ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ახალი ამბები

photo alt text
30 ნოემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია იტალიის ქ. პიზის მუნიციპალიტეტის მედია-დაგეგმარების, ბიზნეს კომუნიკაციების, ტურიზმისა და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს, კლაუდიო ჩერაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და კულტურის, ბიზნესის ხელშეწყობის, მშვიდობის ბანაკის ორგანიზებისა და იტალიაში აფხაზეთის კულტურული დღეების გამართვის საკითხები განიხილეს.

photo alt text
26 ნოემბერი
2010

ამერიკის შეერთებილ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ნიუ-იორკში საქრთველოს საკონსულოში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

photo alt text
19 ნოემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი, ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

photo alt text
19 ნოემბერი
2010

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, აშშ-ს ნებრასკას შტატის ვიცე-გუბერნატორს, რიკ შიჰის შეხვდა. გიორგი ბარამია ვიცე-გუბერნატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ესაუბრა.

photo alt text
18 ნოემბერი
2010

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი გიას სახით საქართველომ დაკარგი კარგი მამულიშვილი, ბრწყინვალე მეცნიერი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი პიროვნება.

photo alt text
17 ნოემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. დელეგაციაში ასევე შედიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია.

photo alt text
14 ნოემბერი
2010

14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართა.  ჩატარდა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, აფხაზეთის ახალგარზდულმა კაპელამ, აფხაზეთის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ბავშვთა ანსამბლებმა და ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა.

photo alt text
12 ნოემბერი
2010

12 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აფხაზეთიდან დევნილ, ვლადიმერ ფანჩულიძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

photo alt text
29 ოქტომბერი
2010

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობას, აჭარის ხელისუფლებაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მთავრობას მიაწვდის.

photo alt text
28 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა ქუთაისში . სხდომას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია უძღვებოდა.  მთავრობის სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს: აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა; ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შეჯამება; აფხაზეთის კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა.