აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ქართულ ვიკიპედიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 140 სტატია აიტვირთა

საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი შედგა. ვიკი-ბანაკს ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ნანა ციხისთავი, ვიცე- პრეზიდენტი მანანა შეყილაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა.

ასოციაციასთან არსებულ „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ თხუთმეტმა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში ატვირთა აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სტატიები, რომლებიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ვიკიპედიაში ერთ დღეში ქართულ ენაზე სტატიების რეკორდული რაოდენობა - 140 სტატია აიტვირთა. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაცია უკვე განთავსებულია როგორც ინგლისურენოვან (19 სტატია), ასევე აფხაზურენოვან (17 სტატია) ვიკიპედიაში.

პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლესა და პედაგოგს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

ვახტანგ ყოლბაია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა ჩეხეთის საელჩოს  როლს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებში.  

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ ზუგდიდში სკრინინგის ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. დარწმუნებული ვარ სკრინინგის ცენტრს ბევრი აფხაზიც ეწვევა და კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებს" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ მეფუტკრეობაში განხორციელებულ პროექტებს. ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებულია კავკასიური ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის - „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" განხორციელება, რომელშიც დევნილი მეფუტკრეები ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო, ხოლო 2018-2019 სასწავლო წლიდან აღნიშნული შეთავაზებით ასევე ისარგებლებენ ახალგაზრდები აფხაზეთიდან.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იან ჩერნიკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

დეპარტამენტში ჩატარდა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება

2018 წლის  25  იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში  ,,პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ” ინსტრუქციის  მოთხოვნათა შესაბამისად ჩატარდა დეპარტამენტის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება. კრებაზე არჩეულ იქნა პროფკავშირის კომიტეტი, პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე,  თავმჯდომარის მოადგილე,  სარევიზიო კომისია და  ხაზინადარი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების დეპარტამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომაშ პერნიცკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა

საუბარი შეეხო ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ მეფუტკრეობაში განხორციელებულ პროექტებს. ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებულია კავკასიური ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის“ განხორციელება, რომელშიც დევნილი მეფუტკრეები ჩაერთვებიან.

ვახტანგ ყოლბაია იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ იტალიის ელჩს ეუთოს თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარებას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ასევე განიხილეს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი ახალგარდების დაახლოებას და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას.  

თავის მხრივ იტალიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ აქტიურ ჩართულობას ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ათი წლისთავი აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაარსებიდან 10 წლისთავი აღინიშნა სლოგანით: „ერთად აფხაზეთისათვის".


შეხვედრაზე ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიღწეული შედეგები ვრცლად წარმოადგინა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ. რესურსცენტრის საქმიანობა და გალის რაიონში ქართული სკოლების და ქართული ენის სწავლების მძიმე მდგომარეობა თავიანთ მხრივ შეაჯამეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და სხვ. გამომსვლელებმა გალის ოკუპირებული ზონის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არსებულ რეალობაში გამოვლენილი უდიდესი ძალისხმევის გამო მადლობა გადაუხადეს. 


შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. გალის რაიონის სკოლების საბაზო საფეხურის 11 წარჩინებულ მოსწავლეს კი ლეპტოპები, ხოლო 4 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.


არტ-გალერეაში გამოფენილი იყო გალის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. გალის სახელოვნებო და საშუალო სკოლების მოსწავლეებმა საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს და ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და კორპორაცია ,,BREEZE”-ს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლეს და კორპორაცია ,,BREEZE"-ს ხელმძღვანელებს ბატონ კუმორს და იუსტინა ჩუდრის შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელი ალუ გამახარია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობაზე, განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა ,,სსიპ" - ების აქტიურ ჩართულობას სხვადასხა პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები გეგმავენ საქართველოში.

„შეხვედრა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო, შედეგზე რომელიც მიზნად ისახავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებში დევნილი მოსახლეობის აქტივის გამოყენებას, რასაც მივესალმები და მომავალშიც მაქსიმალურად მხარს დავუჭერ" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ერთად აფხაზეთისთვის" ჩატარდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.

ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე გალის სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული მოსწავლე  ლეპტოპით, ხოლო 4 წარჩინებული კურსდამთავრებული კი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

არტ-გალერეაში გამოფენილი იყო პროექტ „გზავნილები აფხაზეთიდან" ფარგლებში გალის სამხატვრო სკოლაში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. შესრულდა  საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია და სამინისტროს თანამშრომლები,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის  ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნაირა მარშანიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „ადრე თუ გვიან" პრეზენტაცია გაიმართა.

ნაირა მარშანიას ახალი წიგნი „ადრე თუ გვიან" ქართულ-აფხაზურ ტრადიციებსა და ურთიერთთანადგომას ეძღვნება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

საქართველოს მწერალთა კავშირმა ნაირა მარშანიას ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს. აგრეთვე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები. ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

თავის მხრივ ფატმა ჯერენ იაზგანმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ  ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების  ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა.

დაჯილდოებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა.

გრძელდება დეპარტამენტის თანამშრომლების აქტიური ჩართულობა ტაძრის მშენებლობაში

ქ. თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოში უკვე განხორცილებული და აგრეთვე სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

ვახტანგ ყოლბაია ნილს სკოტს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.