ახალციხეში მცხოვრებმა დევნილებმა უფასო იურიდიული დახმარება მიიღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

ორი კვირით ადრე ახალციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა გამართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ იურიდიულ საკითხებზე უფასო კონსულტაციების ჩატარებას დაპირდნენ.

აფხაზეთის მთავრობის უფასო იურიდიული მომსახურება დევნილთათვის მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში აფხაზური თეატრის მოღვაწეებთან გაიმართა შეხვედრა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა თემაზე „თეატრალური სოხუმი გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართა. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზური თეატრის მოღვაწეები: გურამ ოდიშარია, დავით კობახიძე, გოგი ქავთარაძე, გიორგი რატიანი, მიხეილ რატიანი, დავით საყვარელიძე, ლიანა მიქაშავიძე და თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი.

საღამოზე შესრულდა ზურაბ მჟავიას სიმღერები და პოპულარული კინომუსიკა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ვახტანგ ყოლბაია მუშნი ლასურიას დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

ჩერქეზული კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გამოჩენილი აფხაზი პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის მუშნი ლასურიას დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ჩუხუამ გახსნა.

მუშნი ლასურიას მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ტიტე მოსიამ.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ მისი მოღვაწეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორებმა მედეა კვარაცხელიამ და მარინე ჯაიანმა.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები მუშნი ლასურიას მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუშნი ლასურია 1938 წლის 16 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1955 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი. მისი ლექსების ძირითადი თემებია: სამშობლო, ბუნება, სიყვარული. მან აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისფყაოსანი“, ირაკლი აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა!“, გიორგი ლეონიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ჯორჯ ბაირონის თხზულებები და სხვა. 

გაიმართა კონფერენცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით

2018 წლის 3 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი”.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ  შედეგებზე. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას,

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

2018 წლის 4 მაისს გაიმართა შეხვედრა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან

2018 წლის 4 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფო წარმომადგენლები, უცხო სახელმწიფოების ელჩები და ატაშეები, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები, აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი თანამშრომლები.

2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით შედგა საკოორდინაციო შეხვედრა

2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო  „ბეტს“-ში პროექტის „დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ ფარგლებში შედგა საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია დევნილთა საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მექანიზმების შემუშავება, ფინანსური რესურსების ეფექტურად ბიუჯეტირებისათვის (ფინანსური დახმარების დუბლირებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის)  საჭირო ღონისძიების დასახვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი" გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორის მრჩეველმა ბადრი გალდავამ მოხსენება გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ  შედეგებზე.

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებს ინერტულ მასალას. ამ პროცესმა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო  ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მიაღწია. აღნიშნული ქმედების გამო კატასტროფულად შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის რაოდენობა, რამაც თავის მხრივ სანაპირო ზოლში ძალიან მძიმე ვითარება წარმოშვა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა ოჩამჩირეში, მდინარე გუმისთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ კარიერზე და სოხუმში. გარდა ამისა ეს პროცესები აფხაზეთის გარდა, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის მთელ სანაპიროს. ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დროული რეაგირება და სანაპირო ზოლის ხელოვნური ჩარევის გზით აღდგენა.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის" წარმომადგენელმა თემურ ვეკუამ და გეოლოგმა ვახტანგ დეკანოიძემ.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა აფხაზეთიდან დევნილ ჰოკეისტებს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ გია და დავით ოგანეზიანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ილია დავიდოვი და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული ნაკრების წევრებს კეიპტაუნში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს  და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.  

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელს კეიპტაუნში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე დივიზიონში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ფოთში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით  ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ. გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა.

    კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და დევნილ მოსახლეობას შეხვედნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მათ ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს.

ახალციხეში მცხოვრები დევნილებისათვის უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება

5 მაისს,ახალციხეში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის “იმედის კლინიკაში” უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება,

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან
ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.
საჭიროების შესაბამისად გაკეთდება ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში),
C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმების დანიშნულების მიხედვით გაიცემა მედიკამენტები უფასოდ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტ გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო 
გამართა. გენო კალანდიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა და მის მოსაგონებლად აქ თავი მოიყარეს პოეტის ოჯახის წევრებმა, ახლობელ-მეგობრებმა და პოეზიის თაყვანისმცემლებმა. 


გენო კალანდიაზე როგორც ქართული პოეზიისა და სიტყვის ოსტატზე, გამორჩეული ხმის პოეტზე, მისი პოეზიის ხიბლზე და თვითმყოფადობაზე; მასზე როგორც საზოგადო მოღვაწეზე; სოხუმთან განუყოფლობისა და აფხაზეთიდან დევნილობასთან შეურიგებლობის მისეულ განცდაზე; იმაზე რომ პოეტს თან გაჰყვა მოურჩენელი ტკივილი აფხაზეთზე, ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, პროფესორმა არნოლდ გეგეჭკორმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ, კრიტიკოსმა ციალა მესხიამ, პოეტმა მანონ ბულისკერიამ.

ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ გენო კლანდიას შემოქმედების მწვერვალი იყო მისი საგალობლები, რომელთა გამოცემასაც პოეტი, საბედნიეროდ, მოესწრო, და ამ საგალობლებით თითქოს თავადვე გაიკვალა გზა მარადისობაში.


საღამოს მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც მსახიობების მიერ წაკითხული გენო კალანდიას ლექსებით და ანსაბლ „აფხაზეთის“ მიერ შესრულებული სიმღერებით შეიკრა.
ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები, ლიტერატორები, ხელოვანები, პოეზიის თაყვანისმცემლები.

დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით არტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონკურსი

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და ინიციატივით თბილისი არტ ჰოლის  ხელმძღვანელობის კეთილი ნებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის ჩატარდა კონკურსი, სადაც შეირჩა ხელოვნების სტუდიისთვის მოზარდები, რომლებიც სხვადასხვა წრეებში დაეუფლებიან სრულიად უფასოდ ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს, საბალეტო ხელოვნებას და მხატვრულ კითხვას.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრენინგს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 28 აპრილს ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე „პრობლემების იდენტიფიცირება, სტრატეგიულ დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება და საპროექტო განაცხადის მომზადება“.

ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაწესებულებათა წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანი იყო,  მონაწილეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა:  საპროექტო განაცხადის ლოგიკური მოდელის შემუშავება, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, საპროექტო საქმიანობის დაგეგმვა, რისკების ანალიზი,
და ბიუჯეტირება

ტრენინგი ჩატარდა პროექტის “დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა  მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ გერგაულების ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი გადასცეს

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დევნილთა პრობლემებზე მომუშავე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თაოსნობით, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად დახმარება გაეწია ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ გერგაულების ოჯახს.

ერთიანი ძალიხმევით შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთები.

განყოფილების თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს, საკუთარი სახსრებით დახმარება გაეწიათ ოჯახისათვის სურსათით.

განყოფილების უფროსმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს  ამ კეთილ საქმეში წვლილის შეტანისათვის.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენო კალანდიას ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.

საღამოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლეგები, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე. საღამოზე წაიკითხეს გენო კალანდიას ლექსები, შესრულდა მის პოეზიაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია. საღამო მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. ის იყო შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას  ღირსების ორდენი გადაეცა.