ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია პირველ მოადგილე ზვიად ბულისკერიასთან ერთად აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა.
საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ახალგაზრდულ პირველობაში - აფხაზეთის ნაკრებმა გუნდმა, რომელიც მაგიდის ჩოგბურთის კლუბების „ცხუმისა“ და „დიოსკურიას“ წევრებისგან შედგებოდა, წარმატებით იასპარეზა და ერთეულთა თანრიგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.