შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გურამ მისაბიშვილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაში ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

დაისახა ერთობლივ ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ხელს შეუწყობს ფოთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო- ეკონომიურ პირობებს, დაგეგმილი სოციალური თემების გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული სამომავლო პროექტები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გამართა.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: თამარ ბელაშვილმა, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა.

კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ნონა ქარაია.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმძიმეს მდგომარეობას; ამ ძეგლების განადგურების, მათი ავთენტურობის გაქრობისა და შესაბამისად, იმ ძირძველი ქართული ტერიტორიებიდან ქართველის კვალის წაშლის მცდელობას; ამ ვანდალიზმის საერთაშორისო საზოგადოებრიობამდე მიტანისა და შესაბამისი საინფორმაციო ომის სათანადოდ წარმართვის აუცილებლობას.

სამეცნიერო კონფერენციაზე ამ დარგის მკვლევრებმა და მეცნიერებმა: ლია ახალაძემ (ეპიგრაფიკული ძეგლების დაცვის პრობლემები საქართველოში - საფრთხეები და გამოწვევები), ნინო დოლიძემ (კოლხური კულტურის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხები), ირაკლი გელენავამ (ენობრივი პოლიტიკა როგორც სეპარატიზმის იარაღი), გიორგი პატაშურმა (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა), გურამ ლეგაშვილმა (დოლისყანის ქტიტორთა გამორკვევისათვის), სალომე მელაძემ (ქსნის ხეობის ეკლესიათა შუა საუკუნეების მოხატულობები) წარმოადგინეს თავიანთი უახლესი შრომები კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, მათი ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერითა და შეფასებებით.

გიორგი კობახიძემ, ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ დამფუძნებელმა და გიორგი ქვაცაბაიამ, ამავე ორგანიზაციის წევრმა უჩვენეს აფხაზ თანატოლებთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი - „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“, ამასთანავე ისაუბრეს ამგვარი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები კრებულის სახით გამოიცემა და სასწავლო დაწესებულებებსა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს დაეგზავნებათ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვ.

 
 
 
 
სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენციაზე დარგის მკვლევარებმა და მეცნიერებმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე თავიანთი უახლესი შრომები წარმოადგინეს და მონაწილეებს ამჟამად არსებული მდგომარეობა და სპეციალისტთა შეფასებები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბე“-ს მიერ შექმნილი  დოკუმენტური ფილმის „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია მოეწყო.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი თამარ ბელაშვილი და ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია სამეცნიერო წრეების ჩართვით ახალი სამეცნიერო კვლევების შექმნა, წახალისება და პრობლემის აქტუალობის გაზრდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები  კრებულის სახით გამოიცემა და  სამეცნიერო წრეებში გავრცელდება, ყველა დიდ ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამკითხველოებს და ოკუპირებული გალის რაიონში გაეგზავნება.

წარმომადგენლობის მიერ, ქ. ახალციხე, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო განხორციელდა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. ახალციხე, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო განხორციელდა.

  1. ქ. ახალციხე, რუსთაველის N- 125: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობის : კიბის უჯრედებში და დერეფნებში მოეწყო სენსორული განათება.
წარმომადგენლობის მიერ, ქ. გორი, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო განხორციელდა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. გორი, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო განხორციელდა.

  1. ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი N- 37 ა (ყოფილი სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი) აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში: არსებული დაზიანებული სასმელი წყლის ავზი შეიცვალა და განხორციელდა ახალი სასმელი წყლის ავზის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები.
ქ.თბილისში,აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში სხვადასხვა სახის მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები განხორციელდა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ.თბილისში,აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში სხვადასხვა სახის მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები განხორციელდა.

  1. ქ. თბილისი, გლდანის, მე-2 მ/რ, კორპუსი N-28 ბ: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობის სადარბაზოში,შეიცვალა არსებული ხის კონსტრუქციის ფანჯრები და მოეწყო მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციის ფანჯრები.

 

  1. ქ. თბილისი, ლეო კერესელიძის N- 13:  აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში განხორცილდა წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის შეცვლა.

 

  1. ქ.თბილისი, გლდანის რ-ნი, ხიზანიშვილის N- 67: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში განხორციელდა არსებული ლიფტის შახტის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეზო ქობალიამ ხანძრისგან დაზარალებული თორდუების ოჯახი მოინახულა

რეზო ქობალიამ ხანძრისგან დაზარალებული თორდუების ოჯახი მოინახულა
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ თანამშრომლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული თორდუების ოჯახი მოინახულა.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა დაზარელებულ ოჯახს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის ერთობლივი შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახთან.

             აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე და ვარკეთილის პოლიკლინიკის ექიმები სტუმრობდნენ, ქ.თბილისში, ლილოს დასახლებაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მერიკო სისაურის ოჯახს, რომელიც ვოლფრამის სინდრომით არის დაავადებული და იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. ის საჭიროებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მკურნალობას საფრანგეთში.
          აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა თამაზ ხუბუამ და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონ გრიგოლ ბენიძემ გამოთქვეს სურვილი და მზაობა ერთობლიბი შეხვედრის გამართვის და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აღნიშნული პრობლემის, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის მიზნით.

წარმომადგენლობის შეხვედრა დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის წყალარინების ქსელის შეცვლა- განახლებასთან დაკავშირებით.

         აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის ქუჩა 94-ში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან განსახლებულნი. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილზე მოისმინეს დევნილთა საჭიროებები. მცხოვრებ დევნილთა მხრიდან ყურადღება იყო გამახვილებული საცხოვრებელი ობიექტის წყალარინების ქსელის შეცვლა- განახლებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ შესაძლებელია მისი შეცვლა- განახლება, მომდევნო წლის ბიუჯეტის ფორმირების შემდგომ. ასევე წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ მოსახლეობას გაეწია სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო- საკონსულტაციო დახმარება.

აფხაზეთიდან მცხოვრებთა საცხოვრებელი ადგილის გაზის ტექნიკურ-შემოწმებითი ხასიათის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

     მიმდინარე წლის 14 ნომებერს წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონი წინამძღვრიშვილის 121-ში, სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 263 ოჯახი. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ შენობას არ მიეწოდება გაზი,.შენობაში მიმდინარე შემოწმებითი სამუშაოებიდან გამომდინარე.

        აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე წარმომადგენლობის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ყასტრანსგაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელთა განმარტებით გამკაცრებული რეგულაციის შესაბამისად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შენობაში,ყველა სართულზე მიმდინარეობს შემოწმებითი-ტექნიკური სამუშაოები. რითაც დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება რომ, გარკვეული რაოდენობა მაცხოვრებლებისა ადგილზე არ იმყოფება. შემოწმებითი სამუშაოების სრულად შემდგომ გაეშვა ბუნებრივი აირი.

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აფხაზური ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ და საზოგადოების წინაშე კულტურული პროგრამით წარსდგნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.

ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ გამართულ სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ისაუბრეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ლომიტაშვილმა „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ მოხსენება გააკეთა და  პარლამენტის წევრებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების ხელყოფის და მათი უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტების ამსახველი ვიზუალური მასალა წარუდგინა. აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია მძლავრი ბერკეტი, რათა აღკვეთოს ძეგლების ხელყოფის ფაქტები და ეს საკითხი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად არის დარჩენილი.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ.

მოხსენების შემდეგ კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გურამ მისაბიშვილი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად ქობულეთსა და ჩაქვში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესლუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ქობულეთსა და დაბა ჩაქვში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა ინფარასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათ მოსაგვარებლად დახმარება ითხოვეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია გამოიფინა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აფხაზური ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ და საზოგადოების წინაშე კულტურული პროგრამით წარსდგნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.

ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის სასწავლო და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სწავლებას და მათ შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს. სწავლის პერიოდში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ლიცენზირებული სერთიფიკატები გადაეცემათ და „m²“-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან. მსგავსი შეხვედრა დღეს რუხის ინოვაციების ცენტრშიც გაიმართება.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.