აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აგრძელებს შეხვედრებს ქალაქ თბილისში ორგანიზებულ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებთან. ჯგუფის წევრები დღეს იმყოფებოდნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების  სამ კორპუსში, რა დროსაც დააფიქსირეს რა კონკრეტული დევნილი ოჯახების საბინაო-საყოფაცხოვრებო, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემური საკითხები, მიაწოდეს მათ ინფორმაციები  აფხაზეთის მთავრობის , ჯანდაცვის სამინისტროს,  დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ამ პრობლემათა თუნდაც ნაწილობრივი გადაჭრა.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში განთავსებულ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში: გურამიშვილის ქ.№2;  გურამიშვილის ქ. №18;  გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს ,,წყნეთი”-ის ბაზის სასადილო;   გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ  ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.

       სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაციები სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა  პრობლემურ საკითხებზე.  დევნილებს განემარტათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები,  ამ პროგრამებით და  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ  დადგენილ ფარგლებში  დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ  დევნილთა დახმარების სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებული შენიშვნა- წინადადებები.

    სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორცილების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძეც ესწრებოდა.

იხილეთ ლინკი: http://www.myvideo.ge/tv/meore&seekTime=29-01-2017%2019:15

მიმდინარე წლის 20 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების  ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 15 ბავშვი დაესწრო   ახმეტელის თეატრში გამართულ  სპექტაკლს „ბედისწერა“.

მიმდინარე წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მასმედიით გავრცელებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან ,,დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე შეხვდა საერთაშორისო  ორგანიზაცია ,,აფხაზეთი”-ის ხელმძღვანელ ჯონი შამათავას და დევნილთა მოძრაობის წარმომადგენლებს ვიტალი გადელიას, ზაირა ჩარკვიანს.

დისკუსია შეეხო სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებული დახმარების სისტემაზე გადასვლის გზების ალტერნატივებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.

მიმდინარე წლის 10, 11 და 12  იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით  ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გამართულ სპექტაკლს “საახალწლო ნაძვის ხე”აფხაზეთიდან დევნილი 360  ბავშვი დაესწრო.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები და პერიოდულად აგრძელებენ მონაწილეობას  ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.

დღეს,  მედია-კავშირ ობიექტივის გადაცემაში ,,აფხაზეთის დრო”  სტუმრად იყვნენ მიწვეულნი  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, რომლებმაც საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების ფუნქციური უფლებამოსილების, გაწეული საქმიანობის დადებითი და ნაკლოვანი მხარეების, პრობლემური საკითხების, მიღწეული შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ.  პასუხი გასცეს, კომპეტენციის ფარგლებში,  დაინტერესებულ ტელემაყურებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

იხილეთ ვიდეო:

http://www.myvideo.ge/tv/obiektivi&seekTime=12-01-2017%2011:36

 

დღეს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებს, მიულოცა შობა-ახალი წელი.  თანამშრომლებთან დიალოგის დროს შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ნაკლოვან მხარეებს და პრობლემურ საკითხებს.  შეხვედრის დასასრულს  აფხაზეთის მთავრობის მიერ  ორგანიზებულ მოძრაობაში  ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე-საქართველო” აქტიური ჩართულობისათვის  დეპარტამენტის თანამშრომლებს:  გიზო თორდიას, მაკა ფიფიას,  ნინო კოტუას, ეკატერინე ბიგვავასა და ნანა აფაქიძეს გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სიგელები.

 


 

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ულოცავს საქართველოს პატრიარქს, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების 84-ე და  აღსაყდრების  39 -ე  წლის იუბილეს!

   უფალმა მოგმადლოთ დღეგრძელობა, მზეგრძელობა, ჯანმრთელობა, სულიერი მხნეობა და ძალა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ!

2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რვიდან თორმეტი წლის  ასაკის  30 ბავშვი დაესწრო   საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს.  პატარებს საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები, თოვლის ბაბუა და ნამდვილი საახალწლო მასკარადი შესთავაზეს.   წარმოდგენის შემდეგ ყველა ბავშვს საახალწლო საჩუქარი გადაეცა.

2016 წლის 30 დეკემბერს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს  რაიონის გამგეობისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით ცირკში გამართულ სანახაობას დაესწრო აფხაზეთიდან   დევნილი, სოციალურად დაუცველი  70  ბავშვი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის” ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

    აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .

   მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს.

   საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.