აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, აფხაზეთის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად დევნილ, ღვაწლმოსილ ქალბატონებს უმასპინძლა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან, ეკა ხოფერიასთან და ჯანდაცვის მინისტრთან, ქეთი ბაკარაძესთან ერთად, დევნილ, ღვაწლმოსილ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
მოწვეულ ქალბატონებს კომპანია ,,კარფური“-ს მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათები და თაიგულები გადაეცათ.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მრავალწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცეს და წარმატები უსურვეს.
☑️ნანული ანჩაბაძე -პროფესიით პედაგოგია. მუშაობდა სოხუმის პირველ საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.ომის პერიოდოში იმყოფებოდა ქ. სოხუმში. ქალბატონ თამარ ოდიშარიასთან (I სკოლის დირექტორი) ერთად ორგანიზებას უწევდა დაჭრილი მეომრებისათვის სისხლის ჩაბარების პროცესს.
☑️დალი ბერულავა პროფესიით ექიმი, მუშაობდა სოხუმის პირველ და მეორე საავადმყოფოში. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ფ. თოდუას კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში რადიოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად.
მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი, არის ევროპის რადიოლოგთა და ნევროლოგთა ასოციაციების წევრი. გამოცემული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
☑️ლიანა მიქაშავიძე არის საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი და ქ. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს “მოამაგე“-ს წოდება. არის აფხაზეთის ომის მონაწილე.
☑️ალექსანდრა შენგელაია პროფესიით პედაგოგია. წლების განმავლობაში მუშაობდა გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში. მინიჭებული აქვს საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგის წოდება.
☑️ლაურა კილაბერიამ პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1962 წლიდან მე-18 საშუალო სკოლაში, შემდეგ მუშაობდა სოხუმის პირველი საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად. აქვს I კატეგორიის მასწავლებელის წოდება, დაჯილდოებულია მრავალი სიგელით.
☑️მარინე გელანტია პროფესიით ექიმია. 1984 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ის იყო ქ. სოხუმის რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში. ომის შემდგომ მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო ჯგუფის უფროსად. 2012 წლიდან აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მათ შორის კლინიკის გენერალურ დირექტორად. 2021 წლიდან არის ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორია. მინიჭებული აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორის წოდება.
☑️ნანა კიკნაძე პროფესიით ექიმი-ნევროლოგია. მუშაობდა კურორტ ბიჭვინთაში ექიმ-ნევროპათოლოგად, შემდეგ გაგრაში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ- მე-4 სამმართველოს კლიმატო-ბალნეოლოგიური რეაბილიტაციური ცენტრის უფროს მეცნიერად. არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მინიჭებული აქვს წარჩინებული ექიმის და უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდებები.

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ინიციატივით და ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობით თბილისსა და რეგიონებში მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ.

აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით და ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობით, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ბოლნისში, სოფელ ტანძიაში მცხოვრებ ღვალაძეების 10 შვილიან და თბილისში, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ინიციატივით და კომპანია ,,კარფური"-ს მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში გაიმართა.

დედის დღესთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, სასაჩუქრე ყუთები-პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცა.

დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ინიციატივითა და „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან დედებს ,,კარფური’’-ს წარმომადგენლებთან ერთად დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

ღონისძიებაში კომპანია ,,კარფური’’-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და ,,კარფურ ისთ ფოინთი’’-ს გენერალური მენეჯერი, ჯოზეფ კოჩანდრლერი მონაწილეობნენ.
სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
,,აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალურად დაუცველ ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის დახმარებების გაწევა. სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დედის დღე მივულოცეთ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას’’-განაცხადა ლევან თევზაიამ.

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე:

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე ;
- მარჩენალდაკარგულებზე;
- დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე ;
- ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე ;
- 100 წელს გადაცილებულ მოქალქეებზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;
- მძიმე სოციალურად მდგომარეობაში მყოფი ოჯახებზე.

ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია განცხადება ერთჯერადი დახმარების მიღების შესახებ;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დევნილის მოწმობის ასლი;
ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან ერთ-ერთი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან/და შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა/დასკვნა უფლებამოსილი უწყებიდან, რომელიც ადასტურებს მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.

განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველს 16;
ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

 

2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით 4 412 დევნილ ოჯახს, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია

პროგრამის განხორციელებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 660 000 ლარი გამოიყო.
ერთჯერადი დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გაიცა.

ლევან თევზაია - ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტზე საჭირო სამუშაოები ჩატარდება
აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებს.
ამჯერად, მინისტრი , პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტს ეწვია და დევნილი ოჯახების პრობლემები მოისმინა.
აღნიშნულ ობიექტში იძულებით გადაადგილებული 15-ზე მეტი ოჯახია ჩასახლებული. მოსახლეობის თქმით, ხშირი ნალექისა და წვიმის დროს, შენობის გარე კედლები ნესტიანდება.
მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსი და მოხდება შენობის კედლების სრულად რეკონსტრუქცია.
2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. პროგრამებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე’’ უფასო ონლაინ ტრენინგები დაიწყო

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ,,პითაგორას აკადემიი“-ს ინიციატივით, დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ონლაინ ტრენინგ- კურსი დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების 15 მოსწავლე შეირჩა.
,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირების საბაზისო კურისი’’ მოიცავს 12 აკადემიურ საათს მოსწავლეებთან, რომლის ფარგლებში დევნილი მოზარდები გაივლიან ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტურ საკითხებს, ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და პროგრამირების შესავალს.
კურსის ავტორი და ხელმძღვანელია, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სოფიო შინჯიკაშვილი, რომელიც ამჟამად მუშაობს Microsoft-ის ჩეხეთის ოფისში.
ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ლევან თევზაიამ ფოთში, გაგრის ქუჩაზე ჩასახლებული დევნილების პრობელები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ფოთის ვიცე-მერთან მამუკა პაპასკირთან ერთად, გაგრის ქუჩაზე მდებარი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა დევნილი ოჯახების პრობლემები ადგილზე მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტში სახურავის ნაწილი დაზიანებულია და გადახურვას საჭიროებს.
ლევან თევზაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს აღნიშნულ ობიექტის გადახურვით სამუშაოებს, რაც სრულად მოაგვარებს გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების დღემდე არსებულ პრობლემებს.
გასულ წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა.

 

2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მცირე სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 471 ოჯახმა ისარგებლა.

2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მცირე სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 471 ოჯახმა ისარგებლა.
მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა 26 ჩასახლების ობიექტს, მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 27 ათას ლარამდე მოხმარდა.

 

2020 წელს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დევნილთა ჩასახლების 6 ობიექტზე განახორციელა.

პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 80 ათას ლარამდე მოხმარდა.
სამშენებლო -სარემონტო სამუშაოები ჩატარდა:
✅ ქ. რუსთავში, კოსტავასა და ბოსტანქალაქის ქუჩებზე მდებარე სამსართულიან კორპუსებში;
✅ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ბინებში, სადაც გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები ;
✅ ქ.ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში, სადაც შეკეთდა სახურავი ;
✅ ქუთაისში ლესელიძისა და სოხუმის ქუჩებზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებზე წყალშემკრავი ღარების რემონტი და სახურავების აღდგენითი სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებმა 144 ოჯახმა ისარგებლა.

 

ლევან თევზაია სოციალურად დაუცველ, ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია სოციალურად დაუცველ, ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ლევან თევზაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსთან, დავით ძალამიძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ოჯახებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა.
 
ლილოს დასახლებაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ლალა ცინდელიანი 7 შვილის დედაა , მუხიანში მცხოვრები ნათია ჩალაძე მე-5 შვილს ელოდება.
 
სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოწყვლად ჯგუფებს პერიოდულად უწევს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას.
ლევან თევზაიამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში განხორციელებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები (2020 წელი)

დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში განხორციელებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები (2020 წელი)

დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში განხორციელებული მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები (2020 წელი)

დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში განხორციელებული მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები (2020 წელი)