საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი"-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი"-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ორგანიზაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია და ბენეფიციარების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მსგავს აქციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად რეგულარულად ატარებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ. დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.
ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ბრძანებით თავმჯდომარესთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, აღნიშნული დოკუმენტის პროექტის შესწავლისა და წინადადებების შემუშავების მიზნით. ჯგუფს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
მოზარდმაყურებელთა თეატრში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ინიციატივითა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლი სახელწოდებით „საახალწლო ნაძვის ხე“ გაიმართა. წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე მოზარდი დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა. უჭეროდ დარჩენილმა თეატრმა, 24 წლიანი დევნილობის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში დაიდო ბინა. ამ მოვლენის აღსანიშნავად თეატრის ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.
1993 წლიდან მოყოლებული სოხუმის თეატრი სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი ის საკუთარ შენობაში გააგრძელებს საქმიანობას.
13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა. ბავშვებს 2017 წლის დადგომა მოულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიებამ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა, სადაც ბავშვებს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჭინჭრაქა“.
ღონისძიებაში, რომლის ორგანიზებაში ჩართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა, მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებულმა 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ქ. ქუთაისში მოქმედი აფხაზეთის, N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში თეატრის ახალ ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.
1993 წელს სოხუმის დატოვების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. მთელი ამ დროის განმავლობაში დევნილ თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნდა და სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი თეატრი უკვე საკუთარ შენობაში გააგრძელებს მოღვაწეობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას" პროფესიულ დღესასწაულს-ქართული თეატრის დღეს ულოცავს.
დევნილობაში მყოფი 2 თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა არ ჩამორჩეს ქართული თეატრის განვითარების პროცესს და მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს. ქართული თეატრის ისტორიაში აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ ჯანჯულიების ოჯახს ესტუმრა.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მოიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა, ხოლო ოჯახის ყველაზე პატარა წევრები კი საჩუქრებით გაახარა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია აფხაზეთიდან დევნილ 103 წლის ლიდია ქებაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცეს.
მთავრობის თავმჯდომარემ უხუცეს ქალბატონს დღეგრძელობა უსურვა და ყვავილები და საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იუბილარ ლიდია ქებაძეს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაუწია.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები და პერიოდულად აგრძელებენ მონაწილეობას ქ. თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.
მიმდინარე წლის 10, 11 და 12 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გამართულ სპექტაკლს “საახალწლო ნაძვის ხე”აფხაზეთიდან დევნილი 360 ბავშვი დაესწრო.