
ახალი ამბები

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და ახალი რაიონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა. ასევე პირველად განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტუმრობა სოფელ ფოცხოეწერში სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თანმხლებ პირებთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული გადასცა.
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი პატარებისა და მოზარდებისთვის ტრადიციულად საახალწლო ზეიმი მოაწყო.
ორი დღის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წარმოდგენა „საახალწლო ზღაპარი“ გაიმართა, რომელშიც დ. არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ საახალწლო საჩუქრები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .
მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს.
საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში კომპოზიტორ გიორგი ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების მაია ცაავასა და ირმა მორალიშვილის კლასის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს გია ყანჩელის მუსიკა კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის დეპუტატები, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ ბათუმში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია და მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), სკოლა „გორდა"-ს დირექტორი ნინო მურვანიძე და „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე ესწრებოდნენ.


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერო სკოლა „გორდა"-ს ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსული, საერთო მომავლისკენ" გაიმართა, რომელიც მდიდარი ქართულ-აფხაზური კულტურის წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე, სკოლა „გორდა"-ს დირექტორი ნინო მურვანიძე, ხოლო მწერალ ანზორ კუდბას დაბადების დღე მიულოცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით რუსთავში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე, თბილისის სხვადასხვა წამყვანი კლინიკების ექიმების კონსულტაციები ჩაუტარდათ. დევნილებმა, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, უფასო მედიკამენტები მიიღეს.


აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" ოფისის პროგრამების დირექტორ ეკა ჟვანიასა და ახალგაზრდობის გაძლიერების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორ ირაკლი გიორბელიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსურლებელსა და ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის დაისახა სამომავლო გეგმები დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ „World Vision" პროექტებს ახორციელებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision" 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა წარმოადგენს. ორგანიზაცია მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ეწევა საქმიანობას. „World Vision"-ის საქართველოს ოფისი 1994 წელს გაიხსნა და საქმიანობას ქვეყნის ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და თბილისი) ახორციელებს.


ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას ნაშრომის „სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჯემალ გახოკიძის ნაშრომის „გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ წარმოდგენილი ნაშრომების ირგვლივ დისკუსია წარიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, კონფლიქტოლოგები და სტუდენტები.


კინოთეატრ „ამირანში" ლევან ანჯაფარიძის ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი" პრემიერა გაიმართა. ფილმი გადაღებულია „ს.ს. ქართული ფილმი და ფონდისა" და „იქმნა ნათელის" მიერ. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ფილმში 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდია ასახული.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


„თიბისი გალერეაში“ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადა“-ს რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ანსამბლმა „შავნაბადა“-მ დამსწრე საზოგადოების წინაშე 15-მდე სიმღერა შეასრულა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.
ანსამბლი „შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა და მთელი ამ დროის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა და რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის უფასო სალოტბარო სკოლების დაარსება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ამირან ზუხბაია, მურად ანჯაფარიძე, გოდერძი შურღაია, ლევან ცაგურია, ამირან ბიწაძე, ავთო გახოკიძე, ლია ქაჯაია, ირმა ხეცურიანი, ნათია ფრუიძე, ანა მაისურაძე და ირაკლი ცხოვრებაშვილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანი სპორტსმენები.
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის ქვეპროგრამის, „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება" ფარგლებში მოეწყო.


სსიპ აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში საახალწლო ღონისძიება „მოდის ახალი წელი" გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.
