აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა

აფხაზეთის ა/ რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებს 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.  სამინისტრო აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა  მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განხრით. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა:  

სოფელ ვაზიანში მოეწყო პურის საცხობი და სოციალური ცენტრი

შემუშავდა მეფუტკრეთა მხარდაჭერის პროგრამა და სხვა.

 თითოეული განხორციელებული პროექტი უშუალოდ მიმართული იყო დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ და ჩართული იყო არაერთი  საერთაშორისო ორგანიზაცია.

2021 წილს 6 თვეში გაწეული საქმიანობის წარდგენას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრა ისრაელის საელჩოში

      

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ამასთანავე ერთი მხრივ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მეორე მხრივ, ისრაელის საელჩოსა და MASHAV- ს (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) შორის სამომავლო ერთობლივი პროექტები მიმოიხილეს.

 

კომპაქტურად ჩასახლებულ ოთხ ობიექტში მცირე სარემონტო სამუშაოები დასრულდა

დავასრულეთ ოთხ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცირე სარემონტო სამუშაოები:
რუსთავში, ბოსტან ქალაქის N1-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები;
რუსთავში, კოსტავას N35-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები და კიბის მოაჯირების შეცვლა;
თბილისში, გურამიშვილის ჩიხი, N 9-ში, სადარბაზოს შემინვა და ხის ფანჯრების მეტალო-პლასმასის ფანჯრებით შეცვლის სამუშაოები.
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა N6 -ში მდებარე ობიექტის შესასვლელში მეტალო- პლასმასის ფანჯრების შეცვლის სამუშაოები.
სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროგრამის - „დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის“ ფარგლებში განხორციელდა.
ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში არსებულ 8 დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 6 თვის ანგარიში

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საანგარიშო პერიოდში უწყების ძირითადი საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, დევნილებისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიების პროცესში და აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.

სხდომის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა.

გასვლით სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 6 თვის ანგარიში

რუსლან აბაშიძემ ეგვიპტელ ბიზნესმენებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ეგვიპტელ ბიზნესმენებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შეხვედრაში აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილთა მომსახურების სამ პროგრამას:

დევნილთა განსახლების ობიექტებში კომპლექსური კვლევებს, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას და სადეზინფექციო სამუშაოებს;
დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის პროგრამას;
დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამას.

 

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოს გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოს გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა. გრიფმინიჭებული წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოიცა. წიგნის ავტორები არიან ირმა ოსია და რიტა ამიჭბა-მარღანია, სახელმძღვანელო I-IV კლასებისთვისაა განკუთვნილი.

გამომცემლებმა სახელმძღვანელო დღეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა, მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, დღემდე არაერთი პროგრამა ხორციელდება. ბოლო პერიოდში შეიქმნა ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი წიგნები და მეთოდური მასალები, ითარგმნა ლიტერატურა აფხაზურ ენაზე, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს საუკეთესო მეგზურობას უწევს.

ფოტოგამოფენა - ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ აფხაზური ისტორიის სახლში გაიმართა ფოტოგამოფენა - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“.

ექსპოზიციაზე გამოიფინა ფოტომასალები პირადი არქივიდან, რომლებზეც ასახულია აფხაზეთის საზოგადოების წევრების სხვადახვა თაობის უნიკალური ურთიერთოებები.

ფოტოგამოფენის მიზანია საერთო ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა.

„დღეს, თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დავესწარი აფხაზური ისტორიის სახლში გამართულ ფოტოგამოფენას - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“, რომელზეც გამოიფინა აფხაზეთის საზოგადოების წევრების სხვადახვა თაობის უნიკალური ურთიერთოებების ამსახველი ფოტომასალები.

ფოტოგამოფენით ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობაში კიდევ უფრო გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ ისტორიული მეხსიერება ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის შესახებ.
 
მჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები, რომელიც საერთო კულტურისა და ისტორიის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, იქნება ერთ-ერთი მყარი საფუძველი ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობის აღდგენისა და განმტკიცებისა.“ - აღნიშნა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
თამაზ ნადარეიშვილს დღეს 67 წელი შეუსრულდებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს  67  წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ივანე დოლიძესთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე  მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - მესამე ლექცია ქ. ზუგდიდში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - ფარგლებში,  ქ. ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებს აფხაზეთთან დაკავშირებული საკუთარი ემოციები და ზოგადი ხედვები გაუზიარა.

დღის ბოლოს სამინისტრომ ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში    ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოაწყო. კადრებზე ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები, ქალაქების - სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთის, ოჩამჩირის, გალის, გულირიფშის, ტყვარჩელის - ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებია აღბეჭდილი. შემდეგ კი  იქვე     აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ კონცერტი გამართა.

დამსწრეთ სიტყვებით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

კონცერტს აფხაზეთიდან დევნილი და ზუგდიდის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში პროექტი „ევროპული არდადეგები“ ჩატარდა

სათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიებები გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მოწვეულმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.

სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობასა და ევროპული ღირებულების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, სათაფლიის ნაკრძალი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონცერტი აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელის მონაწილეობით.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ხონში, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა

სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ (Slovak Aid) აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროექტი - ,,იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია“.
დააფინანსა.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მინდია სილოგავამ და სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, პაველ ვიზდალიმ მოაწერეს.
პროექტი ითვალისწინებს
ხონში არსებულ N4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორიის შექმნას, რომლითაც ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები ისარგებლებენ.

 

„ევროპული არდადაგები“ სათაფლიაში

სათაფლიაში, პროექტის „ევროპული არდადაგების“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - საქართველო, ევროპა და ადამიანი.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და სსიპ - „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

პროექტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-ზე მეტი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და სსიპ - „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.

მინი ფეხბურთის ტურნირი დევნილი მოზარდების მონაწილეობით

მიმდინარე წლის 15 ივლისს ქ. ქუთაისში გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი 12-15 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და ტურნირში მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ. მან ტურნირის გამარჯვებული გუნდები თასებითა და მედლებით დააჯილდოვა. ასევე, ტურნირში მონაწილე გუნდების ყველა წევრსა და მსაჯებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართება ქალაქ ბათუმში, სადაც ქ. ქუთაისის და 2020 წლის ტურნირის გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საპრიზო თასის მოსაგებად.

მინი ფეხბურთის ტურნირი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და სსიპ - „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება.