აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რესურსცენტრები

ზემო აფხაზეთის რესურსცენტრი

ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შეიქმნა  2007 წლის 1 მაისს  ზემო აფხაზეთში, სადაც  ფუნქციონირებდა 3 საჯარო და 6  დაწყებითი საფეხურის სკოლა, რომლებიც გენწვიშის საჯარო სკოლაზე იყვნენ მიბმულნი. 2008 წლის 1 აპრილის მონაცემებით ზემო აფხაზეთის საჯარო  სკოლებში  სწავლობდა 292 მოსწავლე, ხოლო დასაქმებული იყო  89 პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი. რესურსცენტრი აქტიურად იყო ჩართული ზემო აფხაზეთში გამართულ კულტურულ საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა–ორგანიზებასა და განხორციელების საქმეში.

2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად    ზემო აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებას აგრძელებს ქ. თბილისში  და განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზ.  № 89/ 24, მე 13–ე სართული, ოთახი 6.


გალის რესურსცენტრი

შესაბამისი ინფორმაცია მზადდება ვებ–გვერდზე განსათავსებლად. გვეწვიეთ მოგვიანებით.