აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ლევან თევზაიამ აფხაზეთის მთავრობის წევრებს 6 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და მთავრობის წევრებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურების მიერ 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მინისტრმა სამინისტროსა და მთლიანად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა. ასევე, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ ეკონომიკურ და აგრარული მიმართულების პროგრამებზე. მათ შორის „დასაქმების ხელშეწყობა“, „ეკონომიკური მომსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება" და სხვა.

ლევან თევზაიამ მიმდინარე წლის გეგმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ წელს სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს დევნილი მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობას და არაერთ პროექტის განხორციელებას .