აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ლევან თევზაია საქსტატის 104 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია საქსტატის 104 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა - გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - მიხეილ დუნდუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ვახტანგ ცინცაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ლევან ვეფხვაძემ მიმართეს.

ღონისძიებაზე წარმატებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო ბიზნეს კომპანიებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.