-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა“
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერები და მაღალი აკადემიური მოსწრების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
ა) საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში მოღვაწე იურიდიული პირებისა და მათი რეკომენდაციით წარდგენილი იმ ფიზიკური პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული სამეცნიერო შრომების გამოცემას, აგრეთვე დოქტორანტების, დოქტორის აკადემიური ხარისხის, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირების მეცნიერული კვლევების გამოქვეყნებას.
სამეცნიერო ნაშრომების, კრებულებისა და კონფერენციის მასალების ბეჭდვის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროექტების ავტორებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მინისტრის სახელზე;
ბ) სარეკომენდაციო წერილი წარმდგენი დაწესებულებიდან;
გ) პროექტის თაობაზე შევსებული განაცხადის/ანკეტის ფორმა;
დ) არანაკლებ ორი რეცენზია გამოსაცემ სამეცნიერო ნაშრომზე;
ე) გამოსაცემი სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ვერსია;
ვ) მონაცემები პროექტის წარმდგენი პირის შესახებ (cv);
ზ) პირადობის მოწმობის ასლი;
თ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ი) ინვოისები არანაკლებ ორი გამომცემლობიდან.
შრომების კრებულის ან კონფერენციის მასალების ბეჭდვასთან დაკავშირებული პროექტის შემთხვევაში დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას იმ პირის სახელზე, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევს შესაბამისი დაწესებულება.
პროექტებთან დაკავშირებით განაცხადების შემოტანა მოხდება პროგრამის გამოცხადებიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე.
სამეცნიერო ნაშრომის ბეჭდვაზე წარდგენილი პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) მაღალი სამეცნიერო დონე;
ბ) პრობლემის ატქუალურობა და კვლევის სიახლე;
გ) პროექტის მიზნების, ამოცანებისა და შედეგების გამჭვირვალობა;
დ) წვლილი კონკრეტული მეცნიერის პროფესიულ წინსვლაში;
ე) თანამედროვე აფხაზეთის აქტუალური პრობლემების წარმოჩენა;
ვ) კვლევის შედეგებით უცხოეთის სათანადო სამეცნიერო წრეების დაინტერესების ალბათობა;
ზ) წვლილი კვლევის შედეგების გაცვლისა და ქართული მეცნიერების საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში მოქმედი დაწესებულებების, ან ორგანიზაციების რეკომენდაციით ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ იმ პროექტებზე, რომლებიც დაფინანსდება და ითვალისწინებს სამეცნიერო ნაშრომების, კრებულების კონფერენციის მასალების გამოცემას, სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები გადაირიცხება მათი წარმდგენი დაწესებულებების ანგარიშებზე.
დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: meca@abkhazia.gov.ge
ბ) ერთჯერადი სტიპენდიის გაცემა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩარიცხული არიან საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება 2026 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით;
ერთჯერადი სტიპენდიით დაფინანსებას ექვემდებარება სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი, კერძოდ:
ა) 1000 ლარის ოდენობის ერთჯერადი სტიპენდიით დაფინანსდება საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი აღნიშნული სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90%-დან 97%-მდეა;
ბ) 1500 ლარის ოდენობის ერთჯერადი სტიპენდიით დაფინანსდება საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი აღნიშნული სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 97%-დან 100%-მდეა.
თანაბარი აკადემიური მაჩვენებლის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატს, რომლის აკადემიური წარმატებები დამატებით დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით, სიგელებითა და დიპლომებით.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ერთჯერადი სტიპენდიის მისაღებად უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტის დედანი აკადემიური მოსწრების თაობაზე;
ე) არსებობის შემთხვევაში სერტიფიკატები, სიგელები;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
დაფინანსებულ სტუდენტებს თანხები ჩაერიცხებათ მათ მიერ წარმოდგენილი რეკვიზიტების შესაბამის ანგარიშებზე.
დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: meca@abkhazia.gov.ge
გ) სამეცნიერო დაწესებულებების საიუბილეო თარიღების აღნიშვნასთან, აგრეთვე მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეცნიერების იუბილეებთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის ფარგლებში დიპლომისა და ფულადი პრემიის გაცემა.
მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის მეცნიერის დიპლომით და ფულადი პრემიით დაჯილდოებაზე კანდიდატის (კანდიდატების) წარდგენის უფლება აქვთ:
ა) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
გ) სამეცნიერო საზოგადოებებსა და ცენტრებს.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით დაჯილდოებაზე წარდგენილი კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებია:
კანდიდატის სამეცნიერო პროდუქტიულობა ბოლო ათი წლის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და ფართოდ აღიარებული ნაშრომი ან ნაშრომთა ციკლი (მინიმუმ ერთი, ინდექსირებული Scopus, Web of Science ან Google Scholar ბაზებში);
ბ) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებული პუბლიკაციები (მინიმუმ 2–5 სტატია Scopus,Web of Science, Google Scholar-ში);
გ) უცხოური გამომცემლობების მიერ გამოქვეყნებული სტატიები ან მონოგრაფიები (მინიმუმ ერთი მონოგრაფია ან რამდენიმე სტატია საერთაშორისო რეცენზირებად და აკადემიურად აღიარებულ გამომცემლობებში);
დ) უცხო ენაზე საქართველოში გამოქვეყნებული მონოგრაფიები (მინიმუმ ერთი მონოგრაფია უცხო ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აკადემიურ სტანდარტებს და ჰქონდეს ISBN);
ე) საქართველოში რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები (მინიმუმ 5 სტატია რეცენზირებად და სამეცნიერო რეიტინგის მქონე ჟურნალებში);
ვ) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (მინიმუმ 5 საერთაშორისო კონფერენციაში);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი გრანტები (მინიმუმ ერთი ეროვნული ან საერთაშორისო გრანტი);
თ) ციტირების ინდექსები (Scopus/Web of Science-ში დაფიქსირებული ციტირებების რაოდენობა დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით);
ი) მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი (მინიმუმ 3 აქტივობა-საჯარო ლექციები, პოპულარული სამეცნიერო სტატიები, მედია აქტივობები ან საგანმანათლებლო პროექტები);
კ) საგანმანათლებლო საქმიანობა და სასწავლო კურსების მომზადება (შემუშავებული ან განახლებული სასწავლო კურსები, უნივერსიტეტში სწავლება ან სტუდენტების სამეცნიერო ხელმძღვანელობა);
ლ) დაცული სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა (მინიმუმ 2 წარმატებით დაცული სადოქტორო ნაშრომი).
ზემოაღნიშნული თითოეული კრიტერიუმის მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) სტატიის ან მონოგრაფიის სრული ბიბლიოგრაფიული აღწერა, DOI ბმული ან ოფიციალური ვებგვერდის მისამართი, ბაზიდან ამონაწერი - Scopus/WoS/Google Scholar პროფილი ან სქრინშოტი;
ბ) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებული პუბლიკაციების შემთხვევაში თითოეული სტატიის PDF ან სათაურის გვერდი, ინდექსირების დამადასტურებელი ამონაწერი შესაბამისი ბაზიდან;
გ) მონოგრაფიის ყდისა და სათაურის გვერდი, SBN/ISSN ნომერი;
დ) უცხო ენაზე საქართველოში გამოცემული მონოგრაფიის სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემები, ISBN-ისა და სათაურის გვერდი;
ე) ჟურნალის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (რეფერირებადი/რეიტინგული), სტატიის პირველი გვერდი ან სრული ტექსტი, ISSN და გამოცემის წელი;
ვ) მონაწილეობის სერტიფიკატები, კონფერენციის პროგრამა, სადაც ჩანს კანდიდატის გვარი, თეზისების კრებულის ბმული ან ამონაწერი;
ზ) გრანტის ხელშეკრულება ან საგრანტო სააგენტოს ოფიციალური წერილი, პროექტის მოკლე აღწერა, კანდიდატის როლი (ხელმძღვანელი/მონაწილე);
თ) Scopus/WoS/Google Scholar პროფილის ამონაწერი, h-index ან ციტირებების რაოდენობის სქრინშოტი;
ი) საჯარო ლექციების სერტიფიკატები ან პროგრამები, მედია-გამოქვეყნებების ბმულები, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი წერილები;
კ) უნივერსიტეტის ცნობა სწავლების შესახებ, სასწავლო კურსის სილაბუსი, სტუდენტთა ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკანატის ცნობა და სხვ.);
ლ) დოქტორანტის დაცვის ოქმის ამონაწერი ან უნივერსიტეტის ოფიციალური ცნობა ხელმძღვანელობის შესახებ.
ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებია:
კანდიდატის სამეცნიერო პროდუქტიულობა ბოლო ათი წლის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მაღალი მეცნიერული დონის მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები და ნაშრომთა ციკლი (მინიმუმ 1 მონოგრაფია საერთაშორისო ან ავტორიტეტულ ეროვნულ გამომცემლობაში და მინიმუმ 8–10 სამეცნიერო სტატია რეცენზირებად გამოცემებში);
ბ) კვლევის აქტუალობა, მნიშვნელობა და მეცნიერული სიახლე (კვლევას უნდა ჰქონდეს მკაფიო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობა მოცემულ დარგში, სასურველია მინიმუმ 15 ციტირება, საერთაშორისო აკადემიური გამოხმაურება ან პროფესიული აღიარება- ჯილდო, მოწვევა, ექსპერტობა);
გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა (მინიმუმ 2 სასწავლო კურსის შემუშავება ან არსებითი განახლება, მინიმუმ 1 წარმატებით დაცული სადოქტორო ნაშრომის ან 4-ზე მეტი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა, უნივერსიტეტში ან კვლევით ცენტრში აქტიური აკადემიური საქმიანობა);
დ) მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი (მინიმუმ 5 აქტივობა: საჯარო ლექციები, პოპულარული სამეცნიერო გამოცემები, სატელევიზიო/მედია პროექტები, საგანმანათლებლო პლატფორმები ან კულტურულ-საზოგადოებრივი ინიციატივები);
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა და უცხოურ გამოცემებში პუბლიკაციები (სამ ან მეტ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, მინიმუმ 2-5 საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებული- Google Scholar, Scopus, WoS და სხვა, სტატია ან მონოგრაფიის თავი, საერთაშორისო კვლევით პროექტში მონაწილეობა ან თანაავტორობა უცხოელ მკვლევრებთან, დარგის სპეციფიკის შესაბამისი ციტირების ინდექსის მაჩვენებელი).
ზემოაღნიშნული თითოეული კრიტერიუმის მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) მონოგრაფიის ყდისა და სათაურის გვერდი, ISBN-ის გვერდი, სამეცნიერო სტატიების სრული ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი, სტატიების პირველი გვერდები, რეცენზირებადი ჟურნალის ISSN;
ბ) Google Scholar/Scopus/Web of Science პროფილის ამონაწერი ციტირებების რაოდენობით, საერთაშორისო გამოხმაურების დამადასტურებელი მასალა (რეცენზიები, ციტატები, აკადემიური წერილები), მიღებული ჯილდოების დიპლომები ან სერტიფიკატები, ექსპერტობის, მოწვევის ან პროფესიული აღიარების დამადასტურებელი ოფიციალური წერილები;
გ) შემუშავებული/განახლებული სასწავლო კურსების სილაბუსები, უნივერსიტეტის ცნობა სწავლების ან აკადემიური დატვირთვის შესახებ, სადოქტორო ან სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები (დაცვის ოქმი, დეკანატის ცნობა), აკადემიურ ან კვლევით ცენტრში საქმიანობის დამადასტურებელი ცნობები;
დ) საჯარო ლექციების პროგრამები ან სერტიფიკატები, მედია-გამოქვეყნებების ბმულები ან ამონაწერები, პოპულარული სამეცნიერო სტატიების ასლები, საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი წერილები;
ე) საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის სერტიფიკატები და პროგრამები, უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიების/თავების ბიბლიოგრაფიული მონაცემები, ინდექსირების დამადასტურებელი ამონაწერები (Google Scholar, Scopus, WoS და სხვ.), საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი ხელშეკრულება ან ოფიციალური წერილი, თანაავტორობის დამადასტურებელი ინფორმაცია, ციტირების ინდექსის ამონაწერი შესაბამისი პლატფორმიდან.
გარდა ზემოთ მითითებული დოკუმენტებისა კანდიდატის (კანდიდატების) წარმდგენმა დაწესებულებამ სამინისტროში უნდა გამოაგზავნოს:
ა) წარდგინება მინისტრის სახელზე, რომელშიც აღწერილი იქნება კანდიდატის სამეცნიერო საქმიანობა, მისი მოღვაწეობის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა მეცნიერების განვითარებაში;
ბ) ავტორის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები (CV);
ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.
კანდიდატის (კანდიდატების) დოკუმენტაციის გამოგზავნა აღნიშნული დაწესებულებების მიერ უნდა მოხდეს კონკრეტული საიუბილეო თარიღის აღნიშვნამდე არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა.
ვადის დარღვევით ან არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომისიის მიერ არ განიხილება.
დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: meca@abkhazia.gov.ge
დაჯილდოებაზე წარდგენილი კანდიდატის შეფასება მოხდება პროგრამით დადგენილი 10 ბალიანი ქულათა სისტემის მიხედვით და შესაბამისი გრადაციებით. პროგრამის ფარგლებში შესაძლებალია დაჯილდოვდეს არა უმეტეს სამი კანდიდატისა – ერთი ჰუმანიტარული, ხოლო ორი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. თუ კანდიდატი ვერ დააკმაყოფილებს პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების პირობებს რომელიმე აღნიშნული მიმართულებით, მაშინ ფულადი პრემიით შეიძლება დაჯილდოვდეს მეცნიერების ერთსა და იმავე დარგში სხვა კანდიდატი.
პროგრამის ფარგლებში გასაცემი ფულადი პრემია წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან ერთჯერად ფულად გასაცემელს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
დიპლომითა და ფულადი პრემიით დაჯილდოება მოხდება კონკრეტული საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ვადაში.