აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა

 მიმდინარე წლის 12 მარტს შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აპარატის უფროსთან და თანაშემწესთან ერთად საკუთარი ინიციატივით შეხვდა სამინისტროს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.

 ამ შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს კოლექტივის უფრო ახლოს გაცნობა და საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება სამინისტროსთან. მან მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე და ინიციატივებზე საკანონმდებლო სფეროში.

 თამაზ ხუბუამ უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრს ივანე დოლიძეს და სამინისტროს თანამშრომლებს ინოვაციებისათვის და წარმატებული მუშაობისათვის. ასევე გამოთქვა იმედი, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის გაღრმავება ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით, ცვლილებების განხორციელებას საკანონმდებლო ბაზაში.

 ამავე შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო) ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის გადაეცა სამინისტროს აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის უფროსს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს – თამაზ ცინარიძეს.