აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს

8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

პარლამენტში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ (გიორგი) კაციამ, აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თავმჯდომარე როინ მეტრეველმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ფოტოების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ სენაკში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი პოლონეთის რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნეში იმყოფება, სადაც 15 კონცერტს გამართავს. კონცერტები ვარშავაში, ოლშტინში, ჩესტოხოვაში, რადომში, ჟეშუვში, ტარნუვში, ხოშუვში, ოლესნიცაში, კრაკოვში, კოშალინში, გნეზნოში, ზაბჟესა და ზგოჟელეცში გაიმართება.

პირველი კონცერტი ანსამბლმა „აფხაზეთმა“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა და მაყურებლის წინაშე პროგრამით „ქორეონიკონი“ წარსდგა. საკონცერტო პროგრამა 13 ცეკვას, 6 სიმღერას და 2 მუსიკალურ ნომერს მოიცავს.

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია ესწრებოდნენ.

ანსამბლ „აფხაზეთის“ საგასტროლო ტურნე პოლონეთის რესპუბლიკაში 16 მარტს დასრულდება.

ნანა გაბელია სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სსიპ-ეკონომიკის სააგენტოს ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად რეკრეაციული ზონის მოწყობაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი ასევე, გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს, მოისმინა ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დედის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის „სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს თეიმურაზ ჭეიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგებისა და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ასევე, განიხილეს უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ, ადგილზე მოისმინეს მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და მიაწოდეს ინფორმაცია, სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, წყალტუბოში, დევნილთა განსახლების 14 ობიექტზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.

 

ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დედის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დაიწყო განცხადების მიღება პროგრამაზე - "დასაქმების ხელშეწყობა"

 სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილებისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მხარდაჭერა დასაქმების/თვითდასაქმების პროცესში ეკონომიკურ-პროფესიული და ტექნიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან განვითარების კუთხით, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (არა უმეტესი 3 ერთეულის, საერთო/კრებსითი ღირებულებით მაქსიმუმ 2.500 ლარი).

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი რეკომენდაცია.
  • ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მომზადებას/გადამზადებას სათანადო დაწესებულებაში და შემდგომში მის უზრუნველყოფას გარკვეული აქტივით.

 

ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე

 

განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2024 წლის 4 მარტის 12:00 საათიდან 2024 წლის 4 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე   -  lepl.applications@gmail.com

საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599467770; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463

 

 

 

საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მატჩს დაესწრო

თბილისი არენაზე საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მეექვსე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი საქართველო“ და „ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია“ შეხვდნენ.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების 232 დევნილ დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაღუპული მეომრების დედებისთვის მატერიალური მხარდაჭერა ტრადიციულად ყოველ წელს ხორციელდება.

დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქ. ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის სპორტული მოედანი დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქ. ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 სკოლის გარე სპორტული მოედანი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.

შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაცაციამ სკოლის მასწავლებლებს მათთვის საჭირო, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები გადასცა. ხოლო, სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი წარადგინეს.

 

ნანა გაბელიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ონლაინ საკვირაო სკოლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა

29 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ - შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

დამსწრეთ სიტყვით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ მიმართა.

პლენარულ სხდომაზე, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროექტის „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე - ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული სწავლებები“ შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, სამინისტროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.