2014 წლის 29 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

29 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თავმჯდომარეობდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს ინფორმაცია 2014 წლის I კვარტალში შესრულებული მუშაობის ანგარიშის შესახებ. მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური მიმოხილვის, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2014 წლის პირველ კვარტალში შესრულებული მუშაობის ანგარიშისა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიმდინარე წლის I კვარტლის ანგარიშისა და დეპარტამენტის მიერ მოზიდული მატერიალური აქტივების დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გამოყენების შესახებ.

აფხაზეთის ა/რ მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითებში კონსტანტინე კუჭუხიძემ წარმოადგინა ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიების 2014 წლის პირველი კვარტალის მუშაობის ანალიზის შესახებ.

კატეგორიების მიხედვით გაიცა 115 000 ლარის მატერიალური დახმარება, მათ შორის სხვა მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის 13 400 ლარი გამოიყო.

2014 წლის 16 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 16 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თავმჯდომარეობდა.

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე გატანილი სამივე საკითხი დამტკიცდა,მათ შორის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის" დებულების დამტკიცების შესახებ"-აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

ცენტრის დირექტორად დამტკიცდა ავთანდილ დავითაიას კანდიდატურა.

2014 წლის 2 აპრილს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობდა. მან მინისტრებს გააცნო ბათუმში ჟიული შარტავას დაბდებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართული ღონისძებების დეტალები, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 27-ე რაუნდის შედეგები. მისი თქმით, სოხუმში დადებითი გამოხმაურება აქვს სამარხებში აღმოჩენილ მეომართა იდენტიფიკაციის პროცესს. აფხაზთა ოჯახებში ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული განწყობა შეიქმნა, ვინაიდან მათ მიაგნეს დაკარგული ახლობლების კვალს.

მან ასევე ისაუბრა აფხაზეთია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებზე აპრილსა და მაისში, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და მედიკამენტების გადაცემას, ასეთი გასვლითი ღონისძიებები ჩატარდება სამეგრელოშში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ასვე თბილისში.

სხდომაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჟურნალები „იალქანი“ და „რიწა“ კვლავ შეუდგება ფუნქციონირებას. ისინი კვარტალურად გამოიცემა და მკითხველს ვრცელ ინფორმაციას მიაწვდის აფხაზეთიდან დევნილი თუ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ბავშვების საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ.

გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს საკითხი, აფხაზეთის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და მასში შეტანილი შესწორებების შესახებ. მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ცხრა საკანონმდებლო საკითხი, აქედან ექვსი ძირითადი და სამი დამატებითი.

2014 წლის 21 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 21 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თავმჯდომარეობდა.

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე გატანილ იქნა ოთხი საკითხი, მათ შორის ერთი საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საკითხები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა. ასევე  დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადმინისტარციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ''-აფხაზეთის მთავრობის დადგენილება.

გარდა ამისა, სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს განხორციელებული და 2014 წელს დაგეგმილი გასვლითი ღონისძიებების შესახებ.

2014 წლის 21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თავმჯდომარეობდა.

სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. „შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2013 წლის წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

2. ი.კოპალიანის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მომხსენებლად დანიშვნის შესახებ.

3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ" აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის" შექმნის შესახებ-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი.

მთავრობამ განხილულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

2014 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ჯანდაცვისა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგებისა და სამინისტროებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის შესახებ. ასევე, ინფორმაცია სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატში ჩატარებული კონკურსის შესახებ.

სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მხრიდან დაშვებული იქნა გარკვეული სახის სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის რამდენიმე შეცდომა, რაც გამოწვეული იყო ზოგიერთი მოხელის მხრიდან საკითხისადმი უპასუხისმგებლო და უყურადღებო დამოკიდებულებით.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ვასილ ხორავას დაევალა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგორ კოპალიანს მიეცა მითითება სამართლებრივ დოკუმენტებზე კონტროლის შესუსტების გამო.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებს დაევალათ სამართლებრივი საკითხების სრულყოფაზე მეტი ყურადღების გამახვილება, მათ მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაციასა და საკადრო ცვლილებებზე კონტროლის გამკაცრება, ასევე კონკურსის მიმდინარეობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და საკონკურსო მოთხოვნების დახვეწა.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს საკითხი - „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში აფხაზეთის ა/რ სათათბირო ორგანოს - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ".

2014 წლის 24 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განხილული ყველა საკითხი დამტკიცდა.

განსახილველ საკითხთა შორის იყო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებისა და საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტები. ასევე განიხილეს „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის შესახებ" - აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილების პროექტი.

2014 წლის 13 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს ა/რ მთავრობის დადგენილების პროექტი - „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ". პროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ამასთან ერთად განიხილეს საკითხი „აფხაზეთის ა/რ 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის შესახებ" აფხაზეთის ა/რ კანონში ცვილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე".

2013 წლის 25 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა სამი საკითხი. სამივე საკითხი დამტკიცდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა და დასამტკიცებლად წარედგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

ახფაზეთის 2014 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებად ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და კულტურა განისაზღვრება.

ასევე, მეორე საკითხად განიხილეს „სამსახურეობრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ" აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი, რის მიხედვითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მოხდება სატრანსპორტოს საშუალებათა ოპტიომიზაცია, რომელიც ითავლისწინებს ავტომანქანების რაოდენობისა და მოვლა შენახვის-ხარჯების შემცირებას. ასევე, განხილულ იქნა „აფხაზეთის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტარციული სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკისა დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებულ სამმართველოში დგინდება ცალკეული თანამდებობების მიმართ შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2013 წლის 10 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა სამი საკითხი. სამივე საკითხი დამტკიცდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი: ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  აპარატის შექმნის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

პროექტის თანახმად მთავრობის აპარატის ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება; ექვსი დეპარტამენტის ნაცვლად აპარატში ყალიბდება სამი დეპარტამენტი და რამოდენიმე სამსახური.

2013 წლის 4 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა ექვსი საკითხი. ექვსივე საკითხი დამტკიცდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის  #14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის" რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას" ჩამოყალიბების შესახებ" - აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

2013 წლის 25 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა 2 საკითხი. ორივე საკითხი დამტკიცდა.

მთავრობის სხდომაზე ასევე განხილული იქნა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონპროექტი. აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს დაევალა მთავრობის წევრებთან ერთად ამ კანონპროექთან დაკავშირებით შეჯერებული წინადადებების წარდგენა.

2013 წლის 15 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა სამი საკითხი, აქედან ერთი მოიხსნა დღის წესრიგიდან, ხოლო ორი საკითხი დამტკიცდა.

2013 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. შეხვედრაზე დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

დავით ნარმანიამ აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს ინფრასტუქრტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის დევნილთა მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამები გააცნო. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სპეციალური დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომებს დაესწრებიან. „კომისიები, რომელსაც მე ვხემძღვანელობ და დაკავშირებულია გამყოფ ხაზთან თუ დევნილთა საკითხების მოგვარებასთას, სათათბირო ხმის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრები ჩაერთვებიან", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე შვიდ საკითხი განიხილებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქრტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროების ლიკვიდაციასა და მათ ნაცვლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შექმნას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურებში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და სამომავლოდ საწვავის მიზნობრივ გამოყანებაზე ისმჯელეს.

2013 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მურად აბლოთია დაესწრნენ.

სხდომა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით დარახველიძეს აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. დავით დარახველიძე აფხაზეთის მთავრობის წევრებს დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.

უწყებების ხემძღვანელები მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.