- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
მიმდინარე წლის 9-10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“.
ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმების შესრულების სავალდებულოობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
იმდინარე წლის 6 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგის მეორე ეტაპი თემაზე: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
იმდინარე წლის 28 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
2016 წლის 16 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპრტამენტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის თემაზე: ,,სამართალშემოქმედება – საკანონმდებლო ტექნიკა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სტაჟიორები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამართალშემოქმედების (საკანონმდებლო ტექნიკის) მნიშვნელოვანი ასპექტები, სამართალშემოქმედებითი პროცესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენისას ხარვეზების თავიდან აცილების თეორიული და ტექნიკური წინამძღვრები, ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, განზოგადებულ იქნა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელებისას მიღებული პრაქტიკა. ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, სამართალშემოქმედების პროცესის სრულყოფისათვის ხელის შეწყობა და ამ კუთხით დაწესებულებათა კოორდინირებული მუშაობის წარმართვა.
2016 წლის 11 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე: “პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება”. ტრენინგ–სემინარი მიზნად ისახავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, კანონის დებულებების არაერთგვაროვანი განმარტებების პრევენციას მონაცემთა დამუშავების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობლობის მოთხოვნათა და პერსონალურობის უფლების დაცვას. ტრენინგ–სემინარს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე. ტრენინგ–სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და აფხაზეთის პროფგაერთიანების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ტრენინგ–სემინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, იგორ კოპალიანისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ვეფხია გვარამიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2013 წლის 15 ნოემბერს დადებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებას და ახალგაზრდა თაობების განათლების, მაღალ კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები.
მიმდინარე წლის 19 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ტრენინგი პიროვნული განვითარება –”წარმატებული მენეჯერის ლიდერული თვისებები”. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ასევე მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა ინტერაქტიული მეთოდი და შესაბამისი სავარჯიშოები: ბრეინ–შტორმინგი, ტესტების შევსება და ჯგუფური სამუშაო. ტრენერის პრეზენტაციის ნაწილში მონაწილეებმა მოისმინეს ამერიკელი ფსიქოლოგების ჯოზეფ კენჯემის და კაზიმირ კოვალსკის “ლიდერების და წარმატებული მენეჯერების თვისებების უმნიშვნელოვანესი შვიდი განსხვავების”სპეციალური კვლევის შედეგები, ასევე დანიელ გოლმანის “ლიდერთა ფილოსოფიის” ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის “ემოციური ინტელექტი”–ს ნოვაციური ხედვა. საინტერესოდ ჩატარდა ჯგუფური სამუშაო, სადაც მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს ლიდერული თვისებების მქონე იდეალური მენეჯერის სავარაუდო სახე. დასასრულს მონაწილეებმა მადლობა მოუხადეს ტრენინგის ორგანიზატორებს და მომავალში ტრენინგის ჩატარების თაობაზე სურვილი გამოთქვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვუერთდებით საერთაშორისო გლობალურ საინფორმაციო აქციას “16 დღიანი კამპანია–გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” და ხმამაღლა ვამბობთ “არა ძალადობას” 6 დეკემბერი – “მონრეალის ტრაგედიის დღე” თეთრი ლენტის კამპანიის თარიღია. ეს გლობალური ინიციატივა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია სათავეს იღებს კანადაში, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით 1991 წელს მამაკაცებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ თეთრი ლენტის სამოსზე ტარებით და წამოეწყოთ მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა მამაკაცების დარწმუნებას, რათა ხმა აემაღლათ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. დღესდღეობით, თეთრი ლენტის კამპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტის 50–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. აქციის მიზანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონ თამარ ვეფხვაძის მონაწილეობით იუსტიციის დეპარტამენტის პროფკავშირის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და საქართველოს შრომის კოდექში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე შეეხნენ იუსტიციის დეპარტამენტის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებსა და მოვალეობებს. შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის პირველადი პროფგაერთიანების ორგანოს წევრებს აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონმა თამარ ვეფხვაძემ პროფგაერთიანების უნივერსალური საწევრო ბარათები გადასცა. აღნიშნული ბარათი არის ააიპ “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/მულტიფუნქციური საწევრო ბარათი, რომლის გამოყენების საშუალებითაც ბარათის მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლებას მერჩანტ(ებ)ის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს თავის წევრებზე და მისი წევრებისათვის შეიქმნა პროფკავშირების უნივერსალური საწევრო ბარათი, რომელიც გაერთიანებულია www.BARATI.GE-ს ფასდაკლებით სისტემაში. მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საიტ www.BARATI.GE–ზე.
2015 წლის 23 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს პროფგაერთიანების საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ლექცია – ტრენინგი “საჯარო გამოსვლების ხელოვნება”, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, აფხაზეთის პროფგაერთიანების ხელმძღვანელი პირები. ტრენინგს უძღვებოდა “ახალი უმაღლესი სასწავლებელი”–ის პიარ დეპარტამენტის უფროსი, ტელეკომაპანია “იმედის” თანამშრომელი (ტრენერი) სოფო ქვარცხავა. ლექცია – ტრენინგი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.
2015 წლის 25 ივნისს საქართველოს პროფგაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ იქნა ტრენინგი თემაზე „გენდერული ცნობიერების ამაღლება“. ტრენინგი დაიგეგმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 58-ე სესიაზე საქართველოს მიმართ წარმოდგენილი დასკვნითი მოსაზრებების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, აფხაზეთის პროფგაერთიანების ადამიანური რესურსების მმართვის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
ტრენინგის მიმდინარეობის პერიოდში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. ტრენინგის საპრეზენტაციო ნაწილში, გაკეთდა სამი მოხსენება ( pp ფორმა- სლაიდების ჩვენებით) თემაზე:
ა) ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტი, „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენცია და მისი ფაკულტატიური ოქმი;
ბ) გენდერული ანალიზი საჯარო სამსახურის სფეროში;
გ) გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში წარმოდგენილი რეკომენდაციები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ.
2. ტრენინგის სასწავლო ნაწილში მონაწილეებმა შეასრულეს შემდეგი დავალებები:
ა) სავარჯიშო „ინოვაციური ხედვა“;
ბ) გენდერის დეფინიციის შედგენა;
გ) ჯგუფური სამუშაო – ‘გენდერული კომიტეტის სხდომა;
დ) შეავსეს კითხვარი – „გენდერული ცნობიერების ამაღლება“.
მონაწილეთა მიერ შევსებული ‘შეფასების ფურცლების ანალიზის თანახმად, ტრენინგი და ტრენერის მუშაობა შეფასდა უმაღლეს ქულაზე (5). მათ კომენტარში ტრენინგი იყო დროული, აქტუალური და შემეცნებითი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ჩატარდა ლექცია–სემინარი (ტრენინგი) თემაზე: საარქივო დაწესებულებებში განსახორციელებელ ნორმატიულ მეთოდური მითითებებისა და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსიპ–ს ეროვნული არქივის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტა. ლექცია–სემინარი (ტრენინგი) დაიწყო 13:00 საათზე და იგი გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა. მან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს მნიშვნელობაზე. ლექცია–სემინარს (ტრენინგს) ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა –ავთანდილ ხაზალიამ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერასტი ფენდერავამ, ირაკლი გუგუშვილმა და ასმათ ანდრიბავამ. ლექცია–სემინარს (ტრენინგს) უძღვებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსი – სვეტლანა ხუბულავა, რომელმაც გააკეთა მოხსენება, თემაზე–”სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტის ” (საკომლო წიგნები, საბინაო ორდერები და საბინაო წიგნები) დაცვა–შენახვის სამართლებრივი საფუძვლები და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა–დაცვის, გამოყენების ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო–ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი სპეციალისტის მარინა გადელია, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე–”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივსაცავის არსი და მისი მნიშვნელობა”. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებში არსებულ საარქივო საქმიანობის ხარვეზების აღმოფხვრისა და საჯარო დოკუმენტების მოძიება დაცვა–შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსახილველი თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ბელა ჩხაპელიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ავთანდილ ხაზალიამ, ქრისტინე კაჭარავამ და ხატია მესხიამ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელმა ლევან ბარათელმა, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მადონა ლეჟავამ, ზემო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წარმომადგენელმა თათია ეპიტაშვილმა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეთერ ძიმისტარაშვილმა. განსახილველი თემების ირგვლივ მუშაობა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით თუნგიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობენ „ქალაქ მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. 2015 წლის 13 ივნისს ვერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის დასასუფთავებლად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები.
ამა წლის 8 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ აქციას შეუერთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა. რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა.
ტრენინგს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები.
– მთავრობის აპარატიდან: თინათინ აბსანძე, ბელა ჩხაპელია;
– იუსტიციის დეპარტამენტიდან: ავთანდილ ხაზალია, ელისო გვასალია, ქრისტინე კაჭარავა, ალექსანდრე ფარფალია, ხატია მესხია, სოფო ადეიშვილი, ინეზა ცომაია.
– განათლებისა და კულტურის სამინისტროდან : ილონა გრიგოლია;
– ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან: ნანა გაბელია;
– ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან: ნატო გრიგალაშვილი;
– ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატიდან: ირაკლი თადუმაძე;
– სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტიდან: ირმა ფირცხალავა;
– დევნილთა საქმეების დეპარტამენტიდან: გიორგი კოკაია;
– აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან: დავით ჭედია.
მონაწილეებმა ინტერაქტიულ ატმოსფეროში, როლური თამაშებითა და თემატური პრეზენტაციებით განიხილეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკა, მოქალაქეებთან მუშაობის ვერბალური და არავერბალური მეთოდები – სუბიექტური და ობიექტური რეალობის სახეები, კითხვების დასმის და ჟესტიკულაციის ენა.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.