- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 10 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს მიერ ჩატარებული იქნა ლექცია-სემინარი (ტრენინგი) თემაზე: ,,საარქივო საქმის განვითარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული ფონდის შემქმნელ წყარო დაწესებულებებში“. ლექცია-სემინარის (ტრენინგის) ორგანიზატორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი – ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსი – სვეტლანა ხუბულავა და ამავე დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ასმათ ანდრიბავა. ლექცია-სემინარი (ტრენინგი) დაიწყო 13:00 საათზე და იგი გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა. მან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ფუნქციურ დატვირთვაზე, მის მნიშვნელობაზე და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ლექცია-სემინარში (ტრენინგში) მონაწილეობის მიღებისათვის. ლექცია-სემინარს (ტრენინგს) ესწრებოდნენ: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ვასილ ზაქარაია და დავით თუნგია (არქივის სამმართველოს კურატორი). აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ეკატერინე გვასალია, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი გიორგი პარკაია, უფროსი სპეციალისტი დარეჯან გაბისკირია და დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამმართველოს კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი სოფიო ადეიშვილი. ლექცია-სემინარს (ტრენინგს) ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საარქივო საქმეთა წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები. ღონისძიებას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით თუნგია. ლექცია-სემინარზე (ტრენინგზე) მოისმინეს ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსის – სვეტლანა ხუბულავას მოხსენება, თემაზე – ,,ეროვნული საარქივო ფონდის არსი და მნიშვნელობა საარქივო კანონმდებლობის შესაბამისად“ და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ელა გაბისონიას მოხსენება თემაზე – ,,მოთხოვნები საქმეთა ნომენკლატურის შედგენისა და საქმეთა ფორმირებისადმი“. მომხსენებელმა სვეტლანა ხუბულავამ ისაუბრა აღმასრულებელ დაწესებულებებში არსებულ და სამომავლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც მოწვეულმა სტუმრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. არქივის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ელა გაბისონიამ კი აღნიშნა, თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ დაწესებულებებში ნომენკლატურის შედგენა, დოკუმენტების ფორმირება და საქმის წარმოება აღნიშნულის საფუძველზე. განსახილველი თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ გახარიამ, აღმოსავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების წარმომადგენლებმა ლევან ბარათელმა და ლელა კვეკვესკირმა. განსახილველი თემების ირგვლივ მუშაობა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ხუბულავამ. ლექცია-სემინარის (ტრენინგის) დასასრულს სიტყვით გამოვიდა აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ლექცია-სემინარში (ტრენინგში) მონაწილეობისათვის.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?…“ /წმინდა ილია მართალი/ სწორედ ამ სამი ღვთაებრივი საუნჯის შენარჩუნებას შესწირეს თავი ჩვენმა ვაჟკაცებმა, სწორედ სამშობლოს ძახილზე დადგნენ იქ, სადაც უჭირდა ქვეყანას. იცავდნენ მტკაველ მიწას, მიწას, რომელმაც სამუდამოდ მიიბარა უამრავის სული. სამშობლოს სიყვარული ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. ზოგი გმირულად ეცემა ბრძოლის ველზე, ზოგიც დაჭრილი დააღწევს თავს და ზოგნი კიდევ თითქოს არსაიდან არ ჩანან, თითქოს შთაუნთქავს ბრძოლის ქარცეცხლს უგზო-უკვლოდ. მათ მოლოდინში დედები უსასრულოდ შეჰყურებენ გზას, გზას, რომელიც მათი იმედის სიმბოლო გახდა. 36 ვაჟკაცი დაიკარგა საქართველოს ულამაზესი ქალაქის გაგრის დაცვისას. საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ა.წ. 26 მაისს თიოეული მათგანი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. სწორედ ამ მეომრებს მიეძღვნა საღამო, რომელიც გაიმართა 21 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მეომართა დედები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, ომის ვეტერანები, მოწვეული სტუმრები და დეპარტამენტის თანამშრომლები. შესავალ სიტყვაში მოკლედ იქნა მიმოხილული 1992-93 წ.წ. საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. აღინიშნა ქალაქ გაგრის დაცემის ფაქტები. გაიხსენეს ბიჭები, რომლებიც გმირულად დაეცნენ გაგრის დაცვისას. ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების სამაგალითო მოქმედებების ფაქტებზე. დიდი სითბოთი მოეფერა დედებს და მადლობა გადაუხადა ასეთი ვაჟკაცების აღზრდისათვის. შეპირდა, რომ მუდამ იქნებოდა მათ გვერდით. ბატონმა იგორ კოპალიანმა გამოსვლისას ისაუბრა სასიქადულო მამულიშვილების ღვაწლზე სამშობლოს წინაშე. დედებს მადლობა მოახსენა მობრძანებისათვის და აღუთქვა გვერდში დგომა, მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზ და ქართველ ხალხთა საუკუნოვან მეგობრობას და იმედი გამოთქვა, რომ გონივრული მუშაობით უახლეს პერიოდში აღდგება ხიდი მეგობრობისა და დადგება დრო, როცა აფხაზი და ქართველი ხალხი ერთად იზრუნებს ერთიანი საქართველოს კეთილდღეობისათვის. სიტყვით გამოსვლისას დედებმა მადლიერებითა და ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურის ბატონ ვახტანგ ყოლბაიასა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ქალბატონ მარინა ნაჭყებიას ღვაწლი მათდამი გამოხატული სითბოსა და თანადგომისათვის. ღონისძიებისას გაჟღერებულ იქნა პრობლემები, რომლებიც დღემდე აწუხებთ შვილდაკარგულ მშობლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 5 სექტემბერს 13:00 საათზე ქალაქ სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა საბრძოლო მოქმედებების დროს პირველი სკოლელების, ღირსეული მამულიშვილების გმირობაზე ისაუბრეს, რომლებმაც არ დატოვეს საკუთარი მიწა-წყალი და ყველაზე ძვირფასი რამ რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს შესწირეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ : ლევან ესართია, რაისა სონგულია, ბესარიონ ოდიშარია, ბელა კოპალიანი, გიორგი ბენიძე, გოჩა გვარამია, მარინა ჯღარკავა, მიმოზა ცხონდია. ასევე ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულ იყვნენ დაღუპული მებრძოლების მშობლები: ნელი ბეთაშვილი, ლილი დგებუაძე, ინეზა ბელთაძე, გული ბერია, სულიკო გაბუნია, ლიანა რუხაია. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.
“მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება”. „ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს ღვიძლიშვილი ვარ“ ლორიკ მარშანია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშია მაწლის 11 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, ღირსეული აფხაზი მამულიშვილის ლორიკ მარშანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ბატონებმა იგორ კოპალიანმა, ვასილ ზაქარაიამ, მურმან ჩხოტუამ, ირაკლი გუგუშვილმა.მოწვეული სტუმრებმა: ბატონმა კონსტანტინე მარშავამ, ქალბატონებმა ქეთევან ჩემიამ, მარინა ზუხბაიამ, მანანახურციძე-ჩაქსელიანმა. საღამოს უძღვებოდა ქალბატონი მარინა ნაჭყებია. დამსწრე საზოგადოებამ ვრცლად ისაუბრა ბატონ ლორიკ მარშანიას ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე, მის ღვაწლზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხში. ლორიკ მარშანია გახლდათ ის პიროვნება, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცდილობდა აღედგინა ქართულ-აფხაზური ნათესაური ურთიერთობა. ის საზოგადოებას ევლინობოდა, როგორც ხიდი გამთლიანებისა. დიდია ღვაწლი ბატონ ლორიკ მარშანიასი ქართველი ერის წინაშე.
26 ივნისს აფხაზიეთის იუსტიციის დეპარტამენტში შეიკრიბა საზოგადოება, რათა მოეგონებინათ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილი, ჭეშმარიტი ეროვნული გმირი ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი. 26 ივნისი ბატონი ჯუმბერის საიუბილეო თარიღია. ის 75 წილის გახდებოდა. საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია გამორჩეულად დახუნძლულია იმ პიროვნებით, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. ნაღდი თბილისელი, სულით სოხუმელი და ჭეშმარიტად საქართველოს შვილი თავისი შეგნებული ცხოვრების მანილზე მთელი ძალისხმევით ძმათა შორის ხელოვნურად წარმოქმნილი ნაპრალის შევსებას ცდილობდა. ჩვენი სამშობლოს წინაშე ბატონი ჯუმბერის მიერ გაწეულ ღვაწლძე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა. შეხვედრა თბილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 04 ივნისს ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით:”ენგურს მიღმა ჩატეხილი ხიდის აღდგენა ” გავნლილმა ორმა ათწლეულმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმ რეალობაში, რომ ძმათამკვლელმა ომმა ორივე მხარეს მოუშუშებელი ჭრილობები დაუტოვა. ღონისძიება გახსნა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარინა ნაჭყებიამ და სიტყვით გამოვიდა აფხაზურ ენაზე დეპარტამენტის თანამშრომელი თამაზ ქუჩუბერია. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზი ერის გადაგვარების საშიშროებაზე. ქართველებთან ერთად შევძლებთ ჩვენი ერისა და კულტურის შენარჩუნებას, აცხადებს ის. მოწვეული სტუმრები: იაშა ლომია – აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი. მანანა ხურციძე -აფხაზეთის ომის გმირი, სოზარ ჩანქსელიანის ქვრივი. თეონა დანელია – აფხაზეთის ომის გმირი, გოჩა დანელიას ქალიშვილი. მიზანი : მოვუწოდოთ დაპირისპირებულ მხარეს შერიგებისაკენ, რათა ჩვენს შვილებს კუთვნილი მომავალი შეუნარჩუნოთ.
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა სტაჟიორებისა და სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის – CSDC” მხარდაჭერით ა.წ. 24 აპრილს ჩაატარა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე “საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი „ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”. ტრენინგი დაგეგმა და ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ინეზა ცომაიამ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სტაჟიორებმა: თამთა ჭკადუა, მელანო სვანიძე, გივი ენდელაძე, ნათია ალანია, არხიპო გრიგოლია, თამუნა მამულაშვილი, თეონა დანელია, ნათია ჭკადუა, დეპარტამენტის თანამშრომელი ირმა გაბუნია და CSDC-ს ორი მოხალისე.
2014 წლის 20 თებერვალს აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტიში ჩატარდა ღონისძიება თემაზე: “ერთად ვაშენოთ მეგობრობა!”
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს აფხაზურ-ქართული ურთიერთობების საუკუნოვან ისტორიაზე. ღონისძიების არსი მოიცავდა, აფხაზ ხალხთა მეგობრობას და ერთად თანაცხოვრების აუცილებლობას.
15 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ღონისძიება,”სამშობლოსათვის მარადისობაში” – რომელიც მიეძღვნა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერს ნუკრი (სიმონ) ცისკაძის ხსოვნას.