საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის'' დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-მასალა, სადაც ასახულია ის მოვლენები, რომელიც დიდი ტკივილის მომტანი იყო აფხაზებისა და ქართველებისთვის. გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამოც.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ გახსნა. მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი ოთარ ჟორდანია, პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე მანანა ანუა.
საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრე გია გვაზავა, მთავრობის წევრები, სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება", ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გამწვენბის აქცია მოეწყო.
აქციაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდმარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილება. სამუშაოების ფარგლებში სულ 150-მდე ძირი ხე დაირგა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინციატივით მოეწყო.
გამწვანების აქციაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის თემაზე ჩატარებულ ღია გაკვეთილსა და ბოლო ზარს დაესწრო. ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ მე-12 კალსის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საგანმანათლებლო ასპარეზზე წარმატებები უსურვეს.
18-19 მაისს „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავაშირებით, აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილები „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ და მოეწყო მე-12 კლასელთა ბოლო ზარი. საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით 23 მაისს დადგინდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის საჯარო სკოლებში, მათ შორის გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, 18-22 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ღონისძიება: აფხაზეთის თემაზე შექმნილი ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენები, სახელობო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენები, ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიციები და სხვა.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში თბილისა და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
12:00 საათზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება აფხაზეთობის საზეიმო გახსნა და საზეიმო მიღება , გაიმართება კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, აფხაზური კერძების დაგემოვნება, კონცერტები, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადაიხდიან. აფხაზეთობის სახალხო ზეიმი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,აფხაზეთის" პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია.
14-16 მაისს ზუგდიდში,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის დაბადების 135 წლისთავს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღეს ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და ფოთში განთავსებული აფხაზეთის საჯარო და გალის ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეებმა. ჩემპიონატში სულ 120-ზე მეტი ნორჩი ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი იყო ჩართული.
პირველ ადგილის მფოლობელი აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა გახდა, მე-2 ადგილი მოიპოვა აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა გავიდა.
გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა თასები, მედლები, სიგელები და ბურთები გადასცეს. ტურნირს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის, აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორები და ფიზიკური აღზრდის პედაგოგები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ–გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მხატვრის ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები და მწერლები.
ავთანდილ შენგელია 1955 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 1971-1977 წლებში სწავლობდა სოხუმის ა. შარვაშიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის გერცენის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და ლენინგრადის ი. რეპინის სახ. სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა, ფერწერის განხრით. 1993-2003 წლებში ჰქონდა პერსონალური გამოფენები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმის სამხატვრო გალერეასა და კერძო კოლექციებში, ასევე საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვედეთის, თურქეთის, შვეიცარიის, რუსეთის, იტალიისა და ინგლისის კერძო კოლექციებში.
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ცნობილი ფეხბურთელები: ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე ჩივაძე, სერგო ფიფია, ოთარ გაბელია, გრიგოლ ცაავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენციას უძღვებოდა მერაბ დგებუაძე.
მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წლებში ფედერაციის აღმასკომისა და აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე მიწვეულმა დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე ვადით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მურად ანჯაფარიძის არჩევას. ახალი აღმასკომის შემადგენლობაში არიან ვლადიმერ ბარქაია, გია გვაზავა, მერაბ დგებუაძე, კონსტანტინე კუჭუხიძე, ენვერ თოლორდავა, დიმიტრი ჯაიანი, მურმან ფარფალია, ბესო ჩიხრაძე, გიგლა ძანძავა და ალექსანდრე წულაია.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ფედერაციებში არსებული პრობლემების განხილვა, ფინანსური სახსრების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ფედერაციებსა და აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ფედერაციების მიერ სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა და წინადადებების წარმოდგენა.
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს ნაპოლეონ ქარქაშაძეს ვულოცვათ დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
მრავალმხრივი და მრავლისმოცველია მეცნიერის ღვაწლი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. ნაპოლეონ ქარქაშაძე იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე, 1975-1990 წლებში კი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი.
მეცნიერის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შეიქმნა ქართველთა ეროვნული ერთიანობის საბჭო, ამავდროულად ხელმძღვანელობდა „რუსთაველის საზოგადოებას".
ნაპოლეონ ქარქაშაძე არის სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აკადემიისა და უმაღლესი სკოლების საერთაშორისო აკადემიის წევრი, სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, საპატიო ნიშნის ორდეინითა და საქართველოს სახელმწიოფო პრემიით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს მეცნიერს 80 წლის იუბილეს, ჯანრთელობას, სულიერ სიმხნევესა და წარმატებებს უსურვებს.
კვირეულის „Let's Meet Europe"/„ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში 9 მაისს ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „OXSFAM"-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო''-ს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა მიიღო მონაწილეობა და წარადგინა აფხაზეთიდან დევნილების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მიერ წარმოებული აგრარული პროდუქცია.
კვირეულის მეორე დღეს, 10 მაისს თბილისში, ალექსანდროვის ბაღში გაიმართა ღონისძიება, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოწყობილ სტენდს უამრავი ადამიანი ესტუმრა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არსამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.
,,ამ ტრაგედიამ შესძრა სრულიად საქართველო და ყველა ჩვენთაგანი. უბედურ შემთხვევას სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი აფხაზეთიდან დევნილი იყო. თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს''.
ქობულეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო.
ყოფილმა პატიმარმა, ქალბატონმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების,ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში სტაჟირება დღეიდან დაიწყო. ანაზღაურებადი სტაჟირება „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ეგიდით ფინანსდება.
ბენეფიციარი დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში 2014 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. მან პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისით ისარგებლა, ასევე წარმატებით დაასრულა დასაქმების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ტრენინგები.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ეფექტურად განხორციელებისთვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო და კომერციულ ორგანიზაციებთან.
2015 წლის 10 მაისს, ENPARD-ის (სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამა) მიწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მისი მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საპატიო სტუმრებს საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
2015 წლის 9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს სათაო ოფისში ჩატარებულ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აფხაზათის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართბელოს პარლამენტის წევრები, აფხეზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნ ვახტანგ ყოლბაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ირაკლი ყანდარელს გორში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცეს, მადლობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს.
120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია. ირაკლი ყანდარელი მეორე მსოფლიო ომის დროს აფხაზეთის სასაზღვრო სოფლებში იბრძოდა, მონაწილეობდა სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში, ირიცხებოდა თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირად შემადგენლობაში, რომლებმაც წარმატებით მოიგერიეს მტრის რაზმი და მთლიანად განდევნეს აფხაზეთიდან. ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დაარსა.