აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს.
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარუდგინა.
 
ლევან ჩაკვეტაძე დღემდე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

        ამბულატორიული დახმარების პროგრამა მოიცავს:

  1. ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კომპონენტს:
  • ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით;
  1. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების კომპონენტს:
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით (კონტრასტით);
  1. ინსტრუმენტული გამოკვლევების კომპონენტს:                                       
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა (ექსტრა და ინტრაკრანიალური) დოპლეროგრაფია;
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  • ციფრული რენტგენოგრაფია;
  • ართროექოსკოპია;
  1. ლაბორატორიული გამოკვლევების კომპონენტი:
  • კოაგულოგრამა.
  • D-დიმერის განსაზღვრა.
  1. აბილიტაციის კომპონენტს:
  • 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო აბილიტაცია:
  • ოკუპაციური თერაპია;
  • ქცევითი თერაპია;
  • მეტყველობითი თერაპია;;
  • ფსიქო თერაპია;
  • ექიმის კონსულტაცია;
  1. სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტი
  • შშმპ სტატუსის მქონე, ტრავმის შემდგომი ან ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო რეაბილიტაცია:
  • ზოგადი მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ჰიდროკინეზოთერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • 18 წლის ზევით ასაკის მძიმე ნევროლოგიურ და ტრავმის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაცია
  • ზოგადი მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ჰიდროკინეზოთერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;

        სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს:

  1. ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს.
  1. ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს:
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება.
  • ჰორმონო და ქიმიოთერაპიის (მანიპულაცია+მედიკამენტი) თანადაფინანსება.
  • სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსება.

მდინარე ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულ ელგუჯა გვალიას დედას აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები გადაეცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი განმუხურის საჯარო სკოლაში, სოფელ ახალკახათის აფხაზეთის N14 საჯარო სკოლასა და ქ.ზუგდიდის აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
 
მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი და ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
 
სამედიცინო პროგრამა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, "მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომში აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის 
დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლისა და გამყოფი ხაზის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
 
მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი და ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
 
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ რეზო ჯაფარიძეს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ფარგლებში გადასაადგილებელი ეტლი მთელი საქართველოს მასშტაბით 16 აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირს გადაეცემა.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი. ასევე, მთავრობის წევრებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

,,ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბედნიერ ბავშვობას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ!

განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს პატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მართლა მძიმე ცხოვრება აქვთ, ვერ იღებენ სათანადო განათლებას, არიან მუდმივ სტრესში, რის გამოც ნაადრევად იზრდებიან და კარგავენ ყველაზე ძვირფასს, ბავშვობის წლებს.

ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, ჰქონდეს სრულფასოვანი განათლების მიღების და მომავლის არჩევის შესაძლებლობა. ამაზე უნდა ფიქრობდეს ყველა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში, რადგან ეს არის ყველაზე მთავარი და ეს ბავშვებიან არიან მომავალი'', - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე, ოთხი დღის განმავლობაში, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. ვიდეორგოლში გადმოცემულია თითოეული ადამიანის გულში დაგროვილი, მონატრება, სიყვარული და ფიქრები აფხაზეთზე. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა.

დისტანციურ შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ადგილზე არსებული მწირი სამედიცინო შესაძლებლობები და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები. ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის COVID-19-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს პასუხისმგებლობას თითოეული მათგანისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს და "ჰიპის" ერთობლივი აქციის ფარგლებში ჟვანიას კლინიკაში მყოფ სპეციალური საჭიროების ბავშვს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

"ჩვენს სამინისტროს დისტანციურად მომართა დევნილი, დღენაკლული ბავშვის დედამ, ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას, ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის შემდეგ. აქცია ბავშვთა კვების კომპანია "ჰიპის" უაშუალო ჩართულობით წარიმართა, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და დედას საჩუქრად გადასცა ბავშვისთვის საჭირო კვების გარკვეული რაოდენობა", - აცხადებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაკა ონიანი.

აქციის ფარგლებში სპეციალური საჭიროების ჩვილს კომპანია "ჰიპის" წარმომადგენლობა საკვებ პროდუქტებს კიდევ გადასცემს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და დევნილ ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები) 70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი ორ კვირაზე მეტია 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს და ყველა მოქალაქეს ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას უტარებს.