-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია
-
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
-
აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
-
კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები
-
სტაჟირება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისათვის
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ინიცირებული სპორტული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, აფხაზეთიდან დროებით დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისა და სპორტსმენების აქტიურ ჩართვას სპორტულ ცხოვრებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობას. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სპორტული შეჯიბრებების, მათ შორის ინკლუზიური პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.
თითოეული განაცხადის დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
- ტურნირები, ჩემპიონატები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები სპორტსმენების, გუნდებისა და კლუბების ადგილობრივ/რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა;
- სპორტული ტურნირების, ჩემპიონატებისა და სხვა სპორტული ღონისძიებების ფარგლებში — სხვადასხვა სახეობის სპორტული კლუბებისა და გუნდების ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფა (აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გაზრდისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით);
- აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა (მგზავრობის საფასური, საწევრო შენატანი);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია.
დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (ააიპ, სსიპ).
დაფინანსების მისაღებად, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
- საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი განახლებული უნდა იყოს განაცხადის წარმოდგენამდე ერთი თვის ფარგლებში);
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაძენი საქონლის ბაზრის კვლევის სამი ინვოისი;
- შესაძენი მომსახურების ბაზრის კვლევის არანაკლებ ორი ინვოისი;
- განმცხადებელი სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (დავალიანების არსებობის შემთხვევაში განაცხადი არ გადაეცემა კომისიას განსახილველად);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (საერთაშორისო დონეზე (საზღვარგარეთ) აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენის მონაწილეობის შემთხვევაში);
- პროექტების განაცხადის დაზუსტების ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში, ხარვეზის ან/და შენიშვნების არსებობისას);
- თანადაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში);
- პროექტთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია, ვიზუალური მასალა ან სხვა ინფორმაცია (სამინისტროს მიერ საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი);
- პროექტების შესრულების ანგარიშის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად;
- პროექტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა;
- შეძენილი ეკიპირებისა თუ ინვენტარის ფოტო მასალა;
- ღონისძიებაში მონაწილე პირთა სია, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: პროექტში/ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
- თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი ფინანსური დოკუმენტები.
საპროექტო განაცხადით წარმოდგენილ დაფინანსების საკითხს განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68
ელ ფოსტა: meca@abkhazia.gov.ge
საკონტაქტო ნომერი: 551 55 62 72
ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია, ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, წარმოადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პროექტების შესრულების ანგარიშის ფორმის“ (დანართი N3) შესაბამისად.