-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია
-
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
-
აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
-
კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები
-
სტაჟირება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისათვის
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის სპორტული კლუბებისა და გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტის სახეობათა შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, ასევე საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბებისა და გუნდების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და აღნიშნული დაფინანსების გზით მათ რეგულარულ მონაწილეობას სხვადასხვა ოფიციალურ ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებში.
დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიულ პირებს, რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით.
დაფინანსების მიმღები სუბიექტისთვის განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები:
ა) აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპარეზობა;
ბ) კლუბი რეგისტრირებული უნდა იყოს 2026 წლის 01 იანვრამდე;
გ) გუნდი/კლუბი უნდა შეესაბამებოდეს N1 ცხრილით განსაზღვრულ სიას.
საპროექტო განაცხადის განხილვისა და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, კომისია მხედველობაში მიიღებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, გუნდის საჭიროებებსა და ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების ოდენობას.
ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება:
ა) ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია უძრავი ქონების შეძენასთან;
ბ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ხარჯები;
გ) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) განაცხადში მითითებული ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული კატეგორიის ბენეფიციარისთვის ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მაქსიმალურ დაფინანსებას, რომელიც განსაზღვრულია N1 ცხრილით.
გუნდებს/კლუბებს უფლება აქვთ, N1 ცხრილის შესაბამისად, წარადგინონ განაცხადი, იმ ლიგისთვის განსაზღვრული ფულადი თანხის ოდენობაზე, რომელშიც ისინი ასპარეზობენ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ჰყავს რამდენიმე კაცთა გუნდი, რომლებიც სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობენ, კლუბს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ ამ ლიგებიდან უმაღლესი ლიგისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ჰყავს ლიგაში მოასპარეზე როგორც კაცთა, ასევე ქალთა გუნდები, კლუბს უფლება აქვს მოითხოვოს ორივე გუნდისთვის განსაზღვრული ფულადი თანხის ჯამური რაოდენობა.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი ითვალისწინებს გუნდის/კლუბის დავალიანების დაფარვას (იჯარა, საწევრო გადასახადი) ამ შემთხვევაში დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს ვალდებულების ან დავალიანების წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. დავალიანება ან ვალდებულება წარმოშობილი უნდა იყოს 2026 წლის 1 იანვრიდან. ქვეპროგრამა 2026 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი ვალდებულებებისა და დავალიანებების დაფარვას არ ითვალისწინებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები;
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი განახლებული უნდა იყოს განაცხადის წარმოდგენამდე ერთი თვის ფარგლებში);
- შესაბამისი ფედერაციების მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია გუნდების შესახებ (მაგ.: რომელი გუნდი, რომელ ლიგაში თამაშობს და ა.შ.);
- სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (გაითვალისწინეთ, რომ დავალიანების არსებობის შემთხვევაში განაცხადი არ გადაეცემა კომისიას განსახილველად);
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაძენი საქონლის/მომსახურების ბაზრის კვლევის სამი ინვოისი;
- გუნდის/კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- იჯარის გადასახადის მოთხოვნის შემთხვევაში:
ა) საიჯარო ხელშეკრულება;
ბ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საწევრო შენატანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფედერაციისგან წარმოდგენილი ოფიციალური წერილი.
დაფინანსების საკითხს წყვეტს არაუმეტეს 9 წევრისაგან შემდგარი სპეციალური კომისია N1 ცხრილით დადგენილი ლიმიტების, ბენეფიციარის მიერ მიღწეული შედეგების, აგრეთვე სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებითა;
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68
ელ ფოსტა: meca@abkhazia.gov.ge
საკონტაქტო ნომერი: 551 55 62 72
ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით წარმოადგინოს სამინისტროსგან მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია “დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშის ფორმა“ - დანართი N2-ის შესაბამისად.