აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ქ. ზუგდიდში, ბაგა-ბაღი N 10-ში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შედგა შეხვედრა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს ქ.ზუგდიდში,  ბაგა- ბაღი,  N – 10.  ჩასახლებაში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი,  20 პირი.

 დევნილები ითხოვენ აღნიშნული ობიექტიდან გაყვანას და  საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას.

 შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორული ორგანოს, სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ანზორ გამისონია.

 

 

 

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თამარის დასახლების გამგებელი თემურ ბაკურიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია.

სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები დაურიგდა, დევნილებს ასევე COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში მომავალშიც გაგრძელდება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ქ. ზუგდიდში ,,მექანიკურ ქარხანაში’’ ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს შედგა შეხვედრა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,, ყოფილი მექანიკური ქარხანა,” სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 8 ოჯახი, 18 პირი. აქედან  სოციალურად დაუცველი არის 1 ოჯახი.

 დევნილები ითხოვენ აღნიშნული ობიექტიდან გაყვანას და საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას.

 შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ანზორ გამისონია.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარედგინა.

2020 წლის 26 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარედგინა. გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენება, დისტანციური რეჟიმის ფორმატში გააკეთა მინისტრმა - კონსტანტინე კუჭუხიძემ. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტების/ფრაქციების წევრებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტების, ფუნქცია-მოვალეობების, შესრულებული სამუშაოს, სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (ყიფილი მთავრობის წარმომადგენლობები) განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებისა და სისტემური ცვლილებების შესახებ. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა Covid-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლოდ დაგმილ აქტივობებზე. ანგარიშის მოსმენის შემდგომ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვები, 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის გეგმით, რიგ მუხლებში გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობის, დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი საკითხების აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებებში დუბლირების, დევნილთა სოციალური და ყოფითი პრობემების გადაწყვეტაში სამინისტროს მეტად ჩართულობის საჭიროების, სამინისტროს ფუნქციების გაზრდის აუცილებლობისა და სამინისტროზე ამჟამად დაკისრებული მოვალეობების მეტად ეფექტურად განხორციელების შესახებ. ანგარიშის მოსმენა და მასზე მსჯელობა გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მინისტრის მიერ მოისმენილ იქნა ყველა ის კითხვა თუ მოსაზრება, რომელიც გამოთქმულ იქნა ანგარიშის განხილვისას, რაზედაც, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები/მოსაზრებები. ანგარიშის განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები, წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტროს მიერ იქნება შეფასებული და კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული.

 

 

წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შეხვდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ. ტერიტორიული ორგანოს მოადგილე ნათია კოპალიანი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო    დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

ჩასახლება შედგება 13 კორპუსისაგან. პირველი კორპუსის პირველ სადარბაზოს თავზე დაზიანებულია სახურავი, კერძოდ: სახურავის ნაწილზე ამორტიზებულია თუნუქი და წვიმის დროს წყალი საცხოვრებელ სახლებში ჩადის და ზიანს უქმნის მობინადრეთა ჯანმრთელობას. ასევე, წყალგამტარ მილებზე არ არის დამაგრებული წყალმიმღები ძაბრი, ძლიერი ქარის დროს მოტყდა და დაზიანდა. აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას შესაბამის სპეციალისტთან ერთად და ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ჩაერთვება მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.

 

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და დევნილ ბენეფიციარს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს შედგა სატელეფონი საუბარი დევნილთა ჩასახლების ობიექტში - იმერეთი ქუთაისი ნიკეას მე2 შესახვევი, N8 ს/ს აისის ბ/ბაღი. კორპუსების რაოდენობა 2; სართულების რაოდენობა 2, ოჯახი/სულადობა - 11/44, ფაქტიურად ცხოვრობს 13 ოჯახი 38 სული. ბმა-ს თავმჯდომარე დევნილი ნანული წაბრია. ტელ: (592134662). შენობის სახურავი არის ბრტყელი, გადახურვა -(რუბეროიდი). წვიმის დროს დერეფანში და საცხოვრებელ ფართებში ალაგ-ალაგ ჩამოდის წყალი. ძლიერი წვიმის დროს წყალშემკრები ძაბრებიდან, (რომელიც გაჭედილია) გადმოდის წყალი და ასველებს კედლებს გარედან.დევნილები ითხოვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

 ჩასახლებაში მცხოვრებ ბენეფიციარს, იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უშუალოდ ტერიტორიული ორგანოს პროგრამებისა და პროექტების შესახებ. 2020 წელს ობიექტში 2 დევნილზე გაცემულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

 სატელეფონო კავშირით ინფორმაცია მიიღო იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის სოციალური პროგრამების და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ლეკვეიშვილმა.

 

ქ.თბილისში, პაიჭაძის ქ. N 1-ში, მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაო შესრულდა.
  • ქ.თბილისში, პაიჭაძის ქ. N 1-ში, მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაო შესრულდა.
    • შენობის პირველი და მეორე სართულების დერეფნებში ხის ფანჯრების მინები შეიცვალა.
    • სარემონტო სამუშაო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაკვეთით განხორციელდა.
    • დასრულებული სამუშაო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ბედენაშვილმა და რეგიონული განყოფილების უფროსმა ზურაბ ხარაიშვილმა დაათვალიერეს

 

აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა სამხედრო- სავალდებულო სამსახურში 2020 წლის საშემოდგომო გაწვევისთვის ორგანიზება გრძელდება.

 

Covid 19-ის პირობებში, მოცემული რეგულაციების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა, აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში მიმდინარეობს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევისათვის ორგანიზებული ხელშეწყობა.
• აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში.
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურებში.
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
• საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
• 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ვალდებულნი არიან 2020 წლის 26 დეკემბრამდე გამოცხადდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა, აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში.
• საკონტაქტო ტელეფონი: 0322953289, 577245547. ელექტრონული ფოსტა: asto@abkhazia.gov.ge, aphkhazeti@gmail.com. skype მისამართი: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო.

 

 

 

 

 

ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის -N- 58-ში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში შეხვედრები გაიმართა.

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, შედგა შეხვედრა - ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N- 58- მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში. ზემოთ ღნიშნულ მისამართზე მდებარე კორპუსში, სამუსიკო სკოლა 44, დევნილთა რაოდენობა შედგენს 33/116 ოჯახი/სულადობა. ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ბ), ბმა ოჩამჩირე 2, ოჯახი/სულადობა -32/105. ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ა) ოჯახი/სულადობა -68/222, ბმა სოხუმი. სამივე კორპუსი პრივატიზებულია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. კორპუსი - სამუსიკო სკოლა 44 - რამდენიმეწლიანი მოთხოვნებისა და განცხადებების შემდეგ (რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ტერიტორიული ორგანო, მანამდე აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობა) გამოიცა მთავრობის განკარგულება #2146, 29/10/2020წ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად.

 დევნილთა მოთხოვნები: - ობიექტი არის 3 კორპუსიანი. ეზოში სავალი გზის ნაწილზე დასაგებია ასფალტის საფარი, რომელიც (ჯდება 24 000 ლარამდე). არის შეპირება ქუთაისის მერიიდან, რომ  2021 წლისათვის; - კანალიზაციის  პრობლემა მოგვარდება. ჭიდან ჭამდე არის მილი გამოსაცვლელი. საჭიროა დეტალური ხარჯთააღრიცხვის გაკეთება. ამის შესახებ ასევე აქვთ ზეპირი დაპირება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან.

 ტერიტორიულ ორგანოში  2020 წელს ობიექტიდან მიღებულია 20 განცხადება, 16 დევნილზე გაცემულია ერთჯერადი მატერიალური დახმარებებები. დანარჩენი კი განიხილება მომდევნო პერიოდში.

 დასახლებაში დევნილებს შეხვდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და დევნილთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი აბესალომ ჩარქსელიანი.

 

 

 

იმერეთის ტერიტორიულ ორგანოში, დევნილის სტატუსის მაძიებელ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა ჩატრდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოში ჩატარდა ტერიტორიული ორგანოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა მოქალაქეთა განცხადებები მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის კუთხით და კომისიის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისა და წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში, იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, სამოქმედო რეგიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას და თანამშრომელთა მონაცვლეობით (მორიგეობითი) სამუშაო რეჟიმში განაგრძობს ტერიტორიული ორგანოსადმი დაკისრებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორცილებას. კერძოდ:

  • მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დადგენის;
    • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების;
    • დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის და სხვა სახის დახმარების გაწევის;
    • წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, რეზერვში ჩარიცხვის;
    • და სხვა მიმართულებებით.
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 27, მე-3 სართ. საკონტაქტო ტელეფონი (ცხელი ხაზი): 598328432 ელექტრონული ფოსტა: amragovimeri@gmail.com. skype : იმერეთის ტერიტორიული ორგანო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქ. რუსთავში დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების პარალელურად კ .კუჭუხიძე დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე  ქ. რუსთავში დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში იმყოფებოდნენ.

მინისტრი სამუშაოების მიმდინარეობის შეფასების პარალელურად, შეხვდა ობიექტებზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.

ფოთის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში, ნ. ვაჩნაძის ქ. N24 მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა) სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოები ჩატარდა.

 სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად განხორციელდა შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 9625,31 ლარი.

 

 

ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრები გამართეს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია და უფროსი სპეცილისტი აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, ბუკიას  ქ. N -14, ბ/ბაღი  და ავტომშნებელისქ. N- 13 , განათლების ბ/ბაღი ქ. N -1 - ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

დაახლოებით 7 წლის წინ ორივე კორპუსი სრულად გარემონტდა USAID - ის მიერ. თუმცა, ობიექტებზე მწვავედ დგას წყლისა და კანალიზაციის პრობლება. წვიმის დროს იტბორება მთლიანად ეზო წყლით, გზის საფარს აქვს ცუდი დაქანება (დაქანებულია კორპუსისკენ), რის გამოც წყლის ნაკადი გუბდება ეზოში. საკანალიზაციო ჭა ვიწროა და მიწის ზედაპირიდან მაღალზე დგას, ამდენად, მასში წყალი შეფერხებით მიედინება, სრულად იტბორება ეზო და პირველ სართულზე მცხოვრებ დევნილების  საცხოვრებელ ბინაში შედის, რის გამოც დანესტიანებულია საცხოვრებელი სახლები. დევნილების თქმით აუცილებელია გაიჭრას ახალი არხი, რომელიც დაუკავშირდება ცენტრალურ სანიაღვრე სისტემას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტი. ელოდებიან რეაგირებას.

 

კონსტანტინე კუჭუხიძე ქ. რუსთავში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.

 2020 წლის 4 ნოემბერს, მაფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს განმსაზღვრელი კომისიის წევრები ქ. რუსთავში, ბოსტან ქალაქის ქუჩა N-1 და კოსტავას ქ. N-35-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.

მინისტრი სამუშაოების მიმდინარეობის შეფასების პარალელურად, შეხვდა ობიექტებზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.

 

სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის.

თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. საცხოვრებელი ფართის შესყიდვა შესაძლებელია დევნილი ოჯახის თანადაფინანსებითაც განხორციელდეს. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ.

დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა.