აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ - დირექტორის მოადგილის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად

 

 

თანამდებობის დასახელება -  დირექტორის მოადგილე

პოზიციის დასახელება - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მომსახურების სააგენტოს“   დირექტორის მოადგილე

კონკურსის ტიპი - გამარტივებული კონკურსი

ორგანიზაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მომსახურების სააგენტო

კატეგორია  - მართვა/მენეჯმენტი

თანამდებობრივი სარგო - 2200 ლარი

ადგილების რაოდენობა   - 1

სამსახურის  ადგილმდებარეობა   -  თბილისი

სამუშაოს ტიპი - სრული  განაკვეთი

განცხადების წარდყენის ბოლო ვადა - 01.07.2022

 ფუნქციები

 

  • სააგენტოს დირექტორისათვის მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში ხელშეწყობა;
  • სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრულ საკურატორო სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის წარმართვა, თანამშრომელთა კოორდინაცია და სამუშაოს შესრულებაზე კონტროლი;
  • სააგენტოს დირექტორის დავალებით მისი მოვალეობის შესრულება;
  • უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

 

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  - უმაღლესი განათლება

სამუშაო გამოცდილება -  4 წელი დევნილებთან მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელად მუშაობის 1 წელი.

 

 

ენა               წერითი უნარები                მეტყველება

ქართული           C1                                             C1

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება               ცოდნის დონე

 

Microsoft Office Word                       კარგი

Microsoft Office Excel                            კარგი

 

Microsoft Office Word კარგი  Microsoft Office Excel კარგი

 

ცოდნის დონე

Microsoft Office Word

          

კარგი

Microsoft Office Excel

          

კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია

 საკონკურსო კომისიის მისამართი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N16 (მე- 7 სართული)

საკონტაქტო ტელეფონი  - ლეილა აბსანძე

საკონტაქტო პირი - 597023113

 

დამატებითი მოთხოვნები

სამუშაო გამოცდილება - 4 წელი ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან  მათ შორის ხელმძღვანელად მუშაობის 1 წელი.

ინგლისური ენა - B2 ან/და რუსული ენა - B2

 

  1. ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  2. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
  3. სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  4. სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
  5. ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
  6. პროექტების მართვის უნარი;
  7. თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
  8. მოხელის პროფესიული განვითარების;
  9. გუნდის განვითრების უნარი;
  10. პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი

 

 

დამატებითი ინფორმაცია

- კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს ოფიციალურ მეილზე - devnilta.info@gmail.com გამოაგზავნოს ან/და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი - ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, მე-7 სართული) მოიტანოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განაცხადი

ბ) ავტობიოგრაფია

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი

 

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);- გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან (კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და მობიულური ნომრის მეშვეობით).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.

 

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება

 

 

 

 

საკონკურსო თემატიკა

 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;

დ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი;

ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ საქართველოს კანონი;

ვ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ) ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა[1]დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

2021 წლის 5 მარტის N13 დადგენილება.

 

 

დავით ფაცაციამ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები დაურიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს და აფხაზ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს და აფხაზურ თემატიკაზე დადგმული სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ წარმოადგინეს.

ღონისძიების დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები დაურიგა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, აფხაზური ენის ჯგუფი მოქმედებს. ჯგუფში აფხაზურ ენას 23 მოსწავლე ეუფლება და სასწავლო წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე არაერთი ქართული ნაწარმოები შეისწავლეს.

 

რუსლან აბაშიძემ სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, ახალაშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა. სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლები აფხაზ მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა სტუმრებისთვის აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. დღესვე, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზურ თემატიკაზე სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარაში გამართულ ,,აფხაზეთობის’’ ღონისძიებებს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თავის პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთან სალომე დოლიძესთან ერთად, აჭარაში გამართულ „აფხაზეთობის“ ღონისძიებებს დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ბათუმში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.

 

აჭარაში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

საღამო მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მწერალი, ენათმეცნიერი, კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და წევრი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იაშა თანდილავა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდთან“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროსა და ტრანსნაციონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ტრანსნაციონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდის“ გენერალურმა მდივანმა რაფალ მარცინ ვასიკმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის უფრო გაღრმავებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული პროგრამების/პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებებით.

შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ტრანსნაციონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდის“ გენერალურ მდივანს რაფალ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდისგან“ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მიღებულ იქნა არაერთი ჰუმანიტარული დახმარება - 1 რეანომობილი, 50 000 ცალი KN95 ტიპის სამედიცინო პირბადე, 28 412 ცალი სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, 76 665 ცალი შერეული სამომხმარებლო საქონელი და სხვა.

 

 

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“ დაიწყო

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,  პროექტის „ევროპული არდადეგები“ პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სემინარები, სადაც ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე წელია იმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, 500-მდე აფხაზეთიდან დევნილს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  ჯანმრთელობის მდგომარეობის  სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

რუსლან აბაშიძე ზუგდიდში რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.

ფორუმში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე ორგანიზაციების გამოფენა, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლას ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა ექნება!
 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას ქ. ჩხოროწყუში 6300, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, უვადოდ, გადაეცა.

აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მალე  ევროპის ბანკის დაფინანსებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლის შენობა აიგება.

აფხაზეთის ომიდან გასული 30 წლის თავზე ეს იქნება აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აგებული პირველი ახალი შენობა, მეორე სკოლის აშენებაკი  ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

ნანა გაბელიამ და რუმინეთის ელჩმა საქართველოში რეზვან როტუნდუმ ორმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რეზვან როტუნდუმ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ნანა გაბელიამ რუმინეთის ელჩს მინისტრის აპარატის საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზვანს მასპინძლობისთვის, მინისტრის აპარატის საქმიანობით დაინტერესებისათვის, სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც დევნილი  ახალგაზრდებისთვის და არამარტო, განვითარებისა და წინსვლის მყარი საფუძველი გახდება“-აღნიშნა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

საელჩოში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

 

აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა,  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ლობჟანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) ხელმძღვანელმა რაფალ მარცინ ვასიკმა მიიღეს მონაწილეობა.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და  საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

აქციის მიზანია სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა, ასევე, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე.

ნანა გაბელიამ ბაკურიანში ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გახსნა

15 ივნისს, მინისტრის აპარატის ორგანიზებით ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. კონკურსის წესით შერჩეული 35 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში შემეცნებითი ტრენინგების პარალელურად სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში ჩაერთვება.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი მოზარდების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კონფლიქტებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მათთვის ცნობიერების ამაღლება.

 „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი  განაგრძობს იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია ჩვენი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. მოზარდებისთვის  საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო გარემოს შექმნა, სადაც ისინი თავისუფალ დროს ნაყოფიერად გაატარებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბანაკის მონაწილეებისთვის ზაფხულის ეს კვირა გამორჩეულ მოგონებად დარჩება“-აღნიშნა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

ბანაკის გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ფრანგული ფილმის დღე გაიმართა
 ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით, ფრანგული ფილმის დღე გაიმართა. სკოლაში უჩვენეს ფრანგული მხატვრული ფილმი „უხილავნი“, რომელიც ქალთა უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციას ეძღვნება.
 
 ფილმის ჩვენებას მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.