აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების რამდენიმე ობიექტს სტუმრობდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მთავრობის თავმჯდომარეს მათი პრობლემები გააცნეს და ობიექტებში არსებულ პირობებზე ესაუბრნენ.

დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საჩუქრები სანატორიუმებში („ბალნეოლოგიური", „ბორჯომი", „ლიკანი2" და „ლიკანი3") მცხოვრებ ბავშვებს გადასცა. საჩუქრები ასევე მიიღეს პანსეონატ „პლატო"-სა და საერთო საცხოვრებელ „მთისხევში" ჩასახლებულმა დევნილმა მოზარდებმა. საერთო ჯამში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისაგან საჩუქრები 500-მდე დევნილ ბავშვს დაურიგდა.

აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებებში 822 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

ღონისძიება აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების რამდენიმე ობიექტს სტუმრობდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მთავრობის თავმჯდომარეს მათი პრობლემები გააცნეს და ობიექტებში არსებულ პირობებზე ესაუბრნენ.

დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საჩუქრები სანატორიუმებში („ბალნეოლოგიური", „ბორჯომი", „ლიკანი2" და „ლიკანი3") მცხოვრებ ბავშვებს გადასცა. საჩუქრები ასევე მიიღეს პანსეონატ „პლატო"-სა და საერთო საცხოვრებელ „მთისხევში" ჩასახლებულმა დევნილმა მოზარდებმა. საერთო ჯამში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისაგან საჩუქრები 500-მდე დევნილ ბავშვს დაურიგდა.

აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებებში 822 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

ღონისძიება აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით მოეწყო.

საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით საჩუქრები ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერას" 72 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ონკოლოგიური საავადმყოფო „ბერი ანდრიას სახელობის ფონდი"-ს 21 ბავშვს გადაეცა.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" საჩუქრები ასევე ქაიროს, ქინძმარაულის, გუდამაყრისა და სასტუმრო ბახტრიონის კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებმა 230-მდე ბავშვმა მიიღო.

ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მსგავს ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საჩუქრების გადაცემა დედაქალაქშიც გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რეგიონების პარალელურად საჩუქრების დარიგებას დედაქალაქში განაგრძობს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წევრები თბილისში, გუდამაყრის 4-ში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს სტუმრობდნენ და 70-მდე დევნილი ბავშვს საჩუქრები მიუტანეს.

საჩუქრები პატარებისთვის ფონდმა „კეთილი სამარინელი საქართველოში" გამოყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საჩუქრები ორი დღის განმავლობაში არაერთმა პატარამ მიიღო.

საჩუქრები იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით ამჯერად საჩუქრები იმერეთის რეგიონში მცხოვრებ  დევნილ ბავშვს გადაეცათ. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საჩუქრები კოპიტნარის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ 200 ბავშვს მიუტანეს.

საქველმოქმედო აქცია ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით  ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საჩუქრები მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივითა და ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულმა დევნილმა ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს. 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფოცხო-ეწერსა და ზღვაიას დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებს სტუმრობდნენ. აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრებ 130-მდე ბავშვს საჩუქრები გადაეცა. საჩუქრებს ასევე მიიღებს სოფელ ჯვარის დევნილთა საბავშო ბაღი ,,ცხუმი"-ს 65 აღსაზრდელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საჩუქრებს სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილი ბავშვებიც მიიღებენ.

ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მსგავს ღონისძიებებს რამოდენიმე წელია ახორციელებს.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ქ.თბილისში, სპორტის აკადემიის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" საჩუქრები გადაეცათ.

ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მსგავს ღონისძიებებს რამოდენიმე წელია ახორციელებს. საჩუქრები მთელი საქართველოს მასშტაბით კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში მცხოვრებმა 5 000-მდე ბავშვმა უკვე მიიღო.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო წარმოდგენა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საკონცერტო დარბაზში კინოცენტრ „აფხაზეთის" ორგანიზებით ჩატარდა. საღამო სახელწოდებით „დაეხმარე სხვას და გახდი უფრო ბედნიერი" ქველმოქმედთა სახლში „მომავლის გზა" მცხოვრებ პატარებს მიეძღვნა. ბავშვებს საახალწლო განწყობა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულმა დევნილმა მოზარდებმა მოუწყვეს.

საღამოს აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ვარკეთილში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ობიექტს სტუმრობდა. გიორგი ბარამიამ იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საახალწლო საჩუქარი 40-მდე ბავშვმა მიიღო. აღნიშნულ ობიექტზე 32 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გიორგი ბარამიას ინიციატივით, საჩუქრებს მთელი საქართველოს მასშტაბით კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 4000-მდე დევნილი ბავშვი მიიღებს.

საქველმოქმედო აქცია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერითა და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით  ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა საშობაო საჩუქრები მიიღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით, ქ. თბილისის მასშტაბით კომპაქტურ ჩასახლებებში (მუხიანის №174 ბაგა-ბაღი, დიღმის ლოკომოტივის ბაზა, აღამშენებლის №138, ნუცუბიძის 2 მკ/რნ, ვარკეთილის მასივი) მცხოვრებ 200-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრები დაურიგდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცა.

საქველმოქმედო აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, საჩუქრებს თბილისსა და რეგიონის სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ბავშვებიც მიიღებენ.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II -ს დაბადებიდან მე-80 და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს დაბადებიდან მე-80 და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს ულოცავს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ სიმხნევეს.

მაცხოვრის შობის წინა დღეებში ჩვენს დედა-სამშობლოს და თითოეულ ქრისტიანს ვუსურვებთ დიდხანს არ მოკლებოდეს ჩვენი მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევა ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.

არ გვტოვებს იმედი, რომ უწმინდესისა და უნეტარესის მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს საქართველოს.

აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ „ქართლში" კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, უფასო ექოსკოპიური, ექო-კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები 800-მდე დევნილმა გაიარა. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა გლუკომეტრის აპარატი საჩუქრად მიიღეს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში შპს „აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა თბილისის პოლიკლინიკის" ექიმები ატარებდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სისტემატიურად ხორციელდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 22-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 22-ე რაუნდი დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს საქართველოს ახალი შემადგენლობა წარმოადგენდა. დისკუსიებში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.

ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ მიიღო მონაწილეობა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 23-ე რაუნდი 2013  წლის 26-27 მარტს გაიმართება.

მარჯანიშვილის თეატრში ღონისძიება „ქართულ - აფხაზური საგანძური“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიება  სახელწოდებით „ქართულ - აფხაზური საგანძური" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს - აფხაზეთს, ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებს.

თეატრის ფოიეში, საგანგებოდ ამ დღისთვის მოეწყო „ქართულ - აფხაზური საგანძურის" ბანერული გამოფენა, წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ნაშრომები ქართულ აფხაზურ ურთიერთობებზე. ასევე, მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა. წარმოდგენილი იყო თემატური ვიდეო-ინსტალაციები, რომლებშიც ასახულია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი ურთიერთანაცხოვრება.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა. ქართული დელეგაციის განცხადებით, ეს დოკუმენტი არის იმის გარანტი, რომ რუსეთის ფედერაციამ სამომავლოდ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს.

მოლაპარაკებებზე განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული  დაბრუნების საკითხები.

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია  მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების 21-ე რაუნდს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული წევრები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 22-ე რაუნდი 2012 წლის დეკემბერში გაიმართება.