აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი ნიდერლანდებში Fall Creek-ის ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობაში.

მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია კომპანია Fall Creek-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში ლურჯი მოცვის მოყვანის ტექნოლოგიების თანამედროვე სკოლაში. Fall Creek -ი ამ დარგში წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ლურჯი მოცვის დაცული (ინტენსიური) გენეტიკური ჯიშების გამოყვანაზე. მათი ნერგები მიეწოდება „პრემიუმ“ ხარისხის მოცვის მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით. ღონისძიების ფარგლებში 23 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ უშუალოდ მოცვის პლანტაციაში, ჩატარდა ტექნიკური ხასიათის პრეზენტაცია და პრაქტიკული სემინარები. ასამდე მონაწილე-სელექციონერმა ერთმანეთს გაუზიარა გამოციდლება და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს  დარგში არსებული სიახლეები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა Fall Creek-ის კომერციულ დირექტორთან - ჰანს ლიკენსთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და დაგეგმეს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯები.