აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით, 2015 წლის 12-13 ივნისს იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.
შეჯიბრი ლეგენდარული სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს 1996-2001 წწ. დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მძლეოსნობის ექვს სახეობაში სულ 12 გამარჯვებული გამოვლინდა, 6 გოგონა და 6 ვაჟი.
100 მეტრზე სირბილი – სალომე ფოცხვერაშვილი და ვაჟა უტურაშვილი;
800 მეტრზე სირბილი – ლიდა ბერძენიშვილი და ნიკა ხოჭოლავა;
სიგრძეზე ხტომა – მარი თათარაშვილი და ირაკლი გელანტია;
სამმაგი ხტომა – მაკა სანიკიძე და ირაკლი გელანტია;
ბირთვის კვრა – სალომე თურმანიძე და ბადრი ქიმაძე;
ჭოკით ხტომა – დიანა ზოლოტუხინა და მიშა ცანავა;
გამარჯვებული სპორტსმენები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს მძლეოსნობის პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს თამარ ჯუღელს შეხვდა.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური ენის სპეციალისტი ირმა ოსია, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარატმენტის უფროსის მოადგილეს მარინა შენგელია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზური ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. განხილულ იქნა ენგურს გამოღმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 კლასებში 2015-2016 სასწავლო წელს, არჩევით სწავლების ფორმად, აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლების დანერგვის მოკლევადიანი პროექტი, რაც ითვალისწინებს საქართველოს მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ხელშეწყობით აფხაზური ენის მცოდნე პედაგოგთა ტრენინგ-პროექტის მომზადება-განხორციელებას, ანიმაციური ფილმის შექმნას პატარებისთვის. დაგეგმილია გრძელვადიანი პროექტის შემუშავება აფხაზური ენის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით, ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში აფხაზური ენის სწავლების მსურველთა რაოდენობის გაზრდა და შემდგომში მათი დასაქმება საჯარო დაწესებულებებში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზვამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებმა მიიღეს.
დღეს, ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში არსებულ სსიპ „ბიზნეს ინკუბატორში" დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დასუფთავების აქციაში მონაწილეობის პარალელურად სსიპ „ბიზნეს ინკუბატორის" მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო. ამჟამად ტერიტორიაზე მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ საწარმოსთვის გადაცემული სასათბურე კონსტრუქციების დამონტაჟება, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა, დაგეგმილია პროფესიული სასწავლო კოლეჯის ამოქმედება.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ბიზნეს ინკუბატორს" სერიოზული გეგმები აქვს, მალე სრული დატვირთვით ამუშავდება და 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
„შენობა, რომელშიც სსიპ „ბიზნეს ინკუბატორია" განთავსებული, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით გადასცა აფხაზეთის მთავრობას. ტერიტორია საკმაოდ დიდია და მოვლა-პატრონობას მოითხოვს. მწირი შესაძლებლობების მოუხედავად, ეს ორგანიზაცია მაინც ახერხებს სირთულეებთან გამკლავებას. არ შემიძლია უდიდესი მადლიერებით არ მოვიხსენიო აშშ-ის განვითარების ფონდი, რომელმაც ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, იაპონიის საელჩო. ამ ტერიტორიაზე განთავსდება საცდელი სასათბურე მეურნეობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ციტრუსოვანი და სხვა მცენარეების, ასევე მრავალნაირი ჯიშის ყვავილების საგამოფენო პავილიონი, საბოლოოდ კი აქ წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელზე გაიყიდება. შემდგომში კი არსებული ფართები სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს-ცენტრების ოფისებად იქნება გამოყენებული. უკვე არსებობს ჩაის, წისქვილკომბინატის საამქროები, მაღაზიაც პრაქტიკულად აშენებულია - ერთი სიტყვით, ძალიან სერიოზულ მუშაობას და რაც მთავარია, 2000-მდე ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. იქნება მომუშავე პერსონალის გადამზადების, ბიზნეს-ტრენინგების საშუალებაც, რაც კვლაიფიციური მუშახელს სხვდასხვა სექტორში დაასაქმებს. ჩვენ ვცდილობთ „ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელს ბატონ ალუ გამახარიას აღმოვუჩინოთ მაქსიმალური დახმარება. მთავრობა დაინტერესებულია, განვავითაროთ ეს პროექტები და დავასაქმოთ დევნილი საზოგადოება. მივცეთ მათ წინსვლისა და განვითარების საშუალება. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ რეალური, ყველასათვის მისაღები შედეგების დადებას," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა წარმოდგენა - „მთვარის მოტაცება - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მემკვიდრეობითობა".
ღონისძიება ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის დაბადების 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და ხაზს უსვამს სამი ქართველი ხელოვანის: კონსტანტინე გამსახურდიას, ოთარ თაქთაქიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის კავშირს აფხაზეთთან.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ორკესტრი, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ანსამბლი „რუსთავი", სოლისტები: მაყვალა ქასრაშვილი, ირინე შერაზადიშვილი, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ალუდა თოდუა, ირინე ალექსიძე, ლევან მაკარიძე, კონცერტმაისტერი - დარეჯან მახაშვილი.
ნაწყვეტები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან წაიკითხეს დიმიტრი ჯაიანმა და ელდინო საღარაძემ. ასევე, ოპერის ლიტერატურული მასალის, მონაწილეების, ხალხურ მუსიკასთან კავშირისა და ოპერის დადგმის შესახებ საღამოზე თამარ წულუკიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გიზო ჟორდანიამ ისაუბრებეს.
საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად საღამოს ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.
1 ივნისს საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა. კონფერენცია ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ქსელ „დედამიწის მეგობრები-ევროპასა“ და „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისათვის“ – თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანი იყო შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. კონფერენცია დაყოფილი იყო სამ ნაწილად. პირველი ნაწილის თემა იყო გარემოს მდგომარეობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. გამომსვლელებმა ისაუბრეს პოსტკონფლიქტურ მდგომარეობაზე ბალკანეთსა და კავკასიაში, კერძოდ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ჩეჩნეთის მაგალითებზე. მომხსენებელთა შორის იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, მწვანეთა პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და სხვები. კონფერენციის მეორე ნაწილი კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ბუნებრივი რესურსების მართვასა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მომხსენებლებმა ისაუბრეს კონფლიქტურ რეგიონებში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებსა და მათ მიერ გამოწვეულ სავალალო შედეგებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და ის უარყოფითი მოვლენები რაც იქ გარემოს დაცვის კუთხით არსებობს. ბოლო ნაწილში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო საზოგადოების როლზე კონფლიქტების პრევენციასა და მათ გადაწყვეტაში. კონფერენციის ბოლოს საქართველოს არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოს ესწრებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები. გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული "ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს, სოხუმში, ხოლო პირველი პიესები "მთვარის საათი" "ადგილის დედა" და "ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მერე უკვე საქართველოს სხვა თეატრებში.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: "ფესვები", "მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", "მესამე თვალი", "ასი სონეტი", "რეკვიემი", "ისევ რეკვიემი", "ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.
იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ "ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ "რიწის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. ამჟამად არის აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2, მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლო დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
გენო კალანდიას საუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლ "რუსთავმა," აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთმა," აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, ჯგუფ "ფორტემ," ბორის ბედიამ. მისი ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა: მარინა კახიანმა, მურმან ჯინორიამ, მერაბ ყოლბაიამ, გიორგი გასვიანმა, ნინო შავგულიძემ, დათო ბერაძემ. საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ვირტუალური არქივის, www.ava.ge-ს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ არის დაფინანსებული და აფხაზეთით დაინტერესებული პირებისათვის ვირტუალური სივრცის შექმნას ისახავს მიზანად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ვებ-გვერდზე დაცულია აფხაზეთის შესახებ საარქივო ინფორმაცია: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა; ასევე საოჯახო არქივები. ეროვნული არქივების და მუზეუმების მასალების გარდა, ava.ge პირად არქივებსაც აგროვებს; ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია საიტის ადმინისტრაციას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე:
„აფხაზეთის ვებ-გვერდი კიდევ ერთი ნათელი გზავნილია აფხაზებისადმი და მთლიანად, საქართველოს მოსახლეობისადმი, თუ როგორ ხედავს ქართული სახელმწიფო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის წარსულსა და მომავალს. ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე მდგომარეობს სწორედ იმ მრავალფეროვნებაში, მთლიანობასა და ამ მთლიანობის ჰარმონიულ განვითარებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არა მხოლოდ ვაფასებთ, არამედ ვუფრთხილდებით კიდეც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„ახმეტელის თეატრში", 4-5 ივნისს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ „მილიონრები"-ს პრემიერა გამართა, რომლის ავტორი და რეჟისორიც დათო საყვარელიძეა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით დაიდგა, რომლის ქორეოგრაფიაც ეკა არჩაიას ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულიაა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
დავით საყვარელიძეს თქმით, სპექტაკლის ფორმის იდეა აგებულია სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობების გასაოცარ ისტორიებზე, ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულზე და ზოგჯერ ძალიან სასაცილოზე.
რეჟისორმა სპექტაკლში გამოიყენა ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან.
ომი ყველგან ომია, იტალიშიც და საქართველოშიც. ალბათ, ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციეები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის" - განაცხადა დათო საყვარელიძემ.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ სოხუმის თეატრის დასის მსახიობები: ბადრი ბეგალიშვილი, მარინა სოლომონია, პაატა ვახტანგიშვილი, ვერიკო კალანდია, ნიკა წერედიანი, დათო ბერაძე, ბესო ქარჩავა, ჯულიეტა პაკელიანი, ლონდა კაცია, ლიანა მიქაშავიძე, ნინო შავგულიძე, სანათა ძაძამია, ნუგზარ წერედიანი, იუკა ვასაძე, ედემ ხვიჩია, ლელა შარაბიძე და იზოლდა ბოკუჩავა.
8 ივნისს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს, სოხუმში, ხოლო პირველი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მერე უკვე საქართველოს სხვა თეატრებში.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.
იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა.
ამჟამად არის აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2 , მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლო დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
გენო კალანდიას საუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი," აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი," აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ჯგუფი „ფორტე," სოფო და ბორის ბედიები. მის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები: მარინა კახიანი, მურმან ჯინორია, მერაბ ყოლბაია, გიორგი გასვიანი, ნინო შავგულიძე, დათო ბერაძე.
საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართება.
აფხაზეთის ა/ს სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მცენარეთა დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა, მონიტორინგის შედეგად დაადგინეს, რომ მავნებელი- თხილის ტკიპა მასიურად არის გავრცელებული გალის რაიონის სოფლების თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დასენიანება შეადგენს დაახლოებით 60%-ს
სპეციალისტების დახმარებით, სოფლის მოსახლეობა შეუდგა ქიმიური ღონიძიების გატარებას, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგი.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა „Dinamik Gelisim Dernegi-მ“ და „ახალგაზრდულმა სივრცემ“ მათ მიერ განხორციელებული პროექტის „Eyes of Cultures“ ფარგლებში შესრულებული ფოტონამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
პროექტის მიზანია თვალსაჩინო გახადოს სომხეთ-თურქეთის, საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტები, რათა ჩამოყალიბდეს მშვიდობის საერთო გაგება კავკასიის რეგიონში ფოტოგრაფიის მეშვეობით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების მიერ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში გადაღებული ფოტოები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნდობის აღდგენისა და შერიგების მინისტრიდავით გვაძაბია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მიწის ფართობის ერთ-ერთ ნაკვეთზე ერთწლიანი კულტურის (სიმინდის) მოსაყვანად საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება - ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა და თესვა დაიწყო. აღნიშნულ ფართობის შემდგომ დამუშავებას უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ამ პროექტის უშუალო მონაწილენი და სარგებლის მიმღები პირები იქნებიან.
აღნიშნული მიწის ფართობი სარგებლობის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს 2013 წელს გადმოეცა.
23 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,აფხაზეთობის’’ დღესასწაულს დაესწრო საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ხელისუფლებამ და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა” მიულოცეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ სახალხო ზეიმს დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ უმასპინძლეს. სტუმრებმა დაათვალიერეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, დააგემოვნეს დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია და აფხაზურ-ქართული კერძები, დაესწრნენ სპორტული სანახაობას, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტს, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები. ,,მინდა ყველა აფხაზს მივულოცო “აფხაზეთობა” და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები, გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ. “მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება. დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის” ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდა. სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის” დღედ დაწესდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა” თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ „ბიზნესინკუბატორს” ეწვია.
პროექტის მიმდინარეობის პროცესი მთავრობის ხელმძღვანელს „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა – ალუ გამახარიამ გააცნო. მიმდინარე პროექტი მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის მოწყობას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა.
პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.
შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.