აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ნიკოლოზ  თაბუკაშვილის  სახელობის  პრემია

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევრებზე, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში.

კონკურსი ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ. პრემიის მოსაპოვებლად  ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში.

კონკურსში გამარჯვებულ პირს მიენიჭება ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და  დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

პრემიის გაცემის  წესი  და  პირობები

  1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ.
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე) სამინისტროში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, კერძოდ:

ა) საკონკურსო განაცხადი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის მოწმობის ასლი.

 

  1. პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში.
  2. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს.
  3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით;
  4. პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო მასზე წარდგენილი;
  5. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნამუშევრის ხელმეორედ წარდგენა.
  6. ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია პირს ენიჭება მხოლოდ ერთხელ.

 

გადაწყვეტილების მიღების წესი

  1. პრემიის მოსაპოვებლად შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების ავტორებიდან კომისია გამოავლენს სამ ფინალისტს, რომელთაგან საუკეთესო გამოცხადდება გამარჯვებულად.
  2. კომისიის გადაწყვეტილება პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭების შესახებ, მიიღება ფარული კენჭისყრით, წევრთა ხმების უმრავლესობით.
  3. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა კონფიდენციალურია დაჯილდოების მომენტამდე.
  4. ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემიალური თანხა ნაწილდება თანაბრად.

 

კონკურსის შედეგის გამოცხადების წესი

პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ქვეყნდება არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

 

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო-თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68, 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული


საკონტაქტო პირი:

სალომე თორია, ტელ: 577 34 85 34

ია მოწაფია,  ტელ: 577 09 21 27