აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“ -მა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „GINO-Paradise"-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა-პარკს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 60 მოზარდი სტუმრობდა.

ბავშვებმა „GINO-Paradise"-ის მომსახურებით ისარგებლეს და მთელი დღე წყლის სხვადასხვა ატრაქციონებზე ხალისიანად გაატარეს. მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს უმასპინძლა.

ვახტანგ ყოლბაიამ მუსტაფა ქორქმაზს მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისათვის. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მუსტაფა ქორქმაზს განუცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელიც თურქულმა მხარემ დევნილი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში შეიტანა. ეს ეხება როგორც გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკის წარმოებაში გაშვებას, ასევე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების განსათავსებელი ობიექტის გახსნას.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის ახალ გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მუსტაფა ქორქმაზს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის" დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობის ფარგლებში დევნილები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გრძელვადიან და მოკლედვადიან პროფესიულ საგანმანმანათლებლო პროგრამებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან.

ასევე, მხარეები პროექტების ერთობლივად დაგეგმავასა და განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს „C “ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩაუტარდათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და ორგანიზებით „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის" სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს „C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩაუტარა.

გამოკვლევებს მონიტორინგს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე უწევდა.

„C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონში ჩასახლებულ ყველა დევნილს ჩაუტარდება.

„ილიაობის“ დღესასაწაულმა წელს აფხაზეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ილიაობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაიმართა აფხაზური საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზი ეროვნების სტუმრებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ამ ფორმატით დღესასწაული 2014 წლიდან აღინიშნება და მას უკვე ტრადიციული სახე აქვს. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და პროექტ „ZRDA"-ს წარმომადგენელმა საქართველოში ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ე.წ. „გამყოფ ხაზთან", მდ. ენგურის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილებისათვის საარსებო წყაროების შექმნას გულისხმობს. ამისათვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მასში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტო USAID-ის პროექტ „ZRDA"-ს ტექნიკური მხარდაჭერით ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის 16 სოფელში მცხოვრები დევნილებისათვის 10.000 მ² სასათბურე კონსტრუქციისა და სათანადო აღჭურვილობის გადაცემას ელექტრონული აუქციონის წესით უზრუნველყოფენ.

მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმი  წინა წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი აქტივობების, კერძოდ დევნილებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების სასათბურე ბიზნესში ჩართვის პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგელოზის დღეს ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ვულოცავთ მისი ანგელოზის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.

ღრმად გვწამს, რომ მისი ლოცვების მადლით უფალი ინებებს მოძმე აფხაზ ხალხთან ერთად აფხაზეთის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებას და საქართველოს გაბრწყინებას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

ვახტანგ ყოლბაია ბათუმში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

შეხვედრაზე ე.წ. კომპენსირებული დევნილების პრობლემები და მათის გადაჭრის გზები განიხილეს.

ასევე, საუბარი დევნილების კოლექტიური საცხოვრებელი კორპუსების ქალაქ ბათუმის მერიისათვის საკუთრებაში გადაცემასთან არსებულ პრობლემებს შეეხო.

დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას" შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარების უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებს გამოკვლევები მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ექიმთა ჯგუფმა ჩაუტარა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ოფთალმოლოგი, მამოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, თერაპევტი, დერმატოლოგი, ვენეროლოგი, ექოსკოპისტი, რენტგენოლოგი, მამოგრაფი და პროქტოლოგი.

სამედიცინო აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და კლინიკის დირექტორი ალექსანდრე ჩიჩუა უწევდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის „სოფტექნიკის“ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე  ქალაქ ზუგდიდის სოხუმის ქუჩაზე მდებარე „სოფტექნიკ"-ის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ჩასახლების  ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დევნილებმა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ თვიმმართველობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით დევნილების პრობლემების მოგვარების გზებს განიხილავს.

ვახტანგ ყოლბაია ახალაბასთუმანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის აავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში „ხორცკომბინატი"-ს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

აღნიშნულ ობიექტში 42 ოჯახია ჩასახლებული, რომლებიც ბინების გაზიფიცირებასა და ჩასახლებამდე  მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობაზე ესაუბრა.

ვახტანგ ყოლბაია კომპანია “World Technic”-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ბაზარზე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიის "World Technic"-ის დამფუძნებელს ზვიადი ბრეგვაძესა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ვალერ გორგოძეს შეხვდა.

შეხვედრაზე კომპანია "World Technic"-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის შესაძლებლობები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შმავალი შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს.

ასევე, ისაუბრეს და განიხილეს ე.წ. „გამყოფ ხაზთან" მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილების საარსებო წყაროს შექმნისა და სხვადასხვა ტიპის პროექტების ინიცირების საკითხი.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია „ამბასადორიალი-2016“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

ამბასადორიალის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეული საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც განიხილება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები, ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.

ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტასი მიიღებენ.

„ამბასადორიალი-2016" 29 ივლისს დასრულდება.

აფხაზეთის საფეხბურთო კლუბის იუბილე აღინიშნა

„ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა"-ს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილე აღინიშნა. აგრეთვე დაწესა ნორჩ ფეხბურთელთა „გარდამავალი თასი". ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1916 წელს გამართა და მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწია. საფეხბურთო კლუბ „სტრელასა" და მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სხვადასხვა ოჩამჩირულ კლუბში არაერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ვიტალი დარასელია.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა"-ს ხელმძღვანელი თენგიზ ნორაკიძე და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

კინოსტუდია „ქართული ფილმში“ ლევან ანჯაფარიძის ფილმის სამუშაო ვარიანტის ჩვენება გაიმართა

კინოსტუდიაქართული ფილმში“, რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმისგზასამუშაო ვარიანტის ჩვენება გაიმართა. ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემას ეხება. რეჟისორის თქმით, დასრულების შემდეგ ეს ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე სრულყოფილი იქნება. აღშანიშნავია, რომ ეს არის ბოლო წლების განმავლობაშიქართული ფილმისმიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის პრემიერაც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესაა დაგეგმილი. სამომავლოდ, იგეგმება ფილმის წარდგენა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ფილმის რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, ქართული კინოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი.