აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამუშაო შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართაბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა.შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა სოციალური მდგომარეობა. იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, საცხოვრებელი სახლების გადახურვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის საკითხებზე, გაზის და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე და ინტერნეტით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ დამსწრეებს გააცნო ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილებს უფინანსებს.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების საკითხზე. სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც იმსჯელებენ დევნილთა წინაშე არსებული სხავადასხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე.შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ბორჯომის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.