-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
ქ. ოჩამჩირეში დაბადებული და გაზრდილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის, ნახევარმცველის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, მრავალი ჯილდოს, პრემიისა და პრიზის მფლობელის ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენების გამოვლენას, მხარდაჭერას და წახალისებას ემსახურება;
სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე 8-დან 17 წლამდე ახალგაზრდებს: სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, ასევე პრესტიჟული საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების გამარჯვებულებს და პრიზიორებს);
სტიპენდია წესდება საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე 7 (შვიდ) გამარჯვებულზე, თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად, კალენდარული წლის 10(ათი) თვის განმავლობაში;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ ფიზიკური სახით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში
ან ელეტრონულ პორტალზე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე 17-დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს: სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, ასევე პრესტიჟული საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების გამარჯვებულებს და პრიზიორებს).
გუნდური სპორტის სახეობების შემთხვევაში (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ფრენბურთი, წყალბურთი და ა.შ.) აუცილებელია კონკურსანტი იყოს აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირი ან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები გამორჩეული (წარმატებული) სპორტსმენი და ჰქონდეს მაღალი სპორტული მიღწევები. უპირატესობა მიენიჭება სპორტსმენს, რომელსაც მიღებული აქვს ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა პრიზი (სეზონის საუკეთესო მოთამაშე სხვადასხვა ნომინაციაში და ა.შ.).
სტიპენდია წესდება 12 (თორმეტ) გამარჯვებულზე, თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად, კალენდარული წლის 10 (ათი) თვის განმავლობაში.
განაცხადები მიიღება ფიზიკური სახით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ან ელექტრონულ პორტალზე - https://portal.abkhazia.gov.ge/guest/show/114
23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
მისამართი: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა №68.
ცხელი ხაზი: 143
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/NWsxr
მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად:
- შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (არადევნილი სპორტსმენის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს, რომ სპორტსმენი რეგიონალურ შეჯიბრებებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ასპარეზობს);
- სიგელები, დიპლომები, ჯილდოები ან/და წარმატების დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა;
- მწვრთნელის რეკომენდაცია;
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (ეს პუნქტი არ ეხება სპორტის სხვადასხვა სახეობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს);
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური;
საქართველო-თბილისი 0102, დ.უზნაძის ქუჩა №68 ;
საკონტაქტო ტელ: +995 599 92 50 50; +995 598 39 39 10