აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს ნინო ფაცაციას ორ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
2026 წლის 22-24 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, ხოლო 2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, იტალიაში, ქალაქ მილანში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული შოურუმი – „White Milano“.
ორივე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ნინო ფაცაციამ, რაც ბრენდისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტურად პოზიციონირებისთვის.
გამოფენა საუკეთესო სივრცეა ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარსადგენად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად.