ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      03
06 10 11
13 14 18
19 25
26 27 28 31  

 

კალენდარი

07 მარტი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.

07 მარტი
2018

ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

07 მარტი
2018

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.