აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა (გოგოები) - I ადგილი - სალომე ინჯგია; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - საბა სოსელია; ბირთვის კვრა (გოგოები) - II ადგილი - სალომე ინჯგია; ბირთვის კვრა (ბიჭები) - III ადგილი - მიხეილ ცანავა; სირბილი 100 მ. (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სირბილი 100 მ. (გოგოები) - II ადგილი - სალომე ხაჟომია; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - I ადგილი - საბა კურდღელია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - ირაკლი გელანტია.შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასპარეზობაზე 800 მეტრზე სირბილსა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ.