აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სპორტთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზრდის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ სპორტულ კომპლექსზე მუშაობას საკითხს, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეხვედრაზე ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ.
საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად 17 ოქტომბერს აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე.
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2025 წლის 11-12 ნოემბერს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.