2017-02-01    |   
მწერალთა სახლში წიგნის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტური რომანი, ნაწარმოების მთავარი გმირის, ქალბატონი მანანა ანუას ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მწერალთა სახლში წიგნის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტური რომანი, ნაწარმოების მთავარი გმირის, ქალბატონი მანანა ანუას ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

2017-01-31    |   
აჭარაში აფხაზური ენის კლასები გაიხსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აჭარაში, სოფელ ფერიას საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში  აფხაზური ენის კლასები გახსნა.

„აფხაზური ენის შესწავლის მსურველი ბევრია. ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, შერეული ოჯახები და ეს ადამიანები დღეს საუბრობენ შერიგების აუცილებლობაზე, ერთად თანაცხოვრებაზე, მშვიდობაზე, იმაზე რასაც ისინი ამ სოფელში ერთად აკეთებენ და რაც ჩვენ უნდა შევძლოთ ჩართულობით, შერიგების პოლიტიკით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით. ვფიქრობ, სწორედ ეს თაობა – ქართველი და აფხაზი მოსწავლეები, არის ის ძალა, რომელიც შეძლებს, ჩატეხილი ხიდების აღდგენას, ჩვენი ვალდებულებაა აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის დაცვა, აფხაზური ქართულთან ერთად არის სახელმწიფო ენა და მომავალში კიდევ მეტ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აღნიშნულ სკოლებში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

მწერალთა სახლში წიგნის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე" აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დევნილთა დახმარების სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ  დევნილთა დახმარების სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებული შენიშვნა- წინადადებები.

    სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორცილების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძეც ესწრებოდა.

იხილეთ ლინკი: http://www.myvideo.ge/tv/meore&seekTime=29-01-2017%2019:15

2017-01-27    |   
ქეთევან ციხელაშვილი – ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანების შესახებ საუბრობს და 8 ძირითად მიმართულებას გამოყოფს.

ამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები

საქართველოს ხელისუფლების ამოცანასა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ ხაზს მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული;
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ქვეყნის დეოკუპაციას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებას. ამავე დროს უკავშირდება ერთიანი მომავლის ხედვას ერთიან ევროპულ საქართველოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები.
შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ევროპული მოდელის სახელმწიფოს მშენებლობა არის კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები.
მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებული ვითარება არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში არ შედის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სამშვიდობო პროცესმა შეიძინოს მეტი დინამიკა.
საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ინტერესი არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანასა და რეგიონში, რაც არ უნდა გაიგივდეს არსებული ვითარების სტაბილიზაციის მცდელობასთან. სწორედ კონფლიქტის მოგვარება არის მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია უფრო დინამიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების, შექმნილი ვითარების ტრანსფორმაციისა და შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნისაკენ.
სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს.

სამშვიდობო პოლიტიკის 8 ამოცანა:

ამოცანა 1:
მშვიდობის დაცვა და უზრუნველყოფა 
საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ძალისხმევას მშვიდობის დაცვის, უსაფრთხოების რისკებისა და შესაძლო პროვოკაციების განეიტრალების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის და სუვერენიტეტის განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ეკონომიკური განვითარების ვექტორის დაცვისაკენ, რაც კონფლიქტების მშვიდობიანი და წარმატებული მოგვარების წინაპირობაა. კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა არის ცალსახად მშვიდობიანი. საქართველოს არჩევანი და განვითარების კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. საქართველო დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებაში, არის და მომავალშიც იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც საკუთარ პოლიტიკას დემოკრატიულ ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით აყალიბებს.

ამოცანა 2:
დეოკუპაცია და დეესკალაცია – რუსეთთან მიმართებაში 
საქართველო გააგრძელებს დეოკუპაციის მიმართულებით ძალისხმევას, იქნება შეურიგებელი და პრინციპული ამ მიმართულებით, როგორც რუსეთთან საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები), ისე საერთაშორისო ზეწოლის მობილიზებითა და ყველა რელევანტური პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სამართლებრივი მექანიზმის ეფექტურად გამოყენების გზით.
პარალელურად, იდგმება ნაბიჯები დეესკალაციის და გარკვეულ სფეროებში ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით (აბაშიძე-კარასინის ფორმატი), რაც საქართველოს მშვიდობიან და კონსტრუქციულ მიდგომებს ადასტურებს.

ამოცანა 3:
პირდაპირი დიალოგინდობის მშენებლობაშერიგება – აფხაზურ და ოსურსაზოგადოებებთან მიმართებაში 
არის ბევრი ფაქტორი რაც დღეს გვაშორიშორებს, მაგრამ ბევრი რამ გვაერთიანებს კიდეც. ეს არ არის მხოლოდ წარსული, არამედ მომავალზე ორიენტირებული ხედვა. ჩვენ გვაკავშირებს ერთად თანაცხოვრების გამოცდილება, ნათესაობა და შერეული ოჯახები, მაგრამ ასევე, კონფლიქტის მძიმე გამოცდილება, რამაც მუდმივად უნდა შეგვახსენოს ორი რამ, რაც საერთო ინტერესშია:
– აღარ უნდა დავუშვათ ომი, დაპირისპირება, პროვოკაციებში ჩათრევა.
– უნდა ვიზრუნოთ უკეთეს, მშვიდობიან მომავალზე.
მშვიდობიან მომავალზე ზრუნვა კი აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, დიალოგს და შერიგებას.

ამოცანა 4:
საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობაპრობლემების გადაჭრის სტატუსნეიტრალური და ჰუმანიტარული ფორმატები 
არსებული ვითარება და მოუგვარებელი კონფლიქტი არ შედის არც ქართველებისარცაფხაზების და არც ოსების ინტერესში.
მზად ვართ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ვიმსჯელოთ ერთობლივ ინტერესებზე, პრაგმატულ გამოსავლებსა და ახალ ინიციატივებზე, განვითარებასა და უკეთესი მომავლის პერსპექტივებზე, რაც მოსახლეობას დღეს არსებული მძიმე ვითარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. შესაძლებელია, მთელი რიგი საკითხების გადაჭრა პოლიტიზირების გარეშე, შეთანხმებით, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სტატუს-ნეიტრალური ფორმულების და მექანიზმების გამოყენებით.

ამოცანა 5:
კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა
საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი, ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებებია. შესაბამისად, პრიორიტეტულია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ შესაძლებლობები მათთვის ღირსეული აწმყოსა და მომავლისათვის, რათა ისინი არ იქცნენ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების გრძელვადიანი პროცესის მძევლად. აქ იკვეთება სამი სამიზნე ჯგუფი და პრიორიტეტულია:
– გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, მათ საჭიროებებზე ზრუნვა და ამ რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
– ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები, მათი უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული პირობების გაუჯობესება, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, [თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მოწყვლადია გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა.]
– იძულებით გადაადგილებული პირები – ერთი მხრივ, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში, და მეორე მხრივ, საკუთარ სახლებში დაბრუნების განუყოფელი უფლების რეალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა.

ამოცანა 6:
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეშიმეტი მომსახურებისა და შესაძლებლობის შეთავაზება/ხელმისაწვდომობის გამარტივება 
გადაიდგმება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი და განხორციელდება კონკრეტული ინიციატივები იმისათვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის გავაფართოვოთ და გავამარტივოთ იმ სიკეთეებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, რასაც სახელმწიფო ქმნის საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის, და ამავე დროს, მივცეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში და მიიღონ შესაბამისი სარგებელი.

ამოცანა 7:
ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის და დაახლოების ფორმატებიდანგამომდინარე ახალი შესაძლებლობების და სარგებლის გაზიარება 
ამ მიმართულებით სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა კონტროლირებადი ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მსგავსად, აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც იგრძნონ ის სიკეთე და ახალი შესაძლებლობები, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და სხვა თანამშრომლობის ფორმატებს უკავშირდება. საყურადღებოა, რომ ეს სარგებელი გულისხმობს არა მხოლოდ ხელშესახებ და გაზომვადმიმართულებებს, როგორიც არის უკეთესი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა, ვაჭრობა, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სიკეთეს, როგორიცაა დაცული იდენტობათვითმყოფადობა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დღეს მიმდინარე რუსიფიკაციის ფონზე, რეალურად საფრთხის ქვეშ დგას.

ამოცანა 8:
სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანებისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებასაერთაშორისო თანამეგობრობასთანპარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობასაერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენებაამოქმედება; 
საქართველოს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორებისაქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკასთან ერთად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩართულობის პოლიტიკა ზემოთ დასახული პრიორიტეტული ამოცანების ირგვლივ; განსაკუთრებით, ნდობის მშენებლობის დახალხთაშორის კონტაქტების წახალისების მიმართულებით, სადაც დიდი პოტენციალი აქვს სახალხო დიპლომატიას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს.

ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს ჩართულობის და შერიგებისპოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, კონკრეტულ ნაბიჯებს და ახალ ინიციატივებს ითვალისწინებს.
აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ძალისხმევას ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, დიალოგით, თანამონაწილეობითა და საერთაშორისო მხარდაჭერით.

ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფომინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქეთევან ციხელაშვილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის მშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებას ეხებოდა.

2017-01-26    |   
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქეთევან ციხელაშვილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისა და სამოქალაქოთანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრისა დააფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის ხელისუფლების შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევანციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკისძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა დაუზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობისმშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოსსახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდანგამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისომხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისკითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიებისმიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებასეხებოდა.

ახმეტელის თეატრში გამართულ სპექტაკლს აფხაზეთიდან დევნილი 15 ბავშვი დაესწრო

მიმდინარე წლის 20 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების  ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 15 ბავშვი დაესწრო   ახმეტელის თეატრში გამართულ  სპექტაკლს „ბედისწერა“.

დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს

მიმდინარე წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მასმედიით გავრცელებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან ,,დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე შეხვდა საერთაშორისო  ორგანიზაცია ,,აფხაზეთი”-ის ხელმძღვანელ ჯონი შამათავას და დევნილთა მოძრაობის წარმომადგენლებს ვიტალი გადელიას, ზაირა ჩარკვიანს.

დისკუსია შეეხო სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებული დახმარების სისტემაზე გადასვლის გზების ალტერნატივებს.

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი"-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი"-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ორგანიზაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი  მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია და ბენეფიციარების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავს აქციებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად რეგულარულად ატარებს.

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.  დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.

ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას.