გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი 2013
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის ამოცანები. დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა კერძო სადაზღვეო კომპანიებსა და დევნილთა პოლიკლინიკების ურთიერთობაზე, თუ რა პრობლემებს აწყდება დევნილი მოსახლეობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.
ზუგდიდში მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნება
გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი 2013
2014 წლის დასაწყისში ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდკომბინატის დასახლებაში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „ენგურის სამედიცინო კომპლექსში" მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნება.
გორის სასულიერო სასწავლებელში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
გამოქვეყნების თარიღი: 17 ივნისი 2013
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ინიციატივით გორის სასულიერო სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების - „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" პერსონალური გამოფენა მოეწყო.
ვახტანგ ყოლბაია კოდაში ჩასახლებულ დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო
გამოქვეყნების თარიღი: 14 ივნისი 2013
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კომპლექსური, მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა. გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაია გადაცემაში „ეპოქის სახელები“
გამოქვეყნების თარიღი: 13 ივნისი 2013
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟიული შარტავას ბოლომდე ბრძოლის ისტორიის შესახებ გადაცემაში „ეპოქის სახელები“.
სპორტის სამ სახეობაში „აფხაზეთის მინისტერიალი 2013“ ჩატარდა
გამოქვეყნების თარიღი: 12 ივნისი 2013
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სპორტის სამ სახეობაში (ნარდი, ჭადრაკი და მინი-ფეხბურთი) „აფხაზეთის მინისტერიალი 2013" ჩატარდა.
გამოქვეყნების თარიღი: 12 ივნისი 2013
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში იწყებს განაცხადების მიღებას, რომელიც გულისხმობს სპორტულ-საგანმანათლებლო და სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას.
საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისათვის
გამოქვეყნების თარიღი: 10 ივნისი 2013
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა 8-9 ივნისს ქ. ქუთაისში, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კახათში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გამართა.







