ყოფილი „სტუდქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო

თბილისის ყოფილი „სტუდქალაქის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ამ ტერიტორიაზე კავშირ-ასოციაცია „აგორა" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" მშენებლობას ახორციელებს.

ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს საერთაშორისო სკოლის" („New School") მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა.

სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის რეგიონალური თამაშები დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის აფხაზეთის რეგიონალური ფინალური თამაშები. რეგიონის პირველობისთვის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. ოლიმპიადის ბოლოს გამოვლინდნენ აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 2017 წლის მაისის თვეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის ზონალურ თამაშებში იასპარეზებენ.

აფხაზეთის ჩემპიონები გახდნენ: მინი ფეხბურთი - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა; გეზრბენი (ვაჟები) - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა; გეზრბენი (გოგონები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; ფრენბურთი (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; კალათბურთი (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; კალათბურთი გოგონები - აფხაზეთის №15 საჯარო სკოლა.

გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ზონალურ თამაშებში მონაწილე გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.

„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. პროგრამის მხარდამჭერი არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ბაგებში გამწვანების აქცია მოეწყო

2017 წლის 10 მაისს ქ. თბილისში, თბილისში, ყოფილი „სტუდქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებით, ქ.თბილისის მერიისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით კავშირი-ასოციაცია „აგორა“ ახორციელებს „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის“ მშენებლობას.

 ღონისძიება ჩატარდა “საქართველოს საერთაშორისო სკოლის” („New School“) მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს.
აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანამშრომლებმა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

2017-05-08    |   

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ნუგზარ ყურაშვილის საღამო გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანაიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერ ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობის ბენეფისი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ამჟამად უკვე დირექტორია. არის ღირსების ორდენის კავალერი და შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. 2017 წლის 14 იანვარს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვახტანგ ყოლბაია ღონისძიებას „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის" გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

2017-05-07    |   
ვახტანგ ყოლბაია ღონისძიებას „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის” გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში გამართა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 4-7 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2003-2005, 2006-2007 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები.

აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგი საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

რაპირა - ბიჭები 2003-2005 წ.წ. ნოდარ ბოკერია - მესამე ადგილი; რაპირა - გოგონები, 2003-2005 წ.წ. ნატალია ხარაიშვილი - პირველი ადგილი.

ხმალი - ბიჭები 2006-2008 წ.წ. ალექსანდრე თავართქილაძე - პირველი ადგილი; ხმალი - გოგონები 2006-2008 წ.წ. თეკლა ბიწაძე - მესამე ადგილი.

ხმალი - ბიჭები 2003-2005 წ.წ. ლუკა ლომინაძე - პირველი ადგილი; ხმალი - გოგონები 2003-2005 წ.წ. ლიზი ბაციაშვილი - მესამე ადგილი.

დაშნა - ბიჭები 2005-2007 წ.წ. ლუკა კაჭარავა - მეორე ადგილი;

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები შესაბამისი თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

თამაზ კაკულიას სახელობის პრიზი გადაეცა შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილეს კონსტანტინო ძუფას, როზა ჯოლოგუას სახელობის პრიზი კი ტურნირის პერსპექტიულ სპორტსმენს ნიკოლოზ ჭავჭანიძეს.

სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა შერმადინ შარიამ, საქართველოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა. შეჯიბრებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი როსტომ აბაშიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორე თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და დევნილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების თანამშრომლები შემოწირულობის სახით პერმანენტულად რიცხავენ თანხას ეკლესიის მშნებლობისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

2017-05-05    |   
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და დევნილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.
ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების თანამშრომლები შემოწირულობის სახით პერმანენტულად რიცხავენ თანხას ეკლესიის მშენებლობისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშენებლობის პროცესშიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და აფხაზეთიდან დევნილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტდარბაზში 2003-2005, 2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. 

ტურნირში საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა და ირანელმა სპორტსმენებმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი დაესწრნენ.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეექვსედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

2017-05-04    |   
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტდარბაზში 2003-2005, 2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
ტურნირში საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა და ირანელმა სპორტსმენებმა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი დაესწრნენ.
ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეექვსედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარებაა. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.