მთავარი/................/იუსტიციის დეპარტამენტი/ახალი ამბები
იუსტიციის დეპარტამენტი

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 25 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ პრეზენტაცია გამართა თემაზე: ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მეთოდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში“.

საპრეზენტაციო თემა მომზადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სხვა საჯარო დაწესებულებათა გამოცდილების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით.

2019 წლის 17 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის დეპარტამენტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  თავმჯდომარე  იგორ კოპალიანი, რომელიც შეეხო დამსწრე მაგისტრანტთა იუსტიციის დეპარტამენტში სასწავლო პრაქტიკის გავლის მნიშვნელობას.

გადაწყდა, რომ  შემუშავდება  შესაბამისი გრაფიკი, რომლის მიხედვით სტუდენტები 2019 წლის  20 ივნისის ჩათვლით გაივლიან სასწავლო პრაქტიკას იუსტიციის დეპარტამენტში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2019 წლის 5 აპრილს სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს იურისდიქცია, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები, დავის წარმოების ეტაპები და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა“.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია.

შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები  და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და  უმაღლესი  განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება გასაუბრების ფორმით. კანდიდატმა დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) CV.

გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის წარდგინებით.

მოცემული სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი და არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას, თუმცა, ჩვენი სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად (justminabkhazia@gmail.com),(justice@abkhazia.gov.ge),   ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:   ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ, N17ე.

საკონტაქტო პირი სოფიო ყოლბაია, ტელ: 599 50 03 55, 222 12 05.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში რვა ვიზიტი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ – ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.  

სხდომაზე იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა მთავრობის წევრებს იუსტიციის დეპარტამენტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.  2018 წელს ძირითადი საქმიანობა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდებოდა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის განვითარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, დევნილთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტებზე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი შეფასების მომზადებასა და ცენტრალურ უწყებებთან მეტი თანამშრომლობისა და დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასრულდა ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგი-მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის  მეშვეობით გამოცხადებული კონკურსი.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა 25 (ოცდახუთი) კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე –  (ტესტირება)  გადასვლის უფლება მოიპოვა 13 (ცამეტი) კანდიდატმა.  კონკურსში მეორე ეტაპის (ტესტირება) გადასალახად გამოცხადდა   3 (სამი)   კანდიდატი.    ტესტების პასუხების შეფასების შედეგად გაირკვა, რომ  კონკურსის მეორე ეტაპი  წარმატებით გადალახა ერთმა  კანდიდატმა რითაც  მოიპოვა კონკურსის მესამე ეტაპზე-გასაუბრებაზე გადასვლის უფლება. კონკურსის მე-2 ეტაპის (ტესტირების) შეფასების ქულებისა და მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგების  გათვალისწინებით,  ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი.

აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება რა ტიპის იურიდიულ დახმარებებს უწევს საკუთარ მოსახლეობას, რა პროგრამები მოქმედებს მათთვის და რა ტიპის კონსულტაციების მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან გადაადგილებულ პირებს დედაქალაქსა თუ რეგიონებში – ამ საკითხებზე „თაიმერი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ იგორ კოპალიანს ესაუბრა.

თაიმერი: ბატონო იგორ, იუსტიციის დეპარტამენტი რა დახმარებას უწევს დევნილ მოსახლეობას?
იგორ კოპალიანი: აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა ქვეყნისათვის, მითუმეტეს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისათვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მათი პრობლემების გადაჭრის გზები განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. დევნილ მოსახლეობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა საჭიროა სამართლებრივი მხრიდან მუშაობაც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას დევნილთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. იუსტიციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში დევნილებს უწევს ადვოკატირებას, რაც მოიცავს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე და დოკუმენტების შედგენას სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში წარსადგენად.თაიმერი: რა არის მიმდინარე პრობლემები დევნილი

მოსახლეობისთვის და რა ვითარება გვაქვს რეგიონებში?
იგორ კოპალიანი: რა თქმა უნდა, დევნილთათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარება და დეოკუპაციის შემდეგ აფხაზეთში მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნება. ზოგადად, დევნილი საზოგადოება ინტეგრირებულია ადგილობრივ საზოგადოებასთან და, შესაბამისად, ყველა იმ გამოწვევის წინაშე დგას, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმყოფება. მთავარია, რომ გადატანილმა ტრაგედიამ და სოციალურ–ეკონომიკურმა პრობლემებმა ვერ მოახდინა დევნილთა გარიყულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებიდან. ძირითადი პრობლემა, სხვა პრობლემებთან ერთად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხია. მუდმივი საცხოვრისის დატოვების გამო, პირველ რიგში, მათ ესაჭიროებათ დროებითი თავშესაფარი, მით უმეტეს, რომ მათი მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების საკითხი, რომელიც თავისთავად რთული პროცესია, მთელი რიგი მიზეზების გამო, დროში გაიწელა. გარდა გრძელვადიანი განსახლებისა, პრობლემას წარმოადგენს უმუშევრობაც. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა დევნილთა იმ ჩასახლებებში, რომლებიც მოწყვეტილია ცენტრალურ ქალაქებს.
საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით იუსტიციის დეპარტამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დავალებული აქვს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. მუშაობის პერიოდში შემუშავდა კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარდგენილ იქნა ზემდგომ ინსტანციებში.

თაიმერი: თქვენმა დეპარტამენტმა უფასო ადვოკატირების პროექტი შექმნა. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს და რა შედეგები გვაქვს?

იგორ კოპალიანი: სახელმწიფო სრუქტურების მიერ შექმნილია რიგი ორგანიზაციები (სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური, ქ. თბილისის მერიის პროექტი „ჩემი ადვოკატი“ და სხვა), რომელთა მხრიდან უფასო ადვოკატირება გათვალისწინებულია მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისათვის (სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო პირებისათვის), ამიტომ, დევნილთა უმრავლესობა, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა, რადგან ვერ აკმაყოფილებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რჩება აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიღმა. სწორედ ამიტომ იუსტიციის დეპარტამენტმა დევნილთა უფლებების დაცვის გაიოლებისა და სამართლებრივი გარემოს ხელმისაწვდომობის მიზნით დაიწყო მათთვის უფასო კონსულტაციების გაწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე და სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში, წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში ხელშეწყობა. უფრო მეტიც, იუსტიციის დეპარტამენტი პერიოდულად ახორციელებს გასვლით ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რათა ადგილზე გაეცნონ დევნილთა არსებულ პრობლემებს და გაუწიონ შესაბამისი უფასო სამართლებრივი კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა რეგიონებში ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც ისინი დევნილებს სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად უწევდნენ უფასო ადვოკატირებას.

თაიმერი: აფხაზური მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქართველთა სახლების გაყიდვის თაობაზე. თქვენი უწყება ამ ფაქტს რას უპირისპირებს?

იგორ კოპალიანი: იუსტიციის დეპარტამენტში მზადდება ყოველკვირეული ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. ადრე ამგვარი ინფორმაციები ეგზავნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც საფუძვლად ედო მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებს. თვალსაჩინოებისათვის, შესაძლებელია, იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშები. ასეთი ინფორმაციები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძირითადად მწვავე ხასიათს იძენდა და აღიქმებოდა როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების განგაში ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არასახარბიელო მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებულია არაერთი რეზოლუცია და ნორმატიული აქტი. აღნიშნულ საქმიანობას, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ამჟამად აგრძელებს აფხაზეთის მთავრობის აპარატში სპეციალურად შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია და ამგვარი გარიგება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ასევე, ყურადსაღებია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დევნილთა კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით უკანონო გარიგებების საპირწონედ შემუშავდა ე.წ. საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლი“, რომლის საფუძველზე დაიწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების მაქსიმალურად აღრიცხვა, მათი მესაკუთრეთა ვინაობის დადგენა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. მართალია, აღნიშნული პროგრამა გარკვეული დროით იყო შეჩერებული, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლების ძალისხმევით საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2018 წლის 6 აგვისტოს N400 დადგენილებით იგი განაახლა.

შეხვედრა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2018 წლის 20 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „სასამართლო პრაქტიკა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ“. შეხვედრაზე მოწვეული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ირინა ზარქუა, რომელმაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებს სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.  შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი შეეხო აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივას დევნილთა უფასო ადვოკატირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსმა გიორგი პარკაიამ შეხვედრის მონაწილეების წინაშე გააკეთა მცირე პრეზენტაცია იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს დევნილების საკითხების განხილვისას მათ პრაქტიკაში არსებული პრობლემები.  შეხვედრა კითხვა-პასუხისა და კონკრეტული კაზუსების ამოხსნის რეჟიმში ჩატარდა.

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 25-26 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჯვარის ამბულატორიაში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.   გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.  ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი.   ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.   სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.   გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ესწრებოდნენ.   გეგმიური სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ქალაქ ზუგდიდში, 25 ნოემბერს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ხოლო 26 ნოემბერს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში ჩატარდება

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სამართალშემოქმედების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად    სსიპ საჯარო  სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ–გვერდზე გამოცხადებული დახურული კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდა.

ათი სამუშაო დღის ვადაში, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარმოადგინა ათმა კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად კონკურსის მეორე ეტაპზე–(ტესტირება) გადასვლის უფლება მოიპოვა 1 (ერთი) კანდიდატმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და  მთავრობის სხვა წევრები  ესწრებოდნენ.

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო.

საკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.