თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით პროგრამის - "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში, თელავში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა.
პროგრამის მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.
პროგრამა მოიცავდა შემდეგ მომსახურებებს:
▶ენდოკრინული დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
▶მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
▶პედიატრის კონსულტაცია;
▶სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
▶ნევროლოგის კონსულტაცია;
▶ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
▶რადიოლოგიური კვლევა;
სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
 
 
თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თელავში, სოხუმის ქუჩაზე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებს  ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა),  სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის  სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი   მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

შეხვედრა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამაზ ხუბუას შეხვდა

შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხები, სამინისტროში დღეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის იყო აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

თამაზ ხუბუამ უმაღლესი საბჭოს სახელით, ახლადდანიშნულ მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ მინისტრმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურს გააკეთებს თავის გუნდთან ერთად უწყების ეფექტიანი მუშაობის, ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელების თაობაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. რუსლან აბაშიძემ ახლადდანიშნული მინისტრი დღეს მინისტრის აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.

წარდგენას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020-21 წლებში იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მთავარი მრჩეველი, ხოლო მინისტრად დანიშვნამდე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გრძელდება ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება

 

  1. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო.

  1. ინფორმაცია პროექტის შესახებ

2021 წელს სამინისტრომ დაიწყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამა. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი’’-ს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებელი თანხა გაიცემა გრანტის სახით და პროგრამის შემსრულებელი იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტის გაცემა განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის“ შესაბამისად.

  1. საგრანტო კონკურსის პროექტის მიზნები და ამოცანებია:
  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა;
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რეგიონალური/მუნიციპალური ქსელების შექმნა;
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნა.
  1. კონკურსში მონაწილეობის უფლება:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ  ერთი წელი.

  1. პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია, მათ შორის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია;
  • განმცხადებელი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ ერთი წელი;
  • განმცხადებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ  პირს განხორციელებული აქვს მინიმუმ ერთი საგრანტო პროექტი (სასურველია);
  • განაცხადი არ ითვალისწინებს ისეთი აქტივობების მხარდაჭერას, რომელიც პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება (კაპიტალური ხარჯები, ტექნიკის შეძენა (კომპიუტერული და სხვა).
  1. საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმები

 

გამარჯვებულების გამოვლენასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საგრანტო საბჭო.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალური შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ფორმალურ შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტი.

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივი შეფასება, ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში საგრანტო საბჭოს მიერ  გამოვლინდება გამარჯვებული.

  1. კონკურსის ფინანსური საკითხები და პროგრამის ბიუჯეტი

        მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 (ორმოცდა ხუთი ათას) ლარს.

  • საგრანტო თანხის დახარჯვა ნებადართულია: ხელფასებისთვის, საკანცელარიო და საოფისე ხარჯებისთვის, ტრანსპორტირების ხარჯებისთვის, მონაცემთა ბაზების და სხვა ონლაინ სერვისებისთვის, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებისთვის;
  • საგრანტო თანხის დახარჯვა შეზღუდულია: სარემონტო სამუშაოებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტექნიკის შესაძენად (კომპიუტერული და სხვა).
  1. წარსადგენი დოკუმენტაცია, პროექტის ფორმატი

  • საგრანტო წინადადება უნდა შემუშავდეს ქართულ ენაზე;
  • საგრანტო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საგრანტო განაცხადის ფორმის სახით (იხ. დანართი).
  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთიანი დოკუმენტის სახით: MS Word და PDF ფორმატში. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ყველა ცხრილს, დანართს, თუ სხვა დამატებით დოკუმენტაციას;
  • სრულყოფილი საგრანტო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: project_idp@abkhazia.gov.ge
  • ფონტის ფერი: შავი;
  • ფონტის ზომა: 9 ან 10 (გარდა საკითხების სათაურებისა, ამასთან, გამონაკლისს წარმოადგენს დანართების სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
  • სტრიქონებს შორის დაშორება: 9-იანი ზომის ფონტის შემთხვევაში - 1.5, ხოლო 10-იანი ზომის ფონტის შემთვევევაში - 1.15;
  • ცხრილები, დიაგრამები და სქემები: პროექტულ წინადადებაში არსებული ყველა ცხრილი, დიაგრამა და სქემა უნდა იყოს დანომრილი და დასათაურებული;
  • ცხრილებში, დიაგრამებსა და სქემებეში გამოყენებული ფონტის ზომა არ არის დადგენილი, თუმცა, ყველა დასახელება და რიცხვი უნდა იკითხებოდეს;
  • პროექტის ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის ფორმაში (იხ. დანართი).
  1. მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
  • პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია სამინისტროსა და გამარჯვებული პროექტის ავტორს შორის გაფორმებული საგრანტო  ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
  1. ვადები
  • საგრანტო განაცხადების მიღების ვადა - 2021 წლის 20 აგვისტოდან 2021 წლის 13  სექტემბრის  ჩათვლით (18:00 საათამდე).
  • გამარჯვებული პროექტი უნდა განხორციელდეს გრანტის გაცემიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საკონსულტაციო  შეხვედრა დაინტერესებულ  პირებთან  Covid19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე  ჩატარდება  ონლაინ  Zoom  პლატფორმის   გამოყენებით   2021 წლის  25   აგვისტოს    12:00 საათზე და  2021 წლის  6  სექტემბერს   12:00   საათზე.

ონლაინ  შეხვედრაზე  რეგისტრაციის  ლინკის მიღება  განხორციელდება საკონტაქტო პირის მეშვეობით. შეიძლება გამონაკლისის სახით დაიგეგმოს შეხვედრა ოფისში საკონტაქტო პირთან შეთანხმებით.

საკონტაქტო პირი: გურანდა შამათავა, ტელ.: 598 206622. ელ. ფოსტა: gurandashamatava1988@gmail.com

დანართი:  

საგრანტო განაცხადის ფორმა;

პროექტის ბიუჯეტის ფორმა.

ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდიების მიმნიჭებელმა კომისიამ შედეგები შეაჯამა

კომისიის გადაწყვეტილებით, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს კოკა ბერაიას.

 

ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ვახტანგ ნოღაიდელს.

 

რაც შეეხება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიას, კომისიის გადაწყვეტილებით 2021-2022 სასწავლო წლისთვის არც ერთ კანდიდატს არ მიენიჭა.

 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა. კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების საკითხებს უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი
  1. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო.

  1. ინფორმაცია პროექტის შესახებ

2021 წელს სამინისტრომ დაიწყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამა. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი’’-ს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებელი თანხა გაიცემა გრანტის სახით და პროგრამის შემსრულებელი იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტის გაცემა განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის“ შესაბამისად.

  1. საგრანტო კონკურსის პროექტის მიზნები და ამოცანებია:
  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა;
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რეგიონალური/მუნიციპალური ქსელების შექმნა;
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნა.
  1. კონკურსში მონაწილეობის უფლება:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ  ერთი წელი.

  1. პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია, მათ შორის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია;
  • განმცხადებელი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ ერთი წელი;
  • განმცხადებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ  პირს განხორციელებული აქვს მინიმუმ ერთი საგრანტო პროექტი (სასურველია);
  • განაცხადი არ ითვალისწინებს ისეთი აქტივობების მხარდაჭერას, რომელიც პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება (კაპიტალური ხარჯები, ტექნიკის შეძენა (კომპიუტერული და სხვა).
  1. საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმები

 

გამარჯვებულების გამოვლენასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საგრანტო საბჭო.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალური შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ფორმალურ შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტი.

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივი შეფასება, ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში საგრანტო საბჭოს მიერ  გამოვლინდება გამარჯვებული.

  1. კონკურსის ფინანსური საკითხები და პროგრამის ბიუჯეტი

        მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 (ორმოცდა ხუთი ათას) ლარს.

  • საგრანტო თანხის დახარჯვა ნებადართულია: ხელფასებისთვის, საკანცელარიო და საოფისე ხარჯებისთვის, ტრანსპორტირების ხარჯებისთვის, მონაცემთა ბაზების და სხვა ონლაინ სერვისებისთვის, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებისთვის;
  • საგრანტო თანხის დახარჯვა შეზღუდულია: სარემონტო სამუშაოებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტექნიკის შესაძენად (კომპიუტერული და სხვა).
  1. წარსადგენი დოკუმენტაცია, პროექტის ფორმატი

  • საგრანტო წინადადება უნდა შემუშავდეს ქართულ ენაზე;
  • საგრანტო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საგრანტო განაცხადის ფორმის სახით (იხ. დანართი).
  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთიანი დოკუმენტის სახით: MS Word და PDF ფორმატში. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ყველა ცხრილს, დანართს, თუ სხვა დამატებით დოკუმენტაციას;
  • სრულყოფილი საგრანტო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: project_idp@abkhazia.gov.ge
  • ფონტის ფერი: შავი;
  • ფონტის ზომა: 9 ან 10 (გარდა საკითხების სათაურებისა, ამასთან, გამონაკლისს წარმოადგენს დანართების სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
  • სტრიქონებს შორის დაშორება: 9-იანი ზომის ფონტის შემთხვევაში - 1.5, ხოლო 10-იანი ზომის ფონტის შემთვევევაში - 1.15;
  • ცხრილები, დიაგრამები და სქემები: პროექტულ წინადადებაში არსებული ყველა ცხრილი, დიაგრამა და სქემა უნდა იყოს დანომრილი და დასათაურებული;
  • ცხრილებში, დიაგრამებსა და სქემებეში გამოყენებული ფონტის ზომა არ არის დადგენილი, თუმცა, ყველა დასახელება და რიცხვი უნდა იკითხებოდეს;
  • პროექტის ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის ფორმაში (იხ. დანართი).
  1. მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
  • პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია სამინისტროსა და გამარჯვებული პროექტის ავტორს შორის გაფორმებული საგრანტო  ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
  1. ვადები
  • საგრანტო განაცხადების მიღების ვადა - 2021 წლის 20 აგვისტოდან 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე).
  • გამარჯვებული პროექტი უნდა განხორციელდეს გრანტის გაცემიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საკონსულტაციო  შეხვედრა დაინტერესებულ  პირებთან  Covid19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე  ჩატარდება  ონლაინ  Zoom  პლატფორმის   გამოყენებით   2021 წლის  25   აგვისტოს    12:00 საათზე.

ონლაინ  შეხვედრაზე  რეგისტრაციის  ლინკის მიღება  განხორციელდება საკონტაქტო პირის მეშვეობით. შეიძლება გამონაკლისის სახით დაიგეგმოს შეხვედრა ოფისში საკონტაქტო პირთან შეთანხმებით.

საკონტაქტო პირი: გურანდა შამათავა, ტელ.: 598 206622. ელ. ფოსტა: gurandashamatava1988@gmail.com

 

დანართი:  

საგრანტო განაცხადის ფორმა;

პროექტის ბიუჯეტის ფორმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად დავით ფაცაცია დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია გახდა.
დავით ფაცაცია მანამდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა, რომელიც მანამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია გახდა, რომელიც დღემდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იყო.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

„დღეს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.

14 აგვისტო ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიისა და საერთო მარცხის დღეა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამე მხარის მიერ,  აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით საკუთარი სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

28 წლის შემდგომაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმეა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების „სრულ კონტროლს“ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის.

მჯერა რომ, ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად აღვადგინოთ ისტორიული ერთობა და ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში." - დავით ფაცაცია

რუსლან აბაშიძე: მინდა აღვნიშნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ოჯახებს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. ჩვენი მოქალაქეები სამშობლოს და ჩვენი საზოგადოების ერთიანობის იდეას შეეწირნენ. მათი ხსოვნა მარადიულია. ყოველთვის, როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვკრძალავთ, ტკივილი გვიახლდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დღეები ჩვენთვის შვებაცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი, ოჯახის წევრებს ეძლევათ საშუალება, პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი. მინდა, მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს იმ უდიდესი შრომისთვის, რასაც ამ პროცესის წარმატებისთვის ეწევიან. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა წარმომადგენლებს სოხუმიდან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან და ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 1 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (2 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„14 აგვისტო უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი. განუზომელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე.

14 აგვისტო ჩვენი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. აფხაზეთის ტერიტორიის ,,ეფექტურ კონტროლს“ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. წლების განმავლობაში, ,,ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელი ძალა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებაზე ძალადობს. რუსული ოკუპაციის პირობებში, ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული ადამიანის უფლებების დარღვევები. აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკური ქართველების უფლებები კი არ ილახება, მიზანმიმართულად ტარდება საზოგადოების ასიმილაციის პოლიტიკაც.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ ის ტრაგიკული მოვლენები ჩვენი საერთო მარცხია და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ ერთმანეთთან მისასვლელი გზის პოვნას. ჩვენი საზოგადოება მტკიცედ დგას და მხარს უჭერს უალტერნატივო სამშვიდობო პოლიტიკას.

მჯერა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მეშვეობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გამთლიანებას, ქვეყნის გაერთიანებას და მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან,  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

“სამების საკათედრო ტაძარში პატივი მივაგეთ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალიხსმევით 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისათვის, რომელთა დახმარებით არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქის ნეშთის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, ჩართული არის როგორც ქართული ისე აფხაზური მხარეც. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ყველა ის შედეგი, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ამ საქმეში კი აფხაზური მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას!” - განაცხადა დავით ფაცაციამ

რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 5 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (2 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირიდან ხვალ ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 589 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 211.