აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მეომართა კავშირმა დევნილთა სამედიცინო ცენტრ „დიომედს“ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ ,,დიომედის“ საბურთალოს ფილიალს სრულიად უსასყიდლოდ ექოსკოპიის აპარატი გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილესთან, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ლევან თევზაიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა აფხაზეთში, საქართცელოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მეომართა კავშირის წევრებს, აფხაზეთის მეომართა კავშირის ოჯახის წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატის „დიომედისთვის“ გადაცემა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელის ლევან ქეცბაიას ძალისხმევითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვადასხვა დამატებითი პროგრამის განვითარების პერსპექტივები.