აფხაზეთიდან დევნილმა მეფუტკრეებმა ჩაისა და თაფლის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა  ასოციაციისა და   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით  დღეს  მთაწმინდის პარკში ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეებიც მონაწილეობდნენ. კოოპერატივმა „კოდორი-2015“ ფესტივალზე თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი წარმოადგინა, რომელმაც სტუმრებისა და სპეციალისტების მაღალი შეფასება მიიღო.

ფესტივალზე იმყოფებოდა  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიზანია აგრარული სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. 

ფესტივალის ფარგლებში 13 წარმატებული კომპანიის წარმოდგენელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  ხარისხის სხვადასხვა ნიშნები გადასცა.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტში მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ  საცხოვრებელ  ობიექტებში  სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა წარმომადგენლობების მიერ წარმოდგენილი სარემონტო ობიექტები, დევნილთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია შერჩეულ ობიექტებზე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.

იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა.    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ჭკადუაშის, ზედა ეწერისა და ინგირის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. რუსლან აბაშიძე ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და არსებული პრობლემები მოისმინა.

დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 4-5 მაისს ქალაქ ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, გაცნობის მიზნით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.


პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისა და მისი სწავლების გაძლიერების მნიშვნელობაზე, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე და სხვ. გარდა ამისა, მათ აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხიც წამოჭრეს.

 

ჩაისა და თაფლის ფესტივალი

         5 მაისს თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჩაის მწარმოებელთა  ასოციაცია და   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მიმდინარე წელს ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალი რეგულაციები, რომლის მიზანია აგრარულ სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 13 კომპანიის წარმოდგენლებს გადასცა ხარსხის სხვადასხვა ნიშნები.

            ჩაისა და თაფლის ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეები, კერძოდ კოოპერატივმა „კოდორი-20015“ წარმოადგინა თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო ფესტივალის სტუმრებისა და სპეციალისტების მხრიდან.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობა და სხვა. წამოწეული იყო 1-ლი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ინგირის ამბულატორიაში გაიმართა.

რუსლან აბაშიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ხონელიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც ისაუბრეს სამომავლო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე და საუნივერსიტეტო პროექტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.

სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.

ვახტანგ ყოლბაიამ და ჯემალ გამახარიამ ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირვებულ პირებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

ღონისძიებაში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.