიაა, რომელიც მასვე ეკუთვნის: „...იყავ ერთგული ჩემთა უფალთა, და ამოკვეთე საფლავის ქვაზე: იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“ ასე მოკრძალებულად და ამავე დროს მრავლისმთქმელად შეაფასა პოეტმა მის მიერ განვლილი გზა.

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ღირსების ორდენის კავალერი... ამ და კიდევ უამრავ სხვა ტიტულსა და წოდებას შორის კი იდგა ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.
გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან...

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში. იგი 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მათ შორისაა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ორტომეული" და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. აფხაზეთში „ომი რომ დაიწყო, ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და აფხაზებს შორის? ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრე, დიდი აფხაზი, ბრწყინვალე პოეტი, პუბლიცისტი და უფრო უკეთესი დრამატურგი“,- აღნიშნა მოგვიანებით გენო კალანდიამ, რომელიც აფხაზი ინტელიგენციის, აფხაზი მწერლების მეგობრად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ის ამბობდა, რომ მართალია, მათთან ურთიერთობას ისე აქტიურად ვერ აგრძელებდა, თუმცა მოკითხვებს საერთო ნაცნობების საშუალებით ერთმანეთს მაინც უთვლიდნენ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა გენო კალანდიას ორტომეული „საგალობლები უფლისათვის“, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, „სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს“ წარმოადგენს მის შემოქმედებაში. „საგალობლებს უფლისათვის“ გენო კალანდიას მეორედ დაბადებას უწოდებენ ხშირად. ეს იყო დიდი სულიერი გარდატეხის დასტური პოეტის ცხოვრების მიმწუხრის ჟამს, მან თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყოველდღე აღსარებას აბარებდა უფალს.

უფრო მეტიც, „საგალობლები უფლისათვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც მან არაერთი წინასწარმეტყველური სტრიქონით გამოხატა, მათ შორის: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.

და ეს მიწა აუცილებლად მსუბუქი იქნებოდა მისთვის...